რუსულ ბლოგებზე გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო თვითმავალი, 100მმ–ნი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი 2С15 "Норов"–ის სურათი, რომელიც აღჭურვილია რადიოლოკაციურ არხიანი სამიზნე კომპლექსი 1А32–ით. მანქანა 70–იან წლებში იქმნებოდა და მისი სათავო შემქმნელი იურგინსკის მანქანათმშენებელი ქარხანა იყო. თვითმავალი, გლუვლუვლიანი 100მმ–ნი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი შესრულებული იყო 122მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა 2С1 "Гвоздика"–ს ბაზაზე. სულ აწყობილი იქნა 2С15–ის სამი საცდელი ერთეული, მაგრამ მათი შეიარაღებაში მიღება არ მომხდარა.
2С15-ის შექმნის მოკლე ისტორია (გამოქვეყნებული იქნა ტულის ОАО "НПО "Стрела"–ს მიერ)
სსრკ–ს სამხედრო საწარმოო კომპლექსის სამინისტროს 1976 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების თანახმად საწარმოთა ჯგუფს დაევალა 1976–1979 წლებში ჩაეტარებინათ ავტომატური რადიოლოკაციური სახელსაწყოო კომპლექსიანი ცეცხლის მართვის სისტემით აღჭურვილი 100მმ–ნი თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის (პროგრამის სახელწოდება – «Норов») შექმნის სამუშაოები. სამუშაოები ГРАУ–ს (Главное Ракетно Артиллерийское Управление - მთავარი სარაკეტო საარტილერიო სამმართველო) მიერ დასმული დავალების თანახმად მიმდინარეობდა.
სამუშაოების შესრულება თვითმავალი ჰაუბიცა 2С1–ის ბაზაზე იგეგმებოდა. კომპლექსის სათავო შემქმნელი იურგინის მანქანათმშენებელი ქარხანა იყო, ავტომატური რადიოლოკაციური სახელსაწყოო ცეცხლის მართვის კომპლექსის (Автоматический Радиолокационный Приборный Комплекс Управления Огнем – АРПКУО) სათავო შემქმნელად – ОКБ (НИИ) «Стрела» გამოდიოდა.
კომპლექს АРПКУО–ს უნდა უზრუნველეყო მოძრავი ჯავშანტექნიკის აღმოჩენა არა ნაკლებ 3000 მეტრზე, ხოლო მისი გაცილება აუცილებელი სიზუსტით – არანაკლებ 2000 მეტრზე.
რადგანაც ამ მოთხოვნებს სრულებით აკმაყოფილებდა რადიოლოკაციური კომპლექსი «Рута», მწარმოებლის მიერ გადაწყდა მის ბაზაზე შეექმნათ ამ არტდანადგარის რადიოლოკაციური სამიზნე კომპლექსი. ამიტომაც АРПКУО–ს ტექპროექტი უკვე 1976 წლის მეს–3 კვარტალში იყო მზად, ხოლო სამუშაო დოკუმენტაცია 1977 წლის მე–4 კვარტალისთვის გამზადდა.
რადიოლოკაციური სამიზნის საცდელი ნიმუშების დამზადება დაევალა ქარხანა «Арсенал»–ს. მაგრამ ქარხანაში არსებული პირობების გამო ამ ნიმუშების მიწოდება ვადებში ვერ მოხერხდა, ამიტომ სსრკ–ს სამხედრო–საწარმოო კომპლექსის სამინისტროს გადაწყვეტილებით კომპლექს «Норов»–ის სახელმწიფო გამოცდებზე გამოყვანა 1981 წლამდე გადაიდო. რადგანაც საცდელი ნიმუშების შექმნა «Арсенал»–ს ქარხანაში არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობდა, სახელმწიფო გამოცდებზე კომპლექს «Норов»–ის წარდგენის ვადების ხელახალი დარღევვის თავიდან აცილების მიზნით НИИ «Стрела»–მ თავის საცდელ წარმოებაში ორგანიზაცია გაუკეთა სამიზნე აპარატურის წარმოებას და АРПКУО–ს პირველი საცდელი ნიმუში შემკვეთს 1981 წლის პირველ კვარტალში გადასცეს, რის შემდეგაც ის გადაგზავნილი იქნა იურგინის მანქანათმშენებელ ქარხანაში არტკომპლექსის საცდელი ნიმუში მოსამზადებლად. АРПКУО–ს მეორე ნიმუში ასევე აქ, იმავე წლის მე–4 კვარტალში დამზადდა.
ამ დროს კომპლექსის სხვა თანაშემქნმნელ საწარმოებში აღმოჩენილი იქნა მთელი რიგი ხარვეზები. ამიტომ კომპლექს «Норов»–ის გამოცდების დაწყება მხოლოდ 1983 წელს მოხერხდა – გამოცდები 1985 წელს დასრულდა. ამ დროისათვის მთელ რიგ დასავლეთ ქვეყნების შეიარაღებაში მიღებული იქნა ტანკების ახალი ნიმუშები, რომელთა შუბლა ჯავშანი წარმატებით უმკლავდებოდა 100მმ–ნი კალიბრსი არტილერიის ჭურვებს. ამ ტანკებთან საბრძოლველად საჭირო იყო ახალი, უფრო მძლავრი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების შექმნა. ამიტომ კომპლექსი «Норов» ჩაითვალა არაპერსპექტიულად და სსრკს სამხედრო საწარმოო კომპლექსის სამინისტროს 1985 წლის გადაწყვეტილებით ამ თვითმავალ არტსისტემის პროგრამა დახურული იქნა.
No comments:
Post a Comment