Saturday, December 15, 2012

საბჭოთა ტანკმშენებლობა – ჩამორჩენა ჩამორჩენად, მაგრამ.........პანორამა?

ამჯერად ბევრი საუბარია ინტერნეტ სივრცეში რუსეთის ტანკმშენებლობის ჩამორჩენაზე მსოფლიოს მეწინავე სატაკო ვეშაპებთან შედარებით (თუმცა არც თი ისე ბევრნი არიან ეს ვეშაპები – აშშ და გერმანია).
მოდით რეალურად ვიმსჯელოთ – ჩამორჩენა არის და ძირითადი ჩამორჩენა ეს ცეცხლის მართვის სისტემაშია. ვერანაირი ავტომატური ტრანსმისია და ჰიდროპნევმატური საკიდარი ვერ გადაწონის კარგ ცეცხლის მართვის სისტემას. ამიტომაც მე პირადად მეორე პლანზე გადამყავს ეს ყველაფერი და პირველ პლანზე კარგი ცეცხლის მართვის სისტემა გადმომყავს. ცმს–ი თვით მეტ–ნაკლებად სუსტ ჯავშანსაც კი უკეთებს კომპენისრებას (ნუ აქ საუბარია მოწინააღმდეგეთა ეკიპაჟების მომზადების ერთნაირ დონის პირობებში).
ხო და ამ უმნიშვნელოვან სფეროში ჯერ კიდევ სსრიკ–ში, 80–იან წლებში შეიმჩნეოდა სუსტი, მაგრამ მაინც ჩამორჩენა და რუსეთის ფედერაციაზე ხო საუბარიც ზედმეტია. ჩამორჩენა ძირითადად ორ საკითხს ეხებოდა – პირველი ეს მეთაურის პანორამული სამიზნეა, ხოლო მეორე ტანკის სითბოვიზორული კამერა. ამ ორივე საკითხში რუსებმა გარღვევა ფაქტიურად ბოლო 7 წელიწადში მოახდინეს (უნდა აღინიშნოს რომ საკმაოდ ხარისხობრივი გარღვევა).
მოდით სითბოვიზორებს შევეშვათ, ამჯერად ამაზე საუბარი არაა სტატიის თვითმიზანი და პანორამულ სამიზნეებზე გადავიდეთ – პირველად სერიული მეთაურის პანორამული პერიოსკოპული სამიზნე გერმანულ Leopard-2-ზე გამოჩნდა, ეს იყო მხოლოდ დღის არხით აღჭურვილი სამიზნე სისტემა, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს უზარმაზარი ნაბიჯი იყო, რომლითაც გერმანული ტანკი ბრძოლის ველის კონტროლს უფრო უკეთესად ახორციელებდა ვიდრე სხვა რომელიმე იმ დროის ტანკი – ამის მაგალითად 80–იან წლებში ჩატარებული NATO–ს შეჯიბრებებიც ადასტურებს, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანული კატა ამერიკელ გენერალს (Abrams–ზეა საუბარი) არანაირ შანსს არ უტოვებდა ტურნირების დროს. მეორე ტანკი რომელმაც მართლაც და თანამედროვე სახის მეთაურის პანორამული სამიზნე მიიღო ეს ამერიკული M1A2 იყო 1992 წელს – თანამედროვეს იმიტომ ვიძახი რომ, ეს იყო მსოფლიოში პირველი სერიული პანორამული სამიზნე, რომელიც აღჭურვილი იყო სითბოვიზორით და ლაზერული მანძილმზომით. ამას მოყვა გერმანული Leopard-2A5 და ამის შემდეგ სხვებმაც დაიწყეს ამ პრაქტიკის გამოყენება. აღსანიშნავია რომ ასეთი სამიზნე რუსულმა ტანკმა 2011 წელს მიიღო – როდესაც პირველად ოფიციალურად გამოჩნდა რუსეთის ტანკმშენებლობის სიამაყე T-90MC.
აშკარაა რომ როგორც მინიმუმ 20 წლიანი ჩამორჩენაა, მაგრამ მოდით ისტორიას გადავხედოთ – 70–იან წლებში საბჭოთა კავშირში უკვე სერიოზულად მუშაობდნენ მეთაურის პანორამულ სამიზნეზე და ამის დამადასტურებლად გამოდგება ქვემოთ მოყვანილი მაკეტების და რეალური ტანკის სურათები:

Объект 225/226


Объект 225/226 - პროეტზე მუშაობა 70–იან წლებში დაიწყო, საბრძოლო კომპლექტი 50 გასროლა, აქედან 36 მექანიკურ დამტენში. ტანკის წონა 41,6 ტონა, კუთრი სიმძლავრე 23,5ც.ძ/ტ, სვლის მარაგი გზაზე 600კმ, სვლის მარაგი უგზოობაზე 200კმ. ძრავა აირტურბინული – 1200ც/ძ–ით. 226–ის განსხვავება 225–თთან დიზელის ძრავა იყო და მისი წონა 42,5 ტონამდე იყო გაზრდილი. საწვავის მარაგი 2 ტონას უდრიდა. მანქანის ბალანსირებში, მუხლუხის ანჯამებში და გვერდით ჯავშანში გამოიყენებოდა ტიტანი. ტანკზე გათვალისწინებული იყო ახალი ცეცხლის მართვის სისტემის, «Морж–ის დაყენება, რომლის შემადგენლობაშიც სამეთაურო სამიზნე ხელსაწყო Краб  და პერისკოპი Свисток შედიოდა.

საცდელი მეთაურის პანორამით და სითბოვიზორით აღჭურვილი T-64A

მეორე პროგრამა და ამჯერად სითბოვიზორის გამოყენებით – ეს T-64A–ს პროექტია, რომელიც 80–იანების მეორე ნახევარში განხორციელდა. როგორც სურათიდან ჩანს ტანკი მეთაურის პანორამითაა აღჭურვილი და ამას გარდა ტანკზე ინფრა–წითელი პროჟექტორი არ აყენია, რაც მასზე სითბოვიზორის არსებობას ადასტურებს.

P.S. როგორც ვხედავთ ამ მხირვ სსრკ–ში ჯერ კიდევ 70–იან წლებში მიმდინარეობდა მუშაობა. დაზუსტებით უცნობია თუ რატომ ითქვა უარი ამ კონცეფციაზე – მაგრამ ვარაუდობენ რომ ეს ზემოდან წამოსული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – როდესაც მხოლოდ რაოდენობა ადარდება სსრკ–ს მმართველობას და არა ტექნოლოგიური უპირატესობა. სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას შეეწირა საბჭოთა სითბოვიზორების პროგრამებიც – როდესაც მეთაურობის გამო უარი ითქვა ამ მიმართულებით განვითარებაზე.

No comments:

Post a Comment