Thursday, December 13, 2012

ბერძნულ–პოლონური ერთობლივი ავიაწვრთნები


2012 წლის 3 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე საბერძნეთში მიმდინარეობს ბერძნულ–პოლონური ერთობლივი საჰაერო წვრთნები. პოლონურ გამანადგურებლებს საბერძნეთში 116–ე ავიაპოლკის 335–ე ავიაესკადრილია მასპინძლობს, რომელიც არაქსის ავიაბაზაზე დისლოცირდება. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა – როგორც ცნობილია ორივე მხარეს F-16–ის ერთნაირ მოდიფიკაცია გააჩნია.

მფრინავებმა ერთად განახორციელეს ისეთი მისიები როგორებიცაა  – ACT, CAS და SCAR. მხარდამჭერი მისიების გარდა განხორციელდა ამოცანის დაგეგმარების პროცედურებიც და ასევე საჰაერო ბრძოლის იმიტაციე. ყველაზე საინტერესო ამოცანა დღეს უნდა განხორციელდეს – მისია – COMAO (კომბინირებული ავია ოპერაციები Combined Air Operations), რომელშიც ბრეძნულიდა პოლონური Ф-16–ები განახორციელებენ ერთობლივ ოპერაციას კომბინირებული ავიადაჯგუფების წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ბერძნული –  Mirage 2000, F-4 Phantom II და Α-7.


ბერძნული (მარცხნივ) და პოლონური (მარჯვნივ) F-16 Block-52


















No comments:

Post a Comment