ინდოეთში დაიწყო მომავლის ჯარისკაცის პროგრამის განხორციელება. პროგრამის ძირითად კომპონენტს ინდოეთის არმიის შეიარაღების მოდერნიზაცია წარმოადგენს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოდერნიზაციას ექვემდებარება საიერიშო შაშხანები, კარაბინები, ტყვიამფრქვევები და სნაიპერული შაშხანები.
ამ პროგრამის ფარგლებში ინდოეთის არმიამ, 60 ათასი შაშხანის შესაცვლელად, უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც შემდეგი მწარმოებლები ღებულობენ მონაწილეობას:
- Beretta – ARX160.
- Colt – MGI Multi-Caliber.
- Sig-Sauer – Classic Series.
- Czech – 805 BREN.
- IWI – Galil ACE Series.
- IWI – TAR-21.
იარაღის გამოცდები უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ავტომატები მოთხოვნის თანახმად ბიკალიბრულები უნდა იყოს – მათ უნდა შეეძლოს როგორც ნატოს 5,56მმ ასევე საბჭოთა 7,62მმ ტყვიების გამოყენება ლულის შეცლის გზით.
Beretta ARX160 (7.62x39მმ ტყვიაზე და АК–ას მჭიდით)
Beretta ARX160 (5.56x45მმ ტყვიაზე და NATO სტანდარტული მჭიდით)
Colt MGI multi-caliber (7.62x39მმ ტყვიაზე და АК–ას მჭიდით)
Colt MGI multi-caliber (5.56x45მმ ტყვიაზე და NATO სტანდარტული მჭიდით)
Sig-Sauer (7.62x39მმ ტყვიაზე და АК–ას მჭიდით)
Sig-Sauer (5.56x45მმ ტყვიაზე და NATO სტანდარტული მჭიდით)
Czech – 805 BREN (5.56x45მმ ტყვიაზე და NATO სტანდარტული მჭიდით)
IWI Galil ACE Series (7.62x39მმ ტყვიაზე და АК–ას მჭიდით)
IWI Galil ACE Series (5.56x45მმ ტყვიაზე და NATO სტანდარტული მჭიდით)
IWI – TAR-21 (5.56x45მმ ტყვიაზე და NATO სტანდარტული მჭიდით)
No comments:
Post a Comment