Tuesday, December 11, 2012

პირველი ინდური С-17A

2012 წლის 7 დეკემბერს კალიფორნიაში, ლონგ–ბიჩში, კორპორაცია Boeing–ის საწარმოოდან განხორციელდა ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალების პირველი მძმე სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17A Globemaster–ის გამოგორება. თვითმფრინავის სერიული ნომერია F-253 (IAF-1), ხოლო ინდური საბორტე ნომერი СВ-8001. თვითმფრინავმა ფრენები წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. მისი გადაცემა ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალებზე 2013 წლის ივნისშია დაგეგმილი.


ინდოეთის მხარემ აშშ–სთან მძიმე სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავის Boeing C-17A Globemaster III შესყიდვის კონტრაქტს Foreign Military Sales (FMS) ხაზით ხელი 2011 წლის 13 ივნისს მოაწერა. კონტრაქტის თანახმად 10 სატრანსპორტო თვითმფრინავის მიწოდება 2013–2015 წლებში უნდა განხორციელდეს. ეს 4,1 მილიარდ დოლარინი ხელშეკრულება გახდა ინდოეთის ყველაზე მსხვილი სამხედრო შესყიდვა ამერიკაში, რითაც საგრძნობლად გამტკიცდა აშშ–ს პოზიციები ინდოეთის ბაზარზე. ამჟამად ინოეთის თავდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებს დამატებით 6 ცალი С-17А–ს შესყიდვის შესახებ.

P.S. ამჟამად ინდოეთის მხარეს კოლოსალური ხარჯები აქვს მიმდინარე სამხედრო შესყიდვებში, რითაც ცდილობს ყველა ძირითადი სამხედრო მიმართულების გაძლიერებას და მოდერნიზაციას. 
ბოლო პერიოდში აზიაში და ძირითადად წყნარი ოკეანის აუზიშ ქვეყნებში გავრცელებული შეიარაღების ციცებ–ცხელებაში ინდოეთი პირველ ადგილს იკავებს, მის მიერ სამხედრო ტექნიკის შესყიდვის მთლიანი პაკეტი არც მეტი არც ნაკლები 100 მილიარდ დოლარს უტოლდება. ამ ყველაფრის შედეგი კი რეგიონის ყველაზე დიდ მოთამაშესთან, ჩინეთთან დაპირისპირება გახდება – სწორედ ამიტომაც ინდური მხარე განსაკუთრებულ დაწოლას აკეთებს საავიაციო სფეროს განვითარებაზე და სურს აჯობოს მეტოქეს არა მარტო ხარისხში არამედ რაოდენობაშიც.
რომელ შესყიდვებზეა საუბარი – ყოფილი საბჭოთა ავიამზიდის შესყიდვა და მოდერნიზაცია რუსეთში, თანამშრომლობა რუსეთთან მე–5 თაობის გამანადგურებლის, T-50 ПАК-ФА–ს პროგრამაში, ტენდერ MMRCA–ს შედეგად 126 ცალი ფრანგული Rafale–ს შეკვეთა, ვერტმფრენები AH-64D Apache და CH-47F Chinook შესყიდვა ამერიკაში, საზღვაო პატრულირების თვითმფრინავი Boeing P–8I და საშუალო სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed Martin C-130J Super Hercules კონტრაქტი და ასევე ზემოთ მოყვანილი C-17A Globemaster II–ის შესყიდვა, Су-30МКИ მოდერნიზაცია, საჰაერო ტანკერი А-330MRTT–ს ხელშეკრულება, Т-90С შესყიდვების გაგრძელება და მოდერნიზაცია Т-90МС დონემდე, წყალქვეშა ნავების პროგრამა, პერსპექტიული ქვეითთა საბრძოლო მანქანის პროგრამა, ტენდერი ახალ ავტომატურ შაშხანაზე და სხვა მრავალი პროგრამები – რომელთა განხორციელებაც მომავალ ათწლეულში ინდოეთის არმიას საკმაოდ მაღალ დონეზე გაიყვანს როგორც რაოდენობრივ ასევე ხარისხობრივ ასპექტში.

No comments:

Post a Comment