Friday, December 14, 2012

ჯერ სადა ხართ

ამ ცოტა ხნის წინ უკვე ვწერდი სირიაში და საერთოდ ჩვენს გარშემო დატრიალებულ გეოპოლიტიკურ ამბებზე – ამჯერად ისევ სიახლეებია არც თუ ისე ახლო ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ სირიიდან.
მოკლედ რა ხდება სირიაში – სირიის ოპოზიციის ყველაზე ძლიერმა, კარგად მომზადებულმა და შეიარაღებულმა დაჯგუფება, Jabhat al-Nusra–მ, რომელიც პრაქტიკულად Al Qaeda-ს სირიული ფილიალია, გუშინ დილით სირიის არმიის ქიმირუი იარაღის შემნახავ ყველაზე დიდ ბაზაზე მიიტანა იერიში. ბაზა ქალაქ ხალეპთან ახლოს, Al Safira–ში მდებარეობს. ამ შეტევის შედეგად სირიის არმია იძლებული გახდა მეამბოხეების წინააღმდეგ კონვენციური ქობინებით აღჭურვილი SCUD–ის რაკეტები გამოეყენებინა. ინტერესის მეტი გაღვივებისთვის უფრო მეტსაც გეტყვით – დემოკრატიის სახელით მებრძოლი მეამბოხეები ბაზის გარე ზღუდეს ერთ კილომეტრზე მიუახლოვდნენ და წინ წაწევას აგრძელებდნენ, თუმცა დროებით მათი შეჩერება მოხერხდა.
ებრაული წყაროს თანახმად – "არაა გამორიცხული კვირის ბოლოს Jabhat al-Nusra–ს მეომრება ბაზა დაიკავონ, რის შემდეგაც მათ ხელში ქიმიური საბრძოლო ქობინებით აღჭურვილი 30 ცალი SCUD აღმოჩნდება". 
მოკლედ საქმეები საკმაოდ სერიოზულადაა – ებრაელები ზიან და ლოცულობენ რომ Al Qaeda–ს ფილიალმა, Jabhat al-Nusra–მ ქიმიური იარაღი არ ჩაიგდოს ხელში. თუმცა ებრაელები პრაქტიკული ხალხია და ლოცვის ანაბარა ნამდვილად არ დარჩებიან – ცნობილია რომ თუ ტერორისტები სირიის არმიის ამ ქიმიური ბაზას ხელში ჩაიგდებენ, მაშინ ისრაელი და დასავლეთის სხვა აქტიური ქვეყნები გეგმავენ საჰაერო დესანტი გადასხან ამ ბაზაზე მისი ტერორისტებისგან დასაცავად.


ნუ ეხლა ბევრი გულზე გასივდება თუ როგორ ვუწოდებ დემოკრატიისთვის მებრძოლ Jabhat al-Nusra–ს გმირებს ტერორისტებს – მაგრამ მე რა შუაში ვარ, თვითონ აშშ–მ ამ სულ ცოტა ხნის წინ ეს ორგანიზაცია ოფიციალურად შეიტანა შავ სიაში, მიაკრა მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველ, ტერორისტული ორგანიზაციის ეტიკეტი და ყველაფერი ეს იმის ფონზე რომ ეს იგივე Al Qaeda–ს ფილიალია ახლო აღმოსავლეთში. ხო, ხო არ გატყებთ მხედველობა – Al Qaeda–ს ფილიალია, იმ Al Qaeda–სი, რომელსაც ამერიკა ნიფხვის გლეჯვით ებრძვის ავღანეთში და არა მარტო იქ.

მოკლედ სიტუაცია საკმაოდ კურიოზული იქნებოდა რომ არა მისი სერიოზულობა – Jabhat al-Nusra არის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელიც სირიის არმიას უპირისპირდება და 10 000 მებრძოლამდე ითვლის. ეს ორგანიზაცია არც შეიარაღებას არ უჩივის – მას ისეთი ოქროს სახელმწიფოები აფინანსებენ, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ყატარი და ასე შემდეგ. ნუ ეს ქვეყნები რომ ამერიკის ერთი ადგილის მლოკავები არიან ამას საუბარი არც უნდა. ხო და რა გამოდის – ამერიკა და მისი მეკავშირეები აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციას რომელიც ამერიკის მოსისხლე მტერია. როგორც იტყვიან ვისი–ვისაშიაო რა.


P.S. მოკლედ ერთი რუსული ფილმიდან მოვიხმარიებ ფრაზას (საუბარია 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ მოვლენებზე):
- И чего вы в Чехословакии то делали?
- Как чего, устанавливали дерьмократию.

ხო და дерьмократ–ებო – ჯერ სადა ხართ!!!

No comments:

Post a Comment