RPGNet–ით აღჭურვილი Rosomak-M1M ავღანეთში
პოლოური ჯავშანტრანსპორტიორი Rosomak–ას ავღანეთში გამოყენების რამოდენიმე დეტალს უკვე ვწერდი – აფეთქებული პოლონური KTO Rosomak. ამჯერად წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო დეტალს ამ მანქანის ჯავშანდაცვის შესახებ.
ჯავშანტრანსპორტიორის საბაზისო ვერსიის კორპუსი და კოშკურა წინიდან 60 გრადუსი კუთხის ფარგლებში STANAG 4569–ის სტანდარტით მე–4 ხარისხის, ხოლო დანარჩენ ადგილებში მე–3 ხარისხის ბალისტიკურ დაცვას უზრუნველყოფს. საარტილერიო ნამსხვრევებისგან დაცვა ასევე მე–3 დონისაა, ხოლო მანქანის ნაღმდგრადობა 3a უტოლდება.
მანქანის "ავღანური" (Rosomak-M1 "Afgańskiej") ვერსიის (დამატებითი ჯავშანდაცვით) ჯავშანდაცვა ყველა რაკურსიდან მე–4 დონემდე იქნა გაზრდილი, ხოლო შუბლა ჯავშანი, რომელიც საბაზისო ვარიანტში მე–4 დონის დაცვას უდრიდა კიდევ უფრო გაიზარდა. პოლონური მხარის განცხადებით მანქანა წინიდან, საციცოცხლო ზონებში საბჭოთა ПГ-7В–ეს უძლებს.
ჩვენი დოსიე:
- STANAG 4569–ის მე–3 დონის ბალისტიკური დაცვა 30 მეტრის დისტანციიდან უზრუნველყოფს 7,62x51 ჯავშანგამტანი და 7,62x54R ჯავშანგამტან–ცეცხლგამჩენი ტყვიისგან დაცვას.
- STANAG 4569–ის მე–4 დონის ბალისტიკური დაცვა 200 მეტრის დისტანციიდან უზრუნველყოფს 14,5×114 ჯავშანგამტანი ტყვია, Б–32–ისგან დაცვას.
- STANAG 4569–ის მე–3 დონის საარტილერიო ნამსხვრევებისგან დაცვა 90 მეტრის დისტანციიდან უზრუნველყოფს 20მმ ზომის ნამსხვრევისგან დაცვას.
- STANAG 4569–ის 3a დონის ნაღმდგრადობა უზრუნველყოფს მანქანის დაცვას 8კგ ტროტისლის ნებისმიერი საბურავის ქვეშ აფეთქების შემთხვევაში.
2007 წლის 26 აპრილი, პოლონეთში, პოლიგონ Nowej Dębie–ზე, განხორციელდა დამატებითი ჯავშანდაცვით აღჭურვილი KTO Rosomak საბოლოო ბალისტიკური გამოცდები. ქვემოთ ფოტოებზე მოყვანილია 14,5მმ ტყვიებით მანქანის დაცხრილვის მომენტი და გამოცდის შედეგები
დამატებით ებრაული კომპანია Rafael–ის ჯავშანდაცვით აღჭურვილი Rosomak-M1 "Afgańskiej"–ს ჯავშანფილის ფრაგმენტი ავღანეთიდან, რომელმზეც ПГ-7В–ეს კვალია აღბეჭდილი
აღსანიშნავია რომ პოლონურმა არმიამ 2010 წელს ავღანეთში ჯავშანტრანსპორტიორის ახალი ვერსია გააგზავნა. მანქანას Rosomak-M1M ეწოდება და წინამორბედისგან ამერიკული კომპანია QinetiQ–ს მიერ წარმოებული კუმულაციური ჭურვების საწინააღმდეგო ეკრანი RPGNet–ის (მთლიანი კომპლექტის წონა 500კგ–ს უდრის) არსებობით გამოირჩევა. ამ ეკრანებით აღიჭურვა ყველა ის მანქანა რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა და ასევე დამატებით გაგზავნილი 52 მანქანა.
RPGNet–ით აღჭურვილი Rosomak-M1M
წყარო:
KTO Rosomak
P.S. ბმულზე მანქანის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის წაკითხვა შეიძლება.
No comments:
Post a Comment