ორი დღის წინათ რუსეთში მიმდინარე გამოფენა "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების დღე"–ს და მასე გამოფენილი რამოდენიმე საინტერესო ჯავშანტექნიკის გარეგანი იერის შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე – რამოდენიმე სიახლე რუსული ჯავშანტექნიკის შესახებ. როგორც მოყვანილი სტატიიდან ჩანს მომავალში რუსეთის არმიის ქვეითთა სატრანსპორტო მსუბუქი, საშუალო და მძიმე პლატფორები უნიფიცირებული საბრძოლო მოდული, "эпоха"-თი იქნებიან აღჭურვილები.
ამჯერად ამ პლაკატის სრულ ვერსიას გთავაზობთ. პლაკატზე გამოსახულია საბრძოლო მოდული "эпоха" და მოცემულია მისი მოკლე აღწერილობა:
პლაკატის მიხედვით შემდეგი დასკვნების გაკეთება შეიძლება:
– მოდული სრულიად გარეთაა გატანილი და მანქანის შიგნით ადგილს არ იკავებს.
– მოდულის უკანა მხარეს საბრძოლო კომპლექტისთვის განკუთვნილი ნაკვეთურია დაყენებული.
– სამიზნე დუბლირებულია, თუმცა არცერთს არ გააჩნია ჰორიზონტალურ სიბრტყეში 360 გრადუსიანი ხედვის არე.
– თვითონ სამიზნე სისტემის შესაძლებლობები საკმაოდ შთამბეჭდავია:
- ერთდროულად სხვადასხვა სპექტრალურ დიაპაზონში აქტიურ და პასიურ რეჟიმში მიზნის ავტომატურად მოძებნის შესაძლებლობა.
- შენიღბული მიზნების ოპტიკური ლოკატორით ძებნა.
- ერთდროულად ორ მიზანზე ცეცხლის წარმოება.
- მიზნის ავტომატური მიყოლით 70 გრადუსიანი კუთხეზე საზენიტო სამიზნეებზე მაღალეფექტური ცეცხლის წარმოება.
- საბრძოლო მუშაობა დისტანციური მართვის რეჟიმში.
- გარე მიზანჩვენებით მუშაობა
- აგების ბლოკურ–მოდულური პრინციპი.
- ეკიპაჟის დაცვის გაზრდილი ხარისხი.
- საბრძოლო გამოყენების მრავალფუნქციურობა.
რაც შეეხება მოდულის შეიარაღებას, ის БМП-2-ის ახალი საბრძოლო მოდული "Бережок"–ის ფაქტიური ანალოგია გარდა ერტისა – "Бережок"ისგან განსხვავებით მასზე ავტომატური ყუმბარმტყორცნი არ აყენია.
შეიარაღება:
- 30მმ–ნი ავტომატური ქვემეხი (ტყვიების რაოდენობა 160БПС / 340 ОФЗ)
- მართვადი რაკეტები "Корнет" (4 ცალი გარე გამშვებზე)
- 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი ПКТ (2000 ტყვია)
- სროლის მანძილი:
- ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა "Корнет" – 8000 მეტრამდე
- მართვადი რაკეტა "Корнет" მიზნის უკონტაქტო გადამწოდით – 10 000 მეტრამდე
- ავტომატური ქვემეხი 2А42 – 4000 მეტრამდე
No comments:
Post a Comment