დღეს, 2012 წლის 12 დეკემბერს КнААПО–ს აეროდრომიდან პირველი ფრენა განახორციელა ПАК ФА–ს მეოთხე პროტოტიპმა. მანქანას მართავდა მფრინავ–გამომცდელი სერგეი ბოგდანი. ფრენა ორმოც წუთს გაგრძელდა. ფრენამ წარმატებულად ჩაიარა – საფრენი ამოცანა სრულებით შესრულდა. ფრენის დროს შემოწმდა თვითმფრინავის მდგრადობა და ძალური დანადგარი. მფრინავმა თვითმფრინავის მდგრად მუშაობას გაუსვა ხაზი.
ПАК ФА–ს პირველი ფრენა 2010 წლის 29 იანვარს შესდგა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საფრენოსნო და სახმელეთო მახასიათებლების სრული კომპლექსური გამოცდები, რომლებშიც სამი თვითმფრინავი ღებულობს მონაწილეობას. თვითმფრინავებმა ჰაერში უკვე 200 საათი იფრინეს.
წყარო:
Четвертый ПАК ФА совершил первый вылет в Комсомольске-на-Амуре
No comments:
Post a Comment