Showing posts with label დასავლეთი. Show all posts
Showing posts with label დასავლეთი. Show all posts

Thursday, July 3, 2014

იცნობდე მტერს – მოღალატე შენს სახლში

მოკლედ ამ დილით ასეთ საუბარს შევესწარი FACEBOOK–ში – ვინცხა მავანის "ნანა თათიაშვილის" სტატუსი ერთმა ჩემმა ახლობელმა დააკომენტარა (ახლობლის სახელს სპეციალურად ვშლი წითელი ფერით, არ მინდა ამ ნაგავი ხალხის ფონზე ღირსეული ქართველის სახელიც იყოს):

1 – მაშ ასე, როგორც გაირკვა ეს ყოფილა "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები (ერეკლე მეორე ალბათ საფლავში გადატრიალდა). ტიპიური "გრუზინული" არსებები (ადამიანები არა), რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან და რუსულ ინფრომაციულ პროპაგანდას ატარებენ.

2 – ფოტოზე გამოსახული კასეტური ბომბი ეს არის ებრაული, რომელიც ებრაულმა ავიაციამ 2006 წელს ესროლა ჰესბოლას. სხვა თუ არაფერი googl–ში ფოტო ძებნის ფუნქციის გამოყენების შემდეგ ყველაზე ადვილად ეს სტატიები იძებნება:
ამ ფაქტების მონახვის შემდეგ ამ ორგანიზაციისთვის მისი რუსული პროპაგანდისტული მიზნებისა და ტყუილების ასახსნელად მათ გვერდზე გავწევრიანდი და შევეცადე ამეხსნა რომ სერიოზულად სცდებოდნენ, შედეგი შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ – "გრუზინებმა" თავისი დონე გამოავლინეს (ნუ ბიდლო რუსებისგან მეტი რა უნდა ესწავლათ:

ბოლო პოსტის დაწერა ვეღარ მოვასწარი – დამბლოკეს ჯგუფში. შეეშინდათ სიმართლისა.

ხო და დავუბრუნდეთ სულ პირველ ფოტოს – სადაც ვინცხა არსება, სახელწოდებით "ნანა თათიაშვილი" ამტიკცებს რომ უკრაინელებმა კასეტური ბომბებით ხალხი დახოცეს და ასე შემდეგ, მოკლედ რუსული პროპაგანდონური ბაზარი (რას იზამს, ფულ ხო იღებს Путин Хуило-სგან). მისი სტატუსის ქვეშ შემდეგი დისკუსია გაიმართა:

განსაკუთრებული "მარგალიტები" შავად მოვნიშე (წითლად როგორც ვთქვი ახლობელი პიროვნებაა):

ზემოთა სტატუსი შემდეგმა ხალხმა დაალაიქა:

იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეებს სახეზე:

თვითონ ავტორი სტატუსისა – არსება სახელად ნანა თათიაშვილი 

არსება სახელად ბესიკ ადამია

არსება სახელად ლიზა რატიანი (ფოტო არ გვაქვს)

არსება სახელად ჯუბერ ლომსაძე

არსება სახელად გიორგი ბერია (ფოტო არ გვაქვს)

არსება სახელად დაჩი ქართველი (ფოტო არ გვაქვს)

არსება სახელად ია ჩხაიძე (ფოტო არ გვაქვს)

ასევე ანტიქართულ–პრო რუსული კომენტარების ავტორები

ლილი ცქიფურიშვილი

"ღრმად" პატივცემული სტალინისტები კომენტებიდან

 სიმონ ნემსაძე

შაქრო კამალაძე (ფოტო არა გვაქვს)

განახლება მოგვივიდა – ამბობენ ირაკლი ქართველიშვილი ეს არისო, მაგრამ სახელი და გვარი სხვა აქვს, დაგვეხმარეთ გავარკვიოთ ამ არსების ნამდვილი ვინაობა


P.S. ყველაზე ცუდი კი ისაა რომ აქედან ბევრი დასავლეთში – ამერიკაში ან ევროპაში ცხოვრობს. მაშ ასე კუდიანებზე ნადირობის სეზონი გახსნილია, დაგვეხმარეთ ამ ხალხის გამოვლენასა, მათი სახეების გამოაშკარავებაში და გასაჯაროებაში – ხალხი თავის მოღალატეებს სახეში უნდა იცნობდეს. და რაც მთავარია ირაკლი ქართველიშვილის ფოტო მომიძებნეთ.

Tuesday, August 27, 2013

დასავლეთის სამი დიდი პრობლემა სირიაში (ორმაგი თამაშის გაგრძელება)

რა სავარაუდო შედეგები შეიძლება მოჰყვეს დასავლეთის მიერ ასადის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას? ექსპერტების აზრით არსებობს კონფილქტი მეზობელ ქვეყნებში გავრცელების საშიშროება. ამ სამხედრო ჩარევამ შესაძლებელია ევროპა ახალი ტერორისტული შეტევების საფრთხის ქვეშ დააყენოს.
შუა აზიის საკითების ექსპერტების აზრით სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას შესაძლოა შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. როგორც გერმანიაში, ქალაქ მაინში არსებული არაბული სამყაროს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიუნტერ მაიერმა (Günter Meyer) განაცხადა – "ირანი არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, დასავლეთის სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, გულგრილად არ დადგება გვერდზე და სირიის ომი არაა გამორიცხული რო მთელს რეგიონში გავრცელდეს". მისივე თქმით – "საფრთხე რომელიც სამხედრო ჩარევას ახლავს თან, ძალიან დიდია".
გასულ შაბათ–კვირას სირიის საინფრომაციო მინისტრი, ომარ სოაბი (Omran Soabi) დაიმუქრა, რომ ამერიკელების კონფილქტში ჩარევას "სერიოზული შედეგები მოჰყვება" და მთელს შუა აზიას "დენთის კასრად" აქცევს. სირიაზე შეტევა არ იქნება "პიკნიკი" – პირობა დადო ომარ სოაბიმ.
რეალობაში მართლა არსებობს საფრთხე იმათთვის ვისაც სურს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევა განახორციელოს – სამი დიდი პრობლემა:
  • ირანის პრობლემა – ირანსა, სირიასა და ჰეზბოლას შორის არსებობს მჭიდრო სამხედრო კავშირი. თეგერანი მხარს უჭერს დამასკოს როგორც გამოცდილი მებრძოლებით ასევე იარაღითა და ფულით. მაიერის აზრით "ასადზე დარტყმის შემდეგ ირანი ამ დახმარებას უფრო გაზრდის". ეს სავარაუდოდ თამაშში ისრაელს ჩართავს. "რაც უფრო მეტად ერევა თეგერანი სირიის საქმეში, მით უფრო დიდია იმის შანსი რომ ისრაელი ირანს დაარტყამს". არაა გამორიცხული რომ სირიაში დასავლეთის სამხედრო ჩარევას ექოდ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა მოყვეს. თავის მხრივ ეს არ აწყობს დასავლეთს, რომელიც ცდილობს ირანის ბირთვული პრობლემა დიპლომატიური გზებით მოაგვაროს.
  • ჰესბოლას პრობლემა – ჰესბოლას შიიტურ სამხედრო დაჯგუფებას არსენალში სავარაუდოდ 40 000–მდე მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტები გააჩნია, რომლებიც სამხრეთ ლიბანშია გადამალული. არაა გამორიცხული რომ ღმერთის პარტიამ ამ რაკტებით შურისძიების შეტევები განახორციელოს ისრაელზე. ამ შემთხვევაში, ისრაელის ძირითადი საზრუნავი ეს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღია, რომელიც არაა გამორიცხული რომ ასადმა ჰესბოლას გადასცა. ისრაელმა დიდი ხნის წინ განაცხადა რომ ჰესბოლაზე მორიგი შეტევის შემთხვევაში ის მთლიანად ლიბანს დაარტყამს.
  • ტერორიზმის პრობლემა – დასავლეთის სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევა სავარაუდოდ მთელს მსოფლიოში ტრორისტული აქტების ტალღას გამოიწვევს. "დასავლეთის საელჩოები და საკონსულოები შიიტი ტერორისტების სამიზნეები გახდეაბ", განაცხადა მაიერმა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ჩანდეს, დასავლეთის სამხედრო ჩარევა სუნიტმა ექსტრემისტებმა შეიძლება რელიგიური ომის გაფართოვებად აღიქვან (ეგენი სულელები არიან, ასადს ეომებიან თუ ამერიკას სულ ერთია მაგათთვის, მთავარია "ალაჰუ–აკბარ" აძახებინე) და ეს მათი მხირდან ტერორისტული აქტების ჩატარების მიზეზი გახდეს. "თუ კი აშშ და მისი მოკავშირეები გადაწყვეტენ სირიაში სახმელეთო ძალები გაგზავნონ, ჯიხადის სუნიტი მებრძოლები ამას დასავლეთის შეჭრად აღიქვამს" – ამბობს ვენის თავდაცვის ინსტიტუტის შუა აზიის ექსპერტი, ვოლფგანგ მილბერგერი (Wolfgang Mühlberger).

მილბერგერი სირიის სამოქალაქო ომში სამხედრო ჩარევის მომხრეებს აფრთხილებს რომ აუცილებელია კარგად გაერკვნენ თუ რა არის ამ ჩარევის მიზანი, რა მეთოდებს გამოიყენებენ და რა უკუცემის იმედი აქვთ ამ ომიდან. როგორც გამოცდილება უჩვენებს ასეთი ჩარევა სამოქალაქო ომს უფრო წელავს. მილბერგერის თანახმად "ბევრ ადამიანს სურს რომ ლიბიის მაგალითი გაიმეოროს, მაგრამ ეს ასეთი ადვილი არაა". სირიის რეჟიმი სამხედრო თვალსაზრისით უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება ვიდრე მუამარ ალ–კადაფი იყო. და ყველაფერთან ერთად ლიბიის შემთხვევა ძნელია დასავლეთის წარმატებად წარმოაჩინო და როგორც მაგალითი ისე გამოიყენო.
დამკვირვებლების აზრით ასადზე შეტევამ შესაძლებელია სირიაში მიმდინარე სიტუაცია გამოსწორების მაგივრად უფრო დაამძიმოს. "სირიაში მოვლენები ისე ვითარდება რომ სამხედრო ჩარევამ შესაძლებელია მთელი მოზაიკა ააფეთქოს" განაცხადა მილბერგერმა. მაიერი ასევე აფრთხილებს ყველას რომ ლტოლვილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ოკლაჰომას ინსტიტუტის შუა აზიის ფაკულტეტის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯოშუა ლანდისმა (Joshua Landis), ამერიკულ ტელევიზიაში გამოსვლისას სამხედრო შეჭრის მიზნის შესახებ კითხვები დასვა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ამერიკული სამხედრო ჩარევა სუნიტურ ამბოხს წარმატებას მოუტანს, მთავარი პრობლემა მაინც გდაუჭრელი რჩება. "იგივე ვქენით ერაყში – დავეხმარეთ შიიტებს რათა სუნიტების წინააღმდეგ აბსოლიტური გამარჯვება მოეპოვათ. და ახლა სუნიტები გახდნენ რადიკალისტები და ალ–ქაიდას რიგებში გადადიან". მილბერგერის განცხადებით სირიაში ჯიჰადისტ სუნიტთა დაჯგუფებები საკმაოდ დიდი თავისტკივილია. "თუ შენ შენ უიღბლო ხარ, მაშინ სამხედრო ჩარევით სირიაში მხოლოდ რადიკალისტისლამისტებს მოუტან გამარჯვებას".

სტატია გერმანული გაზეთის მიხედვითაა დაწერილი:

P.S. ჯერ კიდევ როდის ვწერი ბლოგზე დასავლეთის მიერ წარმოებული ორმგაი თამაშის შესახებ (ჯერ სადა ხართWTF). როგორც ჩანს ჩემი სიტყვები გამართლდა და დასავლეთი პირის–პირ დადგა ამ ფაქტის წინაშე და უნდა აირჩიოს – მიაწვეს ბოლო ჩვენებას და "ჯიჰადისტ–დემოკრატებს" დაეხმაროს გამარჯვებაში და რუსეთის გავლენა შეამციროს რეგიონში ან არ ჩაერიოს, ასადს გამარჯვების საშუალება მისცეს და ჯიჰადისტების მიწასთან გაასწორებინოს. როგორც არ უნდა იყოს მთელმა ცივილიზირებულმა სამყარო ასადს უკანალი უნდა აულოკოს, რომელმაც მთელი მსოფლიოს ტერორის–ჯიჰადისტი (არა ბუჯო დემოკრატები :D ) ერთ ადგილზე შეკრიფა და ევროპისთვის და ამერიკისთვის მათ აღარ სცალია. ერთი სიტყვით სირია დემოკრატიული სამყაროს ტერორიზმის მეხამრიდია.

Friday, December 14, 2012

ჯერ სადა ხართ

ამ ცოტა ხნის წინ უკვე ვწერდი სირიაში და საერთოდ ჩვენს გარშემო დატრიალებულ გეოპოლიტიკურ ამბებზე – ამჯერად ისევ სიახლეებია არც თუ ისე ახლო ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ სირიიდან.
მოკლედ რა ხდება სირიაში – სირიის ოპოზიციის ყველაზე ძლიერმა, კარგად მომზადებულმა და შეიარაღებულმა დაჯგუფება, Jabhat al-Nusra–მ, რომელიც პრაქტიკულად Al Qaeda-ს სირიული ფილიალია, გუშინ დილით სირიის არმიის ქიმირუი იარაღის შემნახავ ყველაზე დიდ ბაზაზე მიიტანა იერიში. ბაზა ქალაქ ხალეპთან ახლოს, Al Safira–ში მდებარეობს. ამ შეტევის შედეგად სირიის არმია იძლებული გახდა მეამბოხეების წინააღმდეგ კონვენციური ქობინებით აღჭურვილი SCUD–ის რაკეტები გამოეყენებინა. ინტერესის მეტი გაღვივებისთვის უფრო მეტსაც გეტყვით – დემოკრატიის სახელით მებრძოლი მეამბოხეები ბაზის გარე ზღუდეს ერთ კილომეტრზე მიუახლოვდნენ და წინ წაწევას აგრძელებდნენ, თუმცა დროებით მათი შეჩერება მოხერხდა.
ებრაული წყაროს თანახმად – "არაა გამორიცხული კვირის ბოლოს Jabhat al-Nusra–ს მეომრება ბაზა დაიკავონ, რის შემდეგაც მათ ხელში ქიმიური საბრძოლო ქობინებით აღჭურვილი 30 ცალი SCUD აღმოჩნდება". 
მოკლედ საქმეები საკმაოდ სერიოზულადაა – ებრაელები ზიან და ლოცულობენ რომ Al Qaeda–ს ფილიალმა, Jabhat al-Nusra–მ ქიმიური იარაღი არ ჩაიგდოს ხელში. თუმცა ებრაელები პრაქტიკული ხალხია და ლოცვის ანაბარა ნამდვილად არ დარჩებიან – ცნობილია რომ თუ ტერორისტები სირიის არმიის ამ ქიმიური ბაზას ხელში ჩაიგდებენ, მაშინ ისრაელი და დასავლეთის სხვა აქტიური ქვეყნები გეგმავენ საჰაერო დესანტი გადასხან ამ ბაზაზე მისი ტერორისტებისგან დასაცავად.


ნუ ეხლა ბევრი გულზე გასივდება თუ როგორ ვუწოდებ დემოკრატიისთვის მებრძოლ Jabhat al-Nusra–ს გმირებს ტერორისტებს – მაგრამ მე რა შუაში ვარ, თვითონ აშშ–მ ამ სულ ცოტა ხნის წინ ეს ორგანიზაცია ოფიციალურად შეიტანა შავ სიაში, მიაკრა მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველ, ტერორისტული ორგანიზაციის ეტიკეტი და ყველაფერი ეს იმის ფონზე რომ ეს იგივე Al Qaeda–ს ფილიალია ახლო აღმოსავლეთში. ხო, ხო არ გატყებთ მხედველობა – Al Qaeda–ს ფილიალია, იმ Al Qaeda–სი, რომელსაც ამერიკა ნიფხვის გლეჯვით ებრძვის ავღანეთში და არა მარტო იქ.

მოკლედ სიტუაცია საკმაოდ კურიოზული იქნებოდა რომ არა მისი სერიოზულობა – Jabhat al-Nusra არის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელიც სირიის არმიას უპირისპირდება და 10 000 მებრძოლამდე ითვლის. ეს ორგანიზაცია არც შეიარაღებას არ უჩივის – მას ისეთი ოქროს სახელმწიფოები აფინანსებენ, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ყატარი და ასე შემდეგ. ნუ ეს ქვეყნები რომ ამერიკის ერთი ადგილის მლოკავები არიან ამას საუბარი არც უნდა. ხო და რა გამოდის – ამერიკა და მისი მეკავშირეები აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციას რომელიც ამერიკის მოსისხლე მტერია. როგორც იტყვიან ვისი–ვისაშიაო რა.


P.S. მოკლედ ერთი რუსული ფილმიდან მოვიხმარიებ ფრაზას (საუბარია 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ მოვლენებზე):
- И чего вы в Чехословакии то делали?
- Как чего, устанавливали дерьмократию.

ხო და дерьмократ–ებო – ჯერ სადა ხართ!!!

Monday, December 10, 2012

WTF

რა ხდება ბოლო–ბოლო მსოფლიოში და განსაკუთრებით რა აზრი აქვს ხალხს ამ ყველაფერზე ჩვენთან. ჩვენთან იმიტომ რომ ხალხი და საზოგადოება როგორც წესი ყველაფერს უცნაურად აღიქვამს და ყველაფერზე უცნაური აზრი და დასკვნა გამოაქვს. აგიხსნით თუ რაზეა საუბარი:
დავიწყებ სირიით – აქ ხალხს ყველაფერი მართალი და სწორი ჰგონია რასაც დასავლეთი დემოკრატიის სახელით აკეთებს, იმას კი არ უფიქრდება რომ დემოკრატიის ნიღაბს იმპერიალისტური ზრახვებია ამოფარებული. რაღა სირიაში აუტყდა აშშ–ს და ევროპას დემოკრატია, როცა მთელი აფრიკა ერთი სამოქალაქო ომია და კაციშვილს არ აგონდება იქ ვინ–ვის აჭრის თუ აჭამს თავს. არა, გინდა თუ არა სირია – დემოკრატია უნდა დაამყარონ სირიაში და ამას ამერიკელები და ევროპელები მუსულმანი რადიკალისტების (რო არა ვთქვათ ტერორისტების) ხელით ამყარებს, საინტერესო ძალიან :D . 
რატო დავიწყე ამაზე საუბარი – ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით სირიაში ასადის წინააღმდეგ მოქმედი დაქირავებულები და დემოკრატიის მოყვარული მეამბოხეები არც თუ ძალიან სწყალობენ სირიის ქრისტიან მოსახლეობას და ამას არც კი მალავენ და ღიად აცხადებენ რომ იმის გამო რომ ქრისტიანი მოსახლეობა დემოკრატიის მხარდამჭერი არაა მათ არა დემოკრატიულ სასაკლაოს უმართავენ – თავმომწონე განცხადება "1000–ზე მეტი ქრისტიანი მშვიდობიანი მოსალხე გავისტუმრეთ გაღმა" და ეს მხოლოდ ერთმა დიდმა დემოკრატმა, პატარა დაჯგუფების რომელიღაცა "ჭ" კლასის საველე მეთაურმა გააკეთა, წარმომიდგენია საერთოდ რა დღეშია ასადის მომხრე მოსახლეობა. 
ახლა კიდევ ქურთები გაიჩითნენ – დემოკრატი და თავისუფლებისთვის მებრძოლი მეამბოხეები ქურთულ ქალაქს უტევდნენ თავისი ჭკუით და ნეიტრალურზე მყოფი ქურთებიც გადაიმტერეს, რო მოსცხეს ქურთებმა (მე შენ გეტყვი რომელი მაგათ არ იციან მოცხება, თურქეთის არმია რო მიაჩოხანეს მგონი ეხლაც მიჩოხანებულები არიან) ქალაქი კი არა ამ დემოკრატიის მებრძოლებს გაჩენის დღე აწყევლინეს – ხო და ყოველივე ამის გამო მე ვერ გავიგე თუ სირიელ ხალხს არ უნდა ეს "დემოკრატია" რატო ატენიან ეს უცხო ქვეყნიდან ჩასული, გულანთებული მეამბოხეები ამ ხალხს დემოკრატიას – მითუმეტეს ხალხის სასაკლაოს გამართვის გზით – ღმერთმან დემოკრატიის განხორციელების "დემოკრატიული" ხერხია.
ეხლა და საერთო სიტუაციაზე საუბარიც არ გვაწყენს – რუსეთმა ფლოტი გაიყვანა ხმელთაშუაძრვიდან და სამაგიეროდ ამერიკული ფლოტი ჩადგა იქ – მაგრამ ეხლა ამერიკელებიც წამოვიდნენ ხმელთაშუაზღვიდან, რაღაცა ტამაში და ვაჭრობაა. ამის ფონზე პუტინი ერდოღანს ხვდება და 20 მილიარდიან პროექტს უფინანსებ თურქეთში და ნამიოკს აკეთებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის C-400 შესახებ და ამერიკულ Patriot–ს მოძველებულს უძახის და დესერტად ახალი გაზსადენის გაყვანაზე საუბრობს, რომელიც რუსეთიდან თურქეთს უფრო მეტ გაზს მიაწვდის ვიდრე ახლა აწვდის. ძალიან მაინტერესებს რაში გაცვალა რუსეთმა სირია – ან სხვანაირად ვიტყვი – რა გადაიხადა ამერიკამ სირია რო დაეთმო რუსეთს? 
ნუ ეხლა რაღა მოსატანია, მაგრამ ჩვენც ხშირად ვართ ამ ვაჭრობის საგანი – დაჯდებიან მაგიდასთან ძლიერნი ამა ქვეყნისანი და ერთმანეთის ინტერესების გადათამაშებას იწყებენ და როგორც ჩანს სირიაში თუ დემოკრატიის დამყარების მიზნით (და მანამდე სხვა რამდენიმე არაბულ ქვეყანაში – არ დაგავიწყდეთ "არაბული გაზაფხული") დასავლეთმა და კერძოდ საფრანგეთმა და ახლა უკვე აშშ–მ "დემოკრატიის" გულანთებულ მეამბოხეებისთვის ოფიციალურად იარაღის, და სხვათა შორის მძიმე იარაღზეა აქ საუბარი, მიწოდება გადაწყვიტეს (ვითომ მანამდე არ აწვდიდნენ – უბრალოდ სირაქლემას პოზაა მსოფლიოში და ნუ საქართველოში ხო აღარ ვიტყვი – ჩვენ რა ხელი გვაქვს ან "ეს ამერიკაა და დემოკრატიის შუქურაა", კაი გაპრავებაა ღმერთმან მსოფლიოში დემოკრატიის სისხლით გსავრცლებლად) ჩვენ რაღა გავხდით? ასეთი პარტნიორიო, ისეთი პარტნიორიო – ჩვენი სტრატეგიული თანამშრომელიო (სტრატეგიული კი – ოღონდ ჩვენთვის არის აშშ სტრატეგიული, თორო მისთვის ჩვენ რუსეთთან სავაჭრო ხურდა ფული ვართ, არ გამიკვირდება სადმე შემთხვევით ხურდად თუ გადავუყევით). ხო და ყოველივე ამასთან რაღაცა გამახსენდა – თურმე ამერიკა ეხლა ჯავშანტექნიკის ძაან დიდი პარტიის დარიგებას აპირებსო, გამიხარდა ჩვენც გადმოგვიგდებს რაიმე ნასუფრალსთქო და აპა, შენ არ აგიდგა გვერდები – ვის აინტერესებს შენი საქართველო: 200 ცალიM1A1 Abram–ი და ესკადრილია F-16C–ებისა ეგვიპტესაო,  1000 ცალი ყველგანმავალი HMMWV ისრაელსაო და რაღაცა საკმაო რაოდენობა (ალბათ რამდენიმე ასეული) ჯავშანტრანსპორტიორი Μ–901Α1/Α2 და სამეთაურო–საშტაბო მანქანა Μ–577 რუმინეთსაო და ყველაფერი ესა მხოლოდ უფასოდ, მიმღებმა ტრანსპორტირების ფული უნდა გადაიხადოს.
არაფერი პატივცემულო "ძია სემ" – ჩვენ ცერა თითის წუწინითაც კარგად გავალთ, რად გვინდა ბებიაჩემის დროინდელი ტანკები, ჯიპები და ჯავშანტრანსპორტიორები, აგერ Lazik–ას ვაწყობთ და გვეშველება, ტანკებიც არ გვჭირდება – რუსებს მაინც ვერ მოვუგებთ და ტყუილად ხო არ დავხარჯავთ ფულს მაგეებში. მადლობთ "ძია სემ" – ყელამდე ვართ სავსე პატივისცემით და უარი უნდა ვთქვათ, პირიქით აქედ დავალებულები ვართ და როგორ გადაგიხადოთ, ავღანეთში ხალხი რო დავამატოთ და თქვენი წამოსვლის მერეც რო დავტოვო იმედია ვალს გადახდილად ჩაგვითვლით?


P.S. მოგტიყანთ დემოკრატია.