5 ნოემბერს ქალაქ დონის როსტოვში (Ростове-на-Дону) დაიწყო რუსეთის საარმიო ავიაციისთვის განკუთვნილი ახლად აწყობილი Ми-28Н–ის საფრენოსნო გამოცდები. ვერტმფრენის სერიული ნომერია 07–02, ის აწყობილია ОАО "Роствертол"–ის მიერ და საერთო ჯამში წარმოადგენს ამ ტიპის 57–ე მანქანას, ხოლო 2012 წელს ეს უკვე მე–10 მანქანაა.
3 ნოემბერს ასევე დაიწყო ОАО "Роствертол"–ის მიერ რუსეთის საარმიო ავიაციისთვის განკუთვნილი ახლად აწყობილი ზემძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-26–ის სტატისტიკური გამოცდები, ვერტმფრენის სერიული ნომერია 32–02. გეგმის თანახმად მანქანა ჰაერში 6 ნოემბრეს უნდა აიწიოს. 2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ეს უკვე ამ ტიპის მეოთხე ვერტმფრენია. ხოლო 2010 წლის კონტრაქტიდან უკვე მერვეა. სულ 2010 წელს შეკვეთილი იყო 18 ასეთი ვერტმფრენი.
No comments:
Post a Comment