Sunday, June 11, 2017

რა იყიდა საუდის არაბეთმა ამერიკისგან 110 მილიარდ დოლარად

როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2017 წლის 20 მაისს, საუდის არაბეთში ვიზიტის დროს, ელ-რიადში საუდელების უმაღლეს ხელმძღვანელობასთან ხელი მოაწერა 109,7 მილიარდი აშშ დოლარი ღირებულების ხელშეკრულებების პაკეტსა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ორმხრივ მემორანდუმებს.
ამ მთლიანი თანხიდან მხარეებს შორის რეალურად მხოლოდ „უცხოეთში სამხედრო გაყიდვების“ (Foreign Military Sales - FMS) ხაზით ნებადართული 12,5 მილიარდი დოლარის ღირებულების რვა პაკეტია შეთანხმებული და მათზე ფორმალურად ხელი ერთი დღით ადრე, 19 მაისს მოეწრა.
დანარჩენი 95,2 მილიარდი დოლარი მხოლოდ ტრამპის მიერ საუდელებთან 20 მაისს ხელმოწერილ, 34 პუნქტიან მემორანდუმში ფიგურირებს. ამ 34 სავარაუდო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გაგრძელდება, ამასთან ამ სიაში შედის ისეთი პოტენციური ხელშეკრულებები, რომლებიც ეხება როგორც „უცხოეთში სამხედრო გაყიდვების“ ხაზს, ასევე ამერიკული კომპანიების მიერ „პირდაპირი კომერციული გაყიდვების“ ხაზს (Direct Commercial Sales - DCS).
ამი შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა - 110 მილიარდიანი კონტრაქტი აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის
8 ივნისს ამერიკულ რესურს "Defense News"-ზე გამოქვეყნდა განხილვის სტადიაში მყოფი იმ შეთანხმებების სია, რომლებიც ამერიკულ-საუდური 20 მაისის მემორანდუმში შევიდა. როგორც რესურსი იუწყება, მონაცემები „თეთრი სახლის იმ დოკუმენტებიდანაა აღებული, რომლებიც "Defense News"-ის ხელში აღმოჩნდა და სხვა წყაროებმაც დაადასტურეს“. გამოქვეყნებულ სიაში მოყვანილია როგორც უკვე გაფორმებული ასევე ჯერ განხილვის სტადიაში მყოფი 84,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები. რესურსის განცხადების თანახმად, ღირებულების ყველა ციფრი სავარაუდოდა და მოლაპარაკებებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი გახილვა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
  • 13.5 მილიარდი დოლარი THAAD-ის შვიდი ბატარეისთვის. მიწოდების სავარაუდო დრო 2023-2026წ.წ.  
  • 4.46 მილიარდი დოლარ 104000 ცალი ხუთი სახეობის (GBU 31v3, GBU-10, GBU-12, GBU-31v1, GBU-38) საავიაციო მართვადი ბომბებისთვის.  
  • 6.65 მილიარდი დოლარი საუდის არაბეთის არმიის შეიარაღებაზე მყოფი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ების მოდერნიზაციისთვის. სამუშაოები 2018-2027 წლებში განხორციელდება.  
  • 2 მილიარდი დოლარი მსუბუქი საიერიშო თვითმფრინავებისთვის (“light close air support” aircraft). პროგრამა არაა დაკონკრეტებული, მაგრამ სავარაუდოდ ეს თვითმფრინავები იმავე ტიპისა უნდა იყოს, რომელსაც აშშ-ს საჰაერო ძალები პროგრამა OA-X-ის ფარგლებში აირჩევს.  
  • 2 მილიარდი დოლარი “TASS & Strategic ISC.” სახელით აღნიშნული ახალი თვითმფრინავები. TASS ნიშნავს “Tactical Airborne Surveillance System” - სავარაუოდ ეს იქნება სახმელეთო დაზვერვის იმავე ტიპის თვითმფრინავები, რომლებსაც აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ამოირჩევს არსებული Boeing E-8 JSTARS-ის შესაცვლელად. მიწოდება სავარაუდოდ 2024 წელს უნდა დაიწყოს.  
  • 5,8 მილიარდი დოლარი Lockheed Martin C-130J Super Hercules-ის ტიპის 20 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისთვის და სამი KC-130J ტიპის სატრანსპორტო-საწვავგამმართველის თვითმფრინავისთვის. მიწოდება სავარაუდოდ 2022-2026 წლებში.  
  • 6,25 მილიარდი დოლარი საუდის არაბეთის საჰაერო ძალების Boeing F-15 ტიპის გამანადგურებლების პარკის 8 წლიანი სერვისული უზრუნველყოფისთვის, პლიუს 20 მილიონი დოლარი F-15C/D ტიპის გამანადგურებელების მოდერნიზაციის პერპსექტივების შესასწავლად.  
  • 2 მილიარდი დოლარი უცნობი რაოდენობის Mk VI ტიპის საყარაულო კატერებისთვის (ადრე დაგეგმილი იყო 1,2 მილიარდად 30 ცალი Mk VI ტიპის საყარაულო კატერების შეძენა)  
  • 6 მილიარდი დოლარი კომპანია Lockheed Martin-ის ოთხი ცალი ფრეგატისთვის - საუბარია Multi-Mission Surface Combatant (MMSC) ტიპის ხომალდებზე, რომლებიც თავის მხრივ Lockheed Martin-ის მიერ აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის შექმნილი Freedom-ის ტიპის „ლიტორალური სამხედრო ხომალდების“ (Littoral Combat Ship - LCS) განვითარებას წარმოადგენს. მიწოდება 2025-2028 წლებში განხორციელდება.  
  • 2,35 მილიარდი დოლარი საუდის არაბეთის არმიის შეიარაღებაზე მდგარი М2 Bradley-ს ტიპის 400 ცალი ქსმ-ის მოდერნიზაციისთვის.  
  • 1,35 მილიარდი დოლარი М2 Bradley-ს ტიპის 213 ცალი ახალი ქსმ-ის მიწოდებისთვის.  
  • 1,5 მილიარდი დოლარი 180 ცალი ჰაუბიცის (სავარაუდოდ საუბარია М777А2 ტიპის 155 მილიმეტრიან ბუქსირებად ჰაუბიცებზე) შესაძენად, მიწოდება 2019-2022 წლებში დაიწყება.  
  • 18 მილიარდი დოლარი C4I სისტემებისთვის და მათი ინტეგრაციისთვის, დეტალები არაა დაკონკრეტებული.  
  • 800 მილიონი დოლარი “Remote Sensing Satellites” ტიპის ორი სადაზვერვო თანამგზავრისთვის.  
  • 4 მილიარდი დოლარი ბალისტიკური რაკეტების გაშვების ადრეული აღმომჩენი ორი ცალი თანამგზავრისთვის (Space Based Early Warning Systems). ალბათ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებზეა საუბარ.  
  • 40 მილიონი დოლარი თანამგზავრული კავშირის პროგრამის ფარგლებში კვლევებისთვის (“SATCOM Definitization”).  
  • 2 მილიარდი დოლარი Sikorsky MH-60R Seahawk-ის ტიპის 14 სახომალდო ვერტმფრენისთვის  
  • 1,8 მილიარდი დოლარი Sikorsky UH-60 ტიპის (სავარაუდოდ აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ შესყიდვის სტადიაში მყოფი HH-60W ტიპის ვერტმფრენების ანალოგი) 30 ცალი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენისთვის.  
  • 930 მილიონი დოლარი - საფასური რომელიც სიაშია შეყვანილი, მაგრამ Lockheed Martin-მა ის ცალკე გამოაცხადა. საუბარია საუდურ კომპანია Taqnia-სთან ხელმოწერილი შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებში საუდის არაბეთში Sikorsky S-70i International Black Hawk-ის ტიპის 150 ვერტფმრენის ასაწყობი ხაზი უნდა მოეწყოს.

ჩამონათვალში ასევე შევიდა ბოლო კვირებში გამოცხადებული კიდევ სამი შეთანხმება - 662 მილიონ დოლარად საუდის არაბეთისთვის Lockheed Martin  AN/TPQ-53(V)-ის ტიპის საარტილერიო პოზიციის აღმომჩენი 26 ცალი რადიოლოკაციური სადგურის მიწოდება და ასევე ამერიკული მხარის მიერ საუდის არაბეთის საჰაერო ძალების (750 მილიონ დოლარის საფასურად) და საუდის არაბეთის საზღვაო ძალების (250 მილიონ დოლარად) პირადი შემადგენლობის წვრთნების გაგრძელება. 

წყარო:

No comments:

Post a Comment