Sunday, June 11, 2017

პირველი ეგვიპტური Ка-52

არაბულ ინტერნეტრესურსებზე (კერძოდ,www.facebook.com -ზე არსებული "Egypt Defense Portal") გამოჩნდა „ნ.ი. საზიკინის სახელობის არსენევის საავიაციო კომპანია „პროგრესის““ აეროდრომზე («Арсеньевская авиационная компания «Прогресс» имени Н.И.Сазыкина») გადაღებული ეგვიპტისთვის აწყობილი Ка-52 ტიპის პირველი საექპორტო ვერტმფრენების ფოტოსურათები. ფოტოსურათების ხარისხის მიხედვით ისინი ვიდეოდან ამოჭრილი კადრები უნდა იყოს. ფოტოებზე როგორც მინიმუმ ეგვიპტის ფერებში შეღებილი, საბორტე „312“ და „313“ ნომრების მქონე, ორი ვერტმფრენია აღბეჭდილი. როგორც ცნობილია Ка-52-ების პირველი პარტია ეგვიპტეში 2017 წლის გვიან ზაფხულში იქნება გაგზავნილი.
შეგახსენებთ რომ, მანამდე საწარმოო „Прогресс“-მა გაავრცელა ეგვიპტის შეკვეთით აწყოვილი, მაგრამ ჯერ კიდევ შეუღებავი Ка-52-ების გამოცდების ფოტოები.
2015 წელს ეგვიპტემ "Рособоронэкспорт"-თან ხელი მოაწერა Ка-52 ტიპის 46 ცალი ვერტმფრენის შეძენას, რომელთა მიწოდებაც 2-17-2019 წლებში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული ხელშეკრულება ამ ტიპის ვერტმფრენის პირველი საექსპორტო შეკვეთაა. ეგვიპტისთვის განკუთვნილ Ка-52-ებს ცხვირის ქვეშ საშტატო ოპტიკურ-ელექტრონული ГОЭС-451-ის ნაცვლად დაყენებული, „მეცნიერულ-საწარმოო კორპორაცია „პრეცეზიული ხელსაწყოთმშენებლობის სისტემების““ («Научно-производственная корпорация «Системы прецизионного приборостроения» შემოკლებით «НПК «СПП») მიერ შექმნილი, ოპტიკურ-ელექტრონული სამიზნე სისტემა, ОЭС-52 გამოარჩევს. 2014 წელს «НПК «СПП» მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ეს საწარმოო 2016 წლისთვის გეგმავდა ОЭС-52-ების წარმოების დაწყებას და 2016-2019 წლებში შემკვეთს ორმოცდაათამდე ამ ტიპის სისტემის მიაწოდებდა.
პირველად სისტემა ОЭС-52-ის დემონსტრირება 2015 წლის აგვისტოში, ავიასალონ МАКС-2015-ზე გამოყვანილმა, სახომალდო Ка-52К-მ განახორციელა. 2016 წლის აგვისტოში გამოჩნდა ამ სისტემით აღჭურვილი კომპანია „კამოვის“ კუთვნილი საცდელი Ка-52 (საბორტე ნომერი „ყვითელი 51).

ОЭС-52-ით აღჭურვილი პირველი ეგვიპტური Ка-52

როგორც ჩანს, ОЭС-52 შექმნილია ფრანგული ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა Safran (Sagem) Strix ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ Airbus Helicopters Tiger-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენებზე გამოიყენება. 2013 წელს, ავიასალონ МАКС-2013-ზე რუსულ „Камов“-სა და ფრანგულ Sagem-ს შორის ხელი მოეწერა Ка-52 ტიპის ვერტმფრენებზე Strix-ის სისტემის ახალი ოპტიკურ-ელექტრონული სისტემების დაყენების განზრახვის პროტოკოლს.

წყარო:

No comments:

Post a Comment