რა ხდება ბოლო–ბოლო მსოფლიოში და განსაკუთრებით რა აზრი აქვს ხალხს ამ ყველაფერზე ჩვენთან. ჩვენთან იმიტომ რომ ხალხი და საზოგადოება როგორც წესი ყველაფერს უცნაურად აღიქვამს და ყველაფერზე უცნაური აზრი და დასკვნა გამოაქვს. აგიხსნით თუ რაზეა საუბარი:
დავიწყებ სირიით – აქ ხალხს ყველაფერი მართალი და სწორი ჰგონია რასაც დასავლეთი დემოკრატიის სახელით აკეთებს, იმას კი არ უფიქრდება რომ დემოკრატიის ნიღაბს იმპერიალისტური ზრახვებია ამოფარებული. რაღა სირიაში აუტყდა აშშ–ს და ევროპას დემოკრატია, როცა მთელი აფრიკა ერთი სამოქალაქო ომია და კაციშვილს არ აგონდება იქ ვინ–ვის აჭრის თუ აჭამს თავს. არა, გინდა თუ არა სირია – დემოკრატია უნდა დაამყარონ სირიაში და ამას ამერიკელები და ევროპელები მუსულმანი რადიკალისტების (რო არა ვთქვათ ტერორისტების) ხელით ამყარებს, საინტერესო ძალიან :D .
რატო დავიწყე ამაზე საუბარი – ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით სირიაში ასადის წინააღმდეგ მოქმედი დაქირავებულები და დემოკრატიის მოყვარული მეამბოხეები არც თუ ძალიან სწყალობენ სირიის ქრისტიან მოსახლეობას და ამას არც კი მალავენ და ღიად აცხადებენ რომ იმის გამო რომ ქრისტიანი მოსახლეობა დემოკრატიის მხარდამჭერი არაა მათ არა დემოკრატიულ სასაკლაოს უმართავენ – თავმომწონე განცხადება "1000–ზე მეტი ქრისტიანი მშვიდობიანი მოსალხე გავისტუმრეთ გაღმა" და ეს მხოლოდ ერთმა დიდმა დემოკრატმა, პატარა დაჯგუფების რომელიღაცა "ჭ" კლასის საველე მეთაურმა გააკეთა, წარმომიდგენია საერთოდ რა დღეშია ასადის მომხრე მოსახლეობა.
ახლა კიდევ ქურთები გაიჩითნენ – დემოკრატი და თავისუფლებისთვის მებრძოლი მეამბოხეები ქურთულ ქალაქს უტევდნენ თავისი ჭკუით და ნეიტრალურზე მყოფი ქურთებიც გადაიმტერეს, რო მოსცხეს ქურთებმა (მე შენ გეტყვი რომელი მაგათ არ იციან მოცხება, თურქეთის არმია რო მიაჩოხანეს მგონი ეხლაც მიჩოხანებულები არიან) ქალაქი კი არა ამ დემოკრატიის მებრძოლებს გაჩენის დღე აწყევლინეს – ხო და ყოველივე ამის გამო მე ვერ გავიგე თუ სირიელ ხალხს არ უნდა ეს "დემოკრატია" რატო ატენიან ეს უცხო ქვეყნიდან ჩასული, გულანთებული მეამბოხეები ამ ხალხს დემოკრატიას – მითუმეტეს ხალხის სასაკლაოს გამართვის გზით – ღმერთმან დემოკრატიის განხორციელების "დემოკრატიული" ხერხია.
ეხლა და საერთო სიტუაციაზე საუბარიც არ გვაწყენს – რუსეთმა ფლოტი გაიყვანა ხმელთაშუაძრვიდან და სამაგიეროდ ამერიკული ფლოტი ჩადგა იქ – მაგრამ ეხლა ამერიკელებიც წამოვიდნენ ხმელთაშუაზღვიდან, რაღაცა ტამაში და ვაჭრობაა. ამის ფონზე პუტინი ერდოღანს ხვდება და 20 მილიარდიან პროექტს უფინანსებ თურქეთში და ნამიოკს აკეთებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის C-400 შესახებ და ამერიკულ Patriot–ს მოძველებულს უძახის და დესერტად ახალი გაზსადენის გაყვანაზე საუბრობს, რომელიც რუსეთიდან თურქეთს უფრო მეტ გაზს მიაწვდის ვიდრე ახლა აწვდის. ძალიან მაინტერესებს რაში გაცვალა რუსეთმა სირია – ან სხვანაირად ვიტყვი – რა გადაიხადა ამერიკამ სირია რო დაეთმო რუსეთს?
ნუ ეხლა რაღა მოსატანია, მაგრამ ჩვენც ხშირად ვართ ამ ვაჭრობის საგანი – დაჯდებიან მაგიდასთან ძლიერნი ამა ქვეყნისანი და ერთმანეთის ინტერესების გადათამაშებას იწყებენ და როგორც ჩანს სირიაში თუ დემოკრატიის დამყარების მიზნით (და მანამდე სხვა რამდენიმე არაბულ ქვეყანაში – არ დაგავიწყდეთ "არაბული გაზაფხული") დასავლეთმა და კერძოდ საფრანგეთმა და ახლა უკვე აშშ–მ "დემოკრატიის" გულანთებულ მეამბოხეებისთვის ოფიციალურად იარაღის, და სხვათა შორის მძიმე იარაღზეა აქ საუბარი, მიწოდება გადაწყვიტეს (ვითომ მანამდე არ აწვდიდნენ – უბრალოდ სირაქლემას პოზაა მსოფლიოში და ნუ საქართველოში ხო აღარ ვიტყვი – ჩვენ რა ხელი გვაქვს ან "ეს ამერიკაა და დემოკრატიის შუქურაა", კაი გაპრავებაა ღმერთმან მსოფლიოში დემოკრატიის სისხლით გსავრცლებლად) ჩვენ რაღა გავხდით? ასეთი პარტნიორიო, ისეთი პარტნიორიო – ჩვენი სტრატეგიული თანამშრომელიო (სტრატეგიული კი – ოღონდ ჩვენთვის არის აშშ სტრატეგიული, თორო მისთვის ჩვენ რუსეთთან სავაჭრო ხურდა ფული ვართ, არ გამიკვირდება სადმე შემთხვევით ხურდად თუ გადავუყევით). ხო და ყოველივე ამასთან რაღაცა გამახსენდა – თურმე ამერიკა ეხლა ჯავშანტექნიკის ძაან დიდი პარტიის დარიგებას აპირებსო, გამიხარდა ჩვენც გადმოგვიგდებს რაიმე ნასუფრალსთქო და აპა, შენ არ აგიდგა გვერდები – ვის აინტერესებს შენი საქართველო: 200 ცალიM1A1 Abram–ი და ესკადრილია F-16C–ებისა ეგვიპტესაო, 1000 ცალი ყველგანმავალი HMMWV ისრაელსაო და რაღაცა საკმაო რაოდენობა (ალბათ რამდენიმე ასეული) ჯავშანტრანსპორტიორი Μ–901Α1/Α2 და სამეთაურო–საშტაბო მანქანა Μ–577 რუმინეთსაო და ყველაფერი ესა მხოლოდ უფასოდ, მიმღებმა ტრანსპორტირების ფული უნდა გადაიხადოს.
არაფერი პატივცემულო "ძია სემ" – ჩვენ ცერა თითის წუწინითაც კარგად გავალთ, რად გვინდა ბებიაჩემის დროინდელი ტანკები, ჯიპები და ჯავშანტრანსპორტიორები, აგერ Lazik–ას ვაწყობთ და გვეშველება, ტანკებიც არ გვჭირდება – რუსებს მაინც ვერ მოვუგებთ და ტყუილად ხო არ დავხარჯავთ ფულს მაგეებში. მადლობთ "ძია სემ" – ყელამდე ვართ სავსე პატივისცემით და უარი უნდა ვთქვათ, პირიქით აქედ დავალებულები ვართ და როგორ გადაგიხადოთ, ავღანეთში ხალხი რო დავამატოთ და თქვენი წამოსვლის მერეც რო დავტოვო იმედია ვალს გადახდილად ჩაგვითვლით?
P.S. მოგტიყანთ დემოკრატია.
ნუუ რა დაბალი დონეააა
ReplyDeleteყველა მაღლა ვერ დაიჭერს პლინტუსს, რას იზამ :D
ReplyDeleteძალინ კარგი სტაიტაა! ასახავს რეალობის იმ ცინიკურ-ირონიულ სახეს რომელიც დემოკრატიის ნიღაბს ემალება და აჩვენებს არსებულ სამხედრო-პოლიტიკუირ ვითარების რეალიებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში!
ReplyDeleteსაინტერესო ნაშრომია, სერიოზული ექსპერტის ნამუშევარს ჰგავს. ეტყობა ავტორმა ბევრი იწვალა
ReplyDeleteმალე დამთავრდება თქვენი ბოგინი მეოცნებეებო. ჩვენ ისევ დაბრუნდებით
ReplyDeleteმე მგონი ეხლა უკვე ნაციონალებმა დაიწყეს ოცნებობდა დაბრუნებაზე :D
ReplyDeleteuxxxxxxxxxx she genacvale raaa mompxana guli magari xar shota raaa
ReplyDeleteხო – რო არ დამეწერა არ გამოდიოდა :D
Deleteჰმ...
ReplyDeleteმცირე კორექტირება
არც ეგვიპტის და არც სხვა სახელმწიფოების მტერი რუსეთი არ არის...
საქართველოსთან მიმართებაში ცოტათი სიფრთხილეა საჭირო
აბა წარმოიდგინე ამერიკამ ძალიან ბევრი თანამედროვე იარაღი მოგვაწოდა ომი დაიწყო და ჩვენ ვერც სათანადოდ გამოვიყენეთ და ვერც მათი გადარჩენა შევძელით ძალიან ცუდი სიტუაციაა...
"აბა წარმოიდგინე ამერიკამ ძალიან ბევრი თანამედროვე იარაღი მოგვაწოდა ომი დაიწყო და ჩვენ ვერც სათანადოდ გამოვიყენეთ და ვერც მათი გადარჩენა შევძელით ძალიან ცუდი სიტუაციაა..."
ReplyDeleteამერიკას არანაირი თანამედროვე სერიოზული იარაღი არ მოუწოდებია, არც მოძველებული მოუწოდებია რაიმე, რას მართლა საჭირო იყო. კი უნდა ვიცოდეთ ეს. ცეცხლსასროლი იარაღი ნაკლებობას კი ნამდვილად არ ვუჩიოდით.
წლებია ყელგამოწეული ეხვეწებოდნენ ჩვენები, ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი მოგვყიდეთო. გაგონილა! სამი თითის კომბინაცია მოვიღეთ.
პრობლემა კი ისაა, რომ ჩვენი სახელმწიფოს არცერთ ხელისუფალს მიახლოებითი წარმოდგენაც არ ქონდა და არა აქვს, რა არის სახელმწიფო, რა არის ომი, რა არის პასუხისმგებლობა. ისინიც და საზოგადოებაც კარგი ბატონის ძებნით არიან დაკავებული. ზოგ უტვინოს ამერიკა გონია მამა და ზოგს კიდევ რუსეთი. დამოუკიდებლობას კი ბრძოლა და მსხვერპლი ჭირდება და არა სხვებზე მინდობა.
სრულებით ვეთანხმები ბოლო კომენტარს.
ReplyDelete