Sunday, December 9, 2012

USAF-ის ახალი სასწავლო თვითმფრინავი


ოქტომბრის შუა რიცხვებში აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს ახალი სასწავლო თვითმფრინავისადმი მოთხოვნები, რომელიც  T-X კონკურსის ფარგლებში უნდა იქნეს წარდგენილი და უნდა შეცვალოს Northrop T-38 Talon.
წინასწარი პროგნოზით აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალებს 350 ცალი ახალი სასწავლო თვითმფრინავი ესაჭიროება – რაც თავისთავად სხვადასხვა მწარმოებლებისთვის ამ კონკურსს საკმაოდ მიმზიდველს ხდის, რადგანაც თვითმფრინავების დიდი რაოდენობის გარდა შეკვეთილი იქნება ტრენაჟორები, სხვა სასწავლო აღჭურვილობა და შეიარაღება. ძირითადი მოთხოვნების KSA (key system attributes) თანახმად თვითმფრინავის მახასიათებლები შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს:
  • მაქსიმალური გადატვირთვა – მინიმუმ + 7.5G
  • მობრუნების ზღვრული სიჩქარე – 12 გრად/წამში
  • უსაფრთხო მობრუნების სიჩქარე – 9 გრად/წამში
  • შეტევის კუთხე – 20 გრადუსი
ახალი სასწავლო თვითმფრინავე ასევე აღჭურვილი უნდა იყოს ეგრეთ წოდებული «glass cockpit»–ით და უნდა შეეძლოს იმ სისტემების სიმულაცია, რომლებითაც აღჭურვილები არიან აშშ–ს ავიაციის მე–5 თაობის გამანადგურებლები – F-22 და F-35. ამას გარდა უნდა შეეძლოს აშშ–ს ავიაციის შეიარაღებაში არსებული ჰაერი–ჰაერი და ჰაერი–მიწა კლასის შეიარაღების გაშვების სიმულირება, მათ შორის ისეთებისაც როგორებიცაა AIM-120 და SDB (Small Diameter Bomb).

სავარაუდოდ კონკურსი მომავალი წლის ბოლოს უნა გაიმართოს. მასში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კომპანიები:
BAE Systems Hawk

Lockheed Martin T-50

Lockheed Martin T-50 – ათენში, გამოფენა "Athens international-2008"-ზე ბერძნული ფერებით
  
 Alenia Aermacchi  T-100


Boeing–ის კოცეპტი



No comments:

Post a Comment