რა სავარაუდო შედეგები შეიძლება მოჰყვეს დასავლეთის მიერ ასადის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას? ექსპერტების აზრით არსებობს კონფილქტი მეზობელ ქვეყნებში გავრცელების საშიშროება. ამ სამხედრო ჩარევამ შესაძლებელია ევროპა ახალი ტერორისტული შეტევების საფრთხის ქვეშ დააყენოს.
შუა აზიის საკითების ექსპერტების აზრით სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას შესაძლოა შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. როგორც გერმანიაში, ქალაქ მაინში არსებული არაბული სამყაროს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიუნტერ მაიერმა (Günter Meyer) განაცხადა – "ირანი არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, დასავლეთის სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, გულგრილად არ დადგება გვერდზე და სირიის ომი არაა გამორიცხული რო მთელს რეგიონში გავრცელდეს". მისივე თქმით – "საფრთხე რომელიც სამხედრო ჩარევას ახლავს თან, ძალიან დიდია".
გასულ შაბათ–კვირას სირიის საინფრომაციო მინისტრი, ომარ სოაბი (Omran Soabi) დაიმუქრა, რომ ამერიკელების კონფილქტში ჩარევას "სერიოზული შედეგები მოჰყვება" და მთელს შუა აზიას "დენთის კასრად" აქცევს. სირიაზე შეტევა არ იქნება "პიკნიკი" – პირობა დადო ომარ სოაბიმ.
რეალობაში მართლა არსებობს საფრთხე იმათთვის ვისაც სურს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევა განახორციელოს – სამი დიდი პრობლემა:
- ირანის პრობლემა – ირანსა, სირიასა და ჰეზბოლას შორის არსებობს მჭიდრო სამხედრო კავშირი. თეგერანი მხარს უჭერს დამასკოს როგორც გამოცდილი მებრძოლებით ასევე იარაღითა და ფულით. მაიერის აზრით "ასადზე დარტყმის შემდეგ ირანი ამ დახმარებას უფრო გაზრდის". ეს სავარაუდოდ თამაშში ისრაელს ჩართავს. "რაც უფრო მეტად ერევა თეგერანი სირიის საქმეში, მით უფრო დიდია იმის შანსი რომ ისრაელი ირანს დაარტყამს". არაა გამორიცხული რომ სირიაში დასავლეთის სამხედრო ჩარევას ექოდ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა მოყვეს. თავის მხრივ ეს არ აწყობს დასავლეთს, რომელიც ცდილობს ირანის ბირთვული პრობლემა დიპლომატიური გზებით მოაგვაროს.
- ჰესბოლას პრობლემა – ჰესბოლას შიიტურ სამხედრო დაჯგუფებას არსენალში სავარაუდოდ 40 000–მდე მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტები გააჩნია, რომლებიც სამხრეთ ლიბანშია გადამალული. არაა გამორიცხული რომ ღმერთის პარტიამ ამ რაკტებით შურისძიების შეტევები განახორციელოს ისრაელზე. ამ შემთხვევაში, ისრაელის ძირითადი საზრუნავი ეს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღია, რომელიც არაა გამორიცხული რომ ასადმა ჰესბოლას გადასცა. ისრაელმა დიდი ხნის წინ განაცხადა რომ ჰესბოლაზე მორიგი შეტევის შემთხვევაში ის მთლიანად ლიბანს დაარტყამს.
- ტერორიზმის პრობლემა – დასავლეთის სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა სავარაუდოდ მთელს მსოფლიოში ტრორისტული აქტების ტალღას გამოიწვევს. "დასავლეთის საელჩოები და საკონსულოები შიიტი ტერორისტების სამიზნეები გახდეაბ", განაცხადა მაიერმა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ჩანდეს, დასავლეთის სამხედრო ჩარევა სუნიტმა ექსტრემისტებმა შეიძლება რელიგიური ომის გაფართოვებად აღიქვან (ეგენი სულელები არიან, ასადს ეომებიან თუ ამერიკას სულ ერთია მაგათთვის, მთავარია "ალაჰუ–აკბარ" აძახებინე) და ეს მათი მხირდან ტერორისტული აქტების ჩატარების მიზეზი გახდეს. "თუ კი აშშ და მისი მოკავშირეები გადაწყვეტენ სირიაში სახმელეთო ძალები გაგზავნონ, ჯიხადის სუნიტი მებრძოლები ამას დასავლეთის შეჭრად აღიქვამს" – ამბობს ვენის თავდაცვის ინსტიტუტის შუა აზიის ექსპერტი, ვოლფგანგ მილბერგერი (Wolfgang Mühlberger).
მილბერგერი სირიის სამოქალაქო ომში სამხედრო ჩარევის მომხრეებს აფრთხილებს რომ აუცილებელია კარგად გაერკვნენ თუ რა არის ამ ჩარევის მიზანი, რა მეთოდებს გამოიყენებენ და რა უკუცემის იმედი აქვთ ამ ომიდან. როგორც გამოცდილება უჩვენებს ასეთი ჩარევა სამოქალაქო ომს უფრო წელავს. მილბერგერის თანახმად "ბევრ ადამიანს სურს რომ ლიბიის მაგალითი გაიმეოროს, მაგრამ ეს ასეთი ადვილი არაა". სირიის რეჟიმი სამხედრო თვალსაზრისით უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება ვიდრე მუამარ ალ–კადაფი იყო. და ყველაფერთან ერთად ლიბიის შემთხვევა ძნელია დასავლეთის წარმატებად წარმოაჩინო და როგორც მაგალითი ისე გამოიყენო.
დამკვირვებლების აზრით ასადზე შეტევამ შესაძლებელია სირიაში მიმდინარე სიტუაცია გამოსწორების მაგივრად უფრო დაამძიმოს. "სირიაში მოვლენები ისე ვითარდება რომ სამხედრო ჩარევამ შესაძლებელია მთელი მოზაიკა ააფეთქოს" განაცხადა მილბერგერმა. მაიერი ასევე აფრთხილებს ყველას რომ ლტოლვილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ოკლაჰომას ინსტიტუტის შუა აზიის ფაკულტეტის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯოშუა ლანდისმა (Joshua Landis), ამერიკულ ტელევიზიაში გამოსვლისას სამხედრო შეჭრის მიზნის შესახებ კითხვები დასვა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ამერიკული სამხედრო ჩარევა სუნიტურ ამბოხს წარმატებას მოუტანს, მთავარი პრობლემა მაინც გდაუჭრელი რჩება. "იგივე ვქენით ერაყში – დავეხმარეთ შიიტებს რათა სუნიტების წინააღმდეგ აბსოლიტური გამარჯვება მოეპოვათ. და ახლა სუნიტები გახდნენ რადიკალისტები და ალ–ქაიდას რიგებში გადადიან". მილბერგერის განცხადებით სირიაში ჯიჰადისტ სუნიტთა დაჯგუფებები საკმაოდ დიდი თავისტკივილია. "თუ შენ შენ უიღბლო ხარ, მაშინ სამხედრო ჩარევით სირიაში მხოლოდ რადიკალისტისლამისტებს მოუტან გამარჯვებას".
სტატია გერმანული გაზეთის მიხედვითაა დაწერილი:
P.S. ჯერ კიდევ როდის ვწერი ბლოგზე დასავლეთის მიერ წარმოებული ორმგაი თამაშის შესახებ (ჯერ სადა ხართ, WTF). როგორც ჩანს ჩემი სიტყვები გამართლდა და დასავლეთი პირის–პირ დადგა ამ ფაქტის წინაშე და უნდა აირჩიოს – მიაწვეს ბოლო ჩვენებას და "ჯიჰადისტ–დემოკრატებს" დაეხმაროს გამარჯვებაში და რუსეთის გავლენა შეამციროს რეგიონში ან არ ჩაერიოს, ასადს გამარჯვების საშუალება მისცეს და ჯიჰადისტების მიწასთან გაასწორებინოს. როგორც არ უნდა იყოს მთელმა ცივილიზირებულმა სამყარო ასადს უკანალი უნდა აულოკოს, რომელმაც მთელი მსოფლიოს ტერორის–ჯიჰადისტი (არა ბუჯო დემოკრატები :D ) ერთ ადგილზე შეკრიფა და ევროპისთვის და ამერიკისთვის მათ აღარ სცალია. ერთი სიტყვით სირია დემოკრატიული სამყაროს ტერორიზმის მეხამრიდია.
No comments:
Post a Comment