Friday, November 9, 2012

იარაღის მეგაშესყიდვები ყატარის მიერ


2012 წლის 8 ნოემბერს აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency – DSCA) გაავრცელა მის მიერ აშშ–ს კონგრესისათვის გაგზავნილი შეტყობინების პრეს–რელიზი, სადაც საუბარია ყატარისთვის FMS (Foreign Military Sales) ხაზით 9,9 მილიარდი დოლარის ღირებულების 11 ერთეული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot PAC-3–ის (ანუ 11 ბატარეის) მოსალოდნელი მიწოდების. ამ თანხაში ასევე შედის სისტემების თანმხლები მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, სერვისული მხარდაჭერა და პირადი შემადგენლობის მომზადება.
პრეს–რელიზის თანახმად, მოსალოდნელ შესყიდვაში შევა 11 ცალი რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-65, 11 ცალი მართვის სისტემა AN/MSQ-132, 30 ცალი ანტენა, 44 ცალი გამშვები დანადგარი M–902, 248 ცალი საზენიტო რაკეტა MIM-104E GEM-T (მათშორის ორი საცდელი), 778 ანტირაკეტა PAC-3 (მათშორის 10 საცდელი) და 11 ცალი ელექტროსადგური.
მანამდე, 5 ნოემბერს DSCA იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელია ყატარს FMS ხაზით 6,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ანტირაკეტა THAAD–ები მიაწოდონ. შეკვეთაში უნდა შევიდეს THAAD–ის 12 ცალი გამშვები დანადგარი, 150 ცალი ანტირაკეტა, ცეცხლის მართვის ორი პუნქტი, ორი რადიოლოკაციური სადგური AN/TPY-2 და ერთი ცალი შორეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური.


წყარო:


No comments:

Post a Comment