Showing posts with label დემოკრატია. Show all posts
Showing posts with label დემოკრატია. Show all posts

Saturday, April 14, 2018

აშშ-მ სირიაზე იერიში დაიწყო

აშშ-მ სირიის სტრატეგიულ ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო იერიშები წამოიწყო. დაარტეს კვლევით ცენტრებს (ქიმიურ ობიექტებს), ავიაბაზებს, სამეთაურო ცენტრებს, დამასკოს შემოგარენში მდებარე სირიის მე-4 გვარდიულ დივიზიას. სულ ათამდე ობიექტი იქნა განადგურებული:
  • რესპუბლიკური გვარდიის შტაბი. ბატალიონი 105 (დამასკო)
  • მთა კასნიონთან განლაგებული ჰსთ-ს ბაზა (დამასკო) 
  • მეზზას აეროპორტი (დამასკო)
  • ად-დუმეირის აეროპორტი (აღმოსავლეთ გუთა)
  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ბარზაში (დამასკოს რაიონი)
  • კვლევითი ცენტრის შტაბ-ბინა ჯამარიაში (დამასკოს შემოგარენი)
  • სპეცდანის 41-ე ბატალიონი (დამასკოს შემოგარენი)
  • სამხედრო ქვედანაყოფი კალამუნში (დამასკოს ჩრდილოეთ შემოგარენი)
  • სამხედრო ობიექტები კისვეში (დამასკოს შემოგარენი)
  • სამხედრო საწყობები ჰომსში
ამერიკული მხარის განცხადების თანახმად ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ამას კიდევ რამდენიმე მასიური იერიში მოჰყვება. 

იერიშში უკვე ჩაერთო დიდი ბრიტანეთი (Stormshadow-ები Tornado GR4-ებიდან) და საფრანგეთი. კოალიციამ სამიზნეებისკენ გაუშვა ფრთოსანი რაკეტები ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან, ავიაცია ჰაერი-მიწა კლასის რაკეტებით მუშაობს სამიზნე ბოიექტებზე. აშშ-ს მხრიდან ასევე ჩართული იყო სტრატეგიული ავიაცია (B-1B), ისრაელის მხრიდან კოალიციას სადაზვერვო ურზუნველყოფა აქვს.

იერიშების გავრცელებული ვიდეო და ფოტომასალა

აშშ-ს მაღალრანგიანი მოხელეების განცხადება:

US officials: "What you’ve seen tonight is not the end of the US response" 
From CNN's Pam Brown and Jim Sciutto 
Two US officials said attacks could continue beyond tonight, with a senior administration official saying “this isn't over." 
"What you’ve seen tonight is not the end of the US response," the senior administration official said. "They have built a lot of flexibility into the plan to allow for further strikes based on what they’ve hit tonight." 
A US official said a big concern is how much more sophisticated Russia’s capabilities are now compared to last year. The source says they are "significantly enhanced" in terms of anti-strike and anti-aircraft capabilities. 
Part of the calculation this week has also been gaming out how Russia will respond either in the region or around the world. 
“We are watching what Russians do in the next 24 hours,” the official said. 
There will be intelligence collection to see what Russians are up to in the wake of the strikes, such as turning on their systems or talking about retaliating.
P.S. როგორც ჩანს ამერიკამ სვლა გააკეთა, რუსების რეაქციას ველოდებითო.

Wednesday, August 28, 2013

აშშ და ბრიტანეთი კანიბალებისა და ჯალათების გვერდში

საკმაოდ რეალისტური სტატია გაზეთ The Gguardian–ში, სახელწოდებით "აშშ და ბრიტანეთი ბავშვების მკვლელებისა და კაციაჭამიებს უჭერს მხარს" და მის ქვემოთ მეორე სტატია, სახელით "ობამა – ჩვენი საუდელი მეკავშირეები 'დემოკრატიის მიმდევრები" არიან". 


უკომენტაროდ ეს ყველაფერი, უბრალოდ დასავლეთის მასმედია და საზოგადოება ნელ–ნელა ხვდება რომ მათი დემოკრატია რაღაცნაირად არასწორია

Monday, December 10, 2012

WTF

რა ხდება ბოლო–ბოლო მსოფლიოში და განსაკუთრებით რა აზრი აქვს ხალხს ამ ყველაფერზე ჩვენთან. ჩვენთან იმიტომ რომ ხალხი და საზოგადოება როგორც წესი ყველაფერს უცნაურად აღიქვამს და ყველაფერზე უცნაური აზრი და დასკვნა გამოაქვს. აგიხსნით თუ რაზეა საუბარი:
დავიწყებ სირიით – აქ ხალხს ყველაფერი მართალი და სწორი ჰგონია რასაც დასავლეთი დემოკრატიის სახელით აკეთებს, იმას კი არ უფიქრდება რომ დემოკრატიის ნიღაბს იმპერიალისტური ზრახვებია ამოფარებული. რაღა სირიაში აუტყდა აშშ–ს და ევროპას დემოკრატია, როცა მთელი აფრიკა ერთი სამოქალაქო ომია და კაციშვილს არ აგონდება იქ ვინ–ვის აჭრის თუ აჭამს თავს. არა, გინდა თუ არა სირია – დემოკრატია უნდა დაამყარონ სირიაში და ამას ამერიკელები და ევროპელები მუსულმანი რადიკალისტების (რო არა ვთქვათ ტერორისტების) ხელით ამყარებს, საინტერესო ძალიან :D . 
რატო დავიწყე ამაზე საუბარი – ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით სირიაში ასადის წინააღმდეგ მოქმედი დაქირავებულები და დემოკრატიის მოყვარული მეამბოხეები არც თუ ძალიან სწყალობენ სირიის ქრისტიან მოსახლეობას და ამას არც კი მალავენ და ღიად აცხადებენ რომ იმის გამო რომ ქრისტიანი მოსახლეობა დემოკრატიის მხარდამჭერი არაა მათ არა დემოკრატიულ სასაკლაოს უმართავენ – თავმომწონე განცხადება "1000–ზე მეტი ქრისტიანი მშვიდობიანი მოსალხე გავისტუმრეთ გაღმა" და ეს მხოლოდ ერთმა დიდმა დემოკრატმა, პატარა დაჯგუფების რომელიღაცა "ჭ" კლასის საველე მეთაურმა გააკეთა, წარმომიდგენია საერთოდ რა დღეშია ასადის მომხრე მოსახლეობა. 
ახლა კიდევ ქურთები გაიჩითნენ – დემოკრატი და თავისუფლებისთვის მებრძოლი მეამბოხეები ქურთულ ქალაქს უტევდნენ თავისი ჭკუით და ნეიტრალურზე მყოფი ქურთებიც გადაიმტერეს, რო მოსცხეს ქურთებმა (მე შენ გეტყვი რომელი მაგათ არ იციან მოცხება, თურქეთის არმია რო მიაჩოხანეს მგონი ეხლაც მიჩოხანებულები არიან) ქალაქი კი არა ამ დემოკრატიის მებრძოლებს გაჩენის დღე აწყევლინეს – ხო და ყოველივე ამის გამო მე ვერ გავიგე თუ სირიელ ხალხს არ უნდა ეს "დემოკრატია" რატო ატენიან ეს უცხო ქვეყნიდან ჩასული, გულანთებული მეამბოხეები ამ ხალხს დემოკრატიას – მითუმეტეს ხალხის სასაკლაოს გამართვის გზით – ღმერთმან დემოკრატიის განხორციელების "დემოკრატიული" ხერხია.
ეხლა და საერთო სიტუაციაზე საუბარიც არ გვაწყენს – რუსეთმა ფლოტი გაიყვანა ხმელთაშუაძრვიდან და სამაგიეროდ ამერიკული ფლოტი ჩადგა იქ – მაგრამ ეხლა ამერიკელებიც წამოვიდნენ ხმელთაშუაზღვიდან, რაღაცა ტამაში და ვაჭრობაა. ამის ფონზე პუტინი ერდოღანს ხვდება და 20 მილიარდიან პროექტს უფინანსებ თურქეთში და ნამიოკს აკეთებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის C-400 შესახებ და ამერიკულ Patriot–ს მოძველებულს უძახის და დესერტად ახალი გაზსადენის გაყვანაზე საუბრობს, რომელიც რუსეთიდან თურქეთს უფრო მეტ გაზს მიაწვდის ვიდრე ახლა აწვდის. ძალიან მაინტერესებს რაში გაცვალა რუსეთმა სირია – ან სხვანაირად ვიტყვი – რა გადაიხადა ამერიკამ სირია რო დაეთმო რუსეთს? 
ნუ ეხლა რაღა მოსატანია, მაგრამ ჩვენც ხშირად ვართ ამ ვაჭრობის საგანი – დაჯდებიან მაგიდასთან ძლიერნი ამა ქვეყნისანი და ერთმანეთის ინტერესების გადათამაშებას იწყებენ და როგორც ჩანს სირიაში თუ დემოკრატიის დამყარების მიზნით (და მანამდე სხვა რამდენიმე არაბულ ქვეყანაში – არ დაგავიწყდეთ "არაბული გაზაფხული") დასავლეთმა და კერძოდ საფრანგეთმა და ახლა უკვე აშშ–მ "დემოკრატიის" გულანთებულ მეამბოხეებისთვის ოფიციალურად იარაღის, და სხვათა შორის მძიმე იარაღზეა აქ საუბარი, მიწოდება გადაწყვიტეს (ვითომ მანამდე არ აწვდიდნენ – უბრალოდ სირაქლემას პოზაა მსოფლიოში და ნუ საქართველოში ხო აღარ ვიტყვი – ჩვენ რა ხელი გვაქვს ან "ეს ამერიკაა და დემოკრატიის შუქურაა", კაი გაპრავებაა ღმერთმან მსოფლიოში დემოკრატიის სისხლით გსავრცლებლად) ჩვენ რაღა გავხდით? ასეთი პარტნიორიო, ისეთი პარტნიორიო – ჩვენი სტრატეგიული თანამშრომელიო (სტრატეგიული კი – ოღონდ ჩვენთვის არის აშშ სტრატეგიული, თორო მისთვის ჩვენ რუსეთთან სავაჭრო ხურდა ფული ვართ, არ გამიკვირდება სადმე შემთხვევით ხურდად თუ გადავუყევით). ხო და ყოველივე ამასთან რაღაცა გამახსენდა – თურმე ამერიკა ეხლა ჯავშანტექნიკის ძაან დიდი პარტიის დარიგებას აპირებსო, გამიხარდა ჩვენც გადმოგვიგდებს რაიმე ნასუფრალსთქო და აპა, შენ არ აგიდგა გვერდები – ვის აინტერესებს შენი საქართველო: 200 ცალიM1A1 Abram–ი და ესკადრილია F-16C–ებისა ეგვიპტესაო,  1000 ცალი ყველგანმავალი HMMWV ისრაელსაო და რაღაცა საკმაო რაოდენობა (ალბათ რამდენიმე ასეული) ჯავშანტრანსპორტიორი Μ–901Α1/Α2 და სამეთაურო–საშტაბო მანქანა Μ–577 რუმინეთსაო და ყველაფერი ესა მხოლოდ უფასოდ, მიმღებმა ტრანსპორტირების ფული უნდა გადაიხადოს.
არაფერი პატივცემულო "ძია სემ" – ჩვენ ცერა თითის წუწინითაც კარგად გავალთ, რად გვინდა ბებიაჩემის დროინდელი ტანკები, ჯიპები და ჯავშანტრანსპორტიორები, აგერ Lazik–ას ვაწყობთ და გვეშველება, ტანკებიც არ გვჭირდება – რუსებს მაინც ვერ მოვუგებთ და ტყუილად ხო არ დავხარჯავთ ფულს მაგეებში. მადლობთ "ძია სემ" – ყელამდე ვართ სავსე პატივისცემით და უარი უნდა ვთქვათ, პირიქით აქედ დავალებულები ვართ და როგორ გადაგიხადოთ, ავღანეთში ხალხი რო დავამატოთ და თქვენი წამოსვლის მერეც რო დავტოვო იმედია ვალს გადახდილად ჩაგვითვლით?


P.S. მოგტიყანთ დემოკრატია.