Showing posts with label THAAD. Show all posts
Showing posts with label THAAD. Show all posts

Sunday, September 29, 2019

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ეშელონირება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

რადგანაც ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები თანამედროვე რაკეტების შესაძლებლობების რადიკალურ ტრანსფორმაციას იწვევს, სისტემები, რომლებიც მათგან დასაცავად გამოიყიენება, განვითარების უწყვეტ ციკლში იმყოფებიან. მრავალშრიანი თავდაცვითი საშუალებები მოიცავს მძლავრ ლოკაციურ რადარებს, მეწინავე კომპიუტერულ ანალიზს, გზაგადამჭრელ რაკეტებს და ამ ბოლომ დროს ძაან გავრცელებულ მიმართული ენერგიის შეიარაღებას (ლაზერებს). აღნიშნული საშუალებები გადამწყვეტ როლს თამაშობენ როგორც კონტინენტური, ასევე საექსპედიციო ანტისარაკეტო თავდაცვის ინტეგრირებულ ქსელებში.

"რაკეტა შესანიშნავად მუშაობდა, თუ არ ჩავთვლით იმას რომ არასწორ პლანეტაზე დაეშვა" (The rocket worked perfectly, except for landing on the wrong planet) - განაცხადა ვერნერ ფონ ბრაუნმა, მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ლონდონზე წარმატებული სარაკეტო იერიშების შედმეგ.

პირველივე დღეებიდან, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს და მათგან თავდაცვის საშუალებებს შორის ტექნოლოგიური "კატა-თაგვობანას" თამაშ მიმდინარეობს, რაც როგორ თავდამსხმელებს, ასევე თავდამცველებს, მუდმივი ტაქტიკური და სტრატეგიული სტრიმის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

რაკეტა LGM-118A Peacekeeper-ის განცალკევებადი, თვითამიზნებადი ქობინის ბლოკების შემოსვლის მომენტი ატმოსფეროში

ბოლო წლებში "განცალკევებადი, ინდივიდუალური თვითდამიზნებადი ბლოკებით აღჭურვილი ქობინების" და ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტების გამოჩენა საგრძნობლად აფერხებდა საიმედო, ეკონომიკურა ეფექტური და გადარჩენადობის მაღალი ხარისხის მქონე ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნას. საპასუხოდ აშშ-მ, რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, ისრაელმა და საფრანგეთმა დიდი თანხები ჩადეს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების ანტისარაკეტო სისტემების შექმნაში. 

წარსულში რეიგანის ადმინისტრაციის მიერ წამოყენებული "სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის" (Strategic Defence Initiative - SDI) პოსტულატი, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა კოსმოსურ, კერძოდ კი ლაზერით აღჭურვილ თანამგზავრებს, როგორც ეკონომიკურად ეფექტურ და სიცოცხლისუნარიან ანტისარაკეტო სისტემას, ერთ-ერთი მიზეზი გახდა სსრკ-ს ეკონომიკური კოლაფსისა და თვითონ აშშ მიიყვანა თავისი ფინანსური და საწარმოო შესაძლებლობების ზღვარზე.

მაგრამ რაკეტების სირთულე, რომელიც შერწყმულია სიჩქარესთან, მანევრულობასთან და სისტემის ორიენტაციის ცვლასთან, ტაქტიკური და სტრატეგიული ანტისარაკეტო თავდაცვისგან მრავალშრიან მიდგომას მოითხოვს, რითაც მას ფასსა და სირთულეს უმატებს. ანტისარაკეტო თავდაცვა სამ დონედ იყოფა და თვითოეული მათგანი ტექნოლოგიებისა და პლატფორმების სხვადასხვა დონეს მოითხოვს. ქვემოთ ამოთვლილია მაგალითები:

ტაქტიკური: მისი დანიშნულებას ახლო მანძილე მოქმედ, 1,5კმ/წმ-ზე ნაკლები სიჩქარის მქონე ტაქტიკურ, ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძლა წარმოადგენს. ტაქტიკურ რსთ სისტემებს, როგორც წესი ახასიათებს მცირე მანძილზე მოქმედება (20-დან 80 კილომეტრამდე), იცავენ მსხვილი ინფრასტრუქტურის მქონე რაიონებს, მათ შორის ქალაქებს, პორტებს, აეროდრომებს და მეწინავე სამხედრო ბაზებს. დღეისთვის მსგავს სისტემებს განეკუთვნებიან ამერიკული MIM-104 Patriot, ებრაული Iron Dome და რუსული С-300В. 
ოპერატიული: მისი დანიშნულებას საშუალო მანძილე მოქმედ, 3კმ/წმ სიჩქარის მქონე, ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძლა წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს საბრძოლო მოქმედებების ლოკალური რაიონის თავდაცვას (როგორც ჩვეულებრივ რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში). დღეისთვის მსგავს სისტემებს განეკუთვნება ამერიკული THAAD, ებრაული Arrow და რუსული С-400. 
სტრატეგიული: მისი დანიშნულებას, 7კმ/წმ სიჩქარის მქონე, საკონტინენტთაშოიროს ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძლა წარმოადგენს. ეს სისტემები სენსორების, კომპიუტერულ სისტემებსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტების რთულ ქსელს ეფუძნება. დღეისთვის მსგავს სისტემებს განეკუთვნება რუსული А-135, რომელიც იცავს მოსკოვს და ამერიკული GMD (Ground-Based Midcourse Defense).

რსთ-ს ეშელონირების ამერიკული პარადიგმა

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითი სისტემების როლები და შესაძლებლობები ასე კონკრეტულადაა განსაზღვრული, სარაკეტო სისტემების სწრაფი განვიტარება და მათი მობილურობა და სისწრაფე ასიმეტრიულ საფრთხეებთან ერთად, ქმნიან სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ანალოგიურად მოქნილ და შთამბეჭდავ პასუხს მოითხოვენ, რათა ეფექტურად მოხდეს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვა. ვნახოთ უახლოეს წლებში რას შემოგვთავაზებს სამხედრო მრეწველობა.

Wednesday, October 24, 2018

LOCKHEED MARTIN-მა პენტაგონს THAAD-ის მე-300 რაკეტა გადასცა

Lockheed Martin-ის, 12 ოქტომბერს გავრცელებული, პრესრელიზის თანახმად, კომპანიამ აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას THAAD-ის (Terminal High Altitude Area Defense) მე-300 გზაგადამჭრელი რაკეტა გადასცა. 200 რაკეტიან ზღუდეს კომპანიამ 13 თვის წინ მიაღწია.


Lockheed Martin's Terminal High Altitude Area Defense (THAAD)

როგორც ცნობილია, აშშ-მ რსთ ძალისხმევის გაძლიერება, ერთი წლის წინ დაიწყო და ამისთვის 2018 წლის ბიუჯეტში სათანადო ხარჯებიც იქნა გამოყოფილი. კერძოდ საუბარი იყო რსთ-ს რაკეტების რაოდენობის გაზრდაზე. გაკეთდა როგორც THAAD-ის, ასევე GMD-ს, ახალი რაკეტების შეკვეთები, დაიწყო ახალი, ადრეული გაფრთხილების, რადიოლოკაციური რადარების მონტაჟი. 
ამის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

THAAD - ეს მსოფლიოში ერთადერთი სისტემაა, რომელიც ანადგურებს საფრთხეებს როგორც ატმოსფეროში, ასევე მის გარეთ. ის "ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემის (Ballistic Missile Defense System (BMDS)) ძირითად ელემენტს წარმოადგენს, ის მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკრუი რაკეტებისგან იცავს როგორც აშშ-ს, ასევე მოკავშირეების ჯარებს, დასახლებულ პუნქტებს და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.

THAAD-მა თავისი 100% ეფეტურობა დაამტკიცა, ის თავსებადია BMDS-ის სხვა ელემენტებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორებიცაა PAC-3, AEGIS, ადრეული აღმოჩენის სისტემები და "მეთაურობის, კონტროლის, ბრძოლის ველის მართვისა და კავშირგაბმულობის" სისტემა (Command, Control, Battle Management and Communications (C2BMC))

2016 წელს, აშშ-ს არმიამ, THAAD-ის მე-7 ბატარეა გაშალა და დღეისთვის სისტემა იცავს ამერიკულ ჯარებს გუამში და სამხრეთ კორეაში. არაბეთის გაერთიანებული საემირო გახდა ამ სისტემის პირველი უცხოელი მყიდველი, მხარეებს შორის ხელშეკრულებას, ხელი 2011 წელს მოეწერა.

წყარო:
Lockheed Martin Delivers 300th THAAD Interceptor

Monday, April 9, 2018

აშშ-ს არმია ორი წლის ფარგლებში THAAD-ისა და Patriot-ის ერთ სისტემაში ჩართვას გეგმავს

მომდევნო ორი წლის განმავლობაში აშშ-ს არმია თავისი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების, ერთ სისტემაში გაერთიანებას გეგმავს. რაც საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (Air and Missile Defense -  AMD) ეფექტურობის გაზრდაში გადამწყვეტ როლს შეასრულებას. ამის შესახებ AMD-ს მოდერნიზაციის პროგრამაზე პასუხისმგებელმა, ერთვარსკვლავიანმა გენერალმა განაცხადა.

ამ მიდგომამ წესით უნდა გააუმჯბესოს მომავალში AMD-ს სამეთაურო და კონტროლის სისტემა და მოახდინოს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საბრძოლო მართვის სისტემის ინტეგრირება.

მაღალი სიმაღლის ტერმიალური სისტემა, ეგრეთ წოდებული THAAD-ი, და საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემა, Patriot, ეს არმიის ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო თავდაცვის "პური და კარაქია" - ამის შესახებ 14 მარტს, ინტერნეტრესურს Defense News-ს, ბრგადის გენერალმა, რენდი მაკინტაირმა განუცხადა.

არმიამ შვიდი კროს-ფუნქციონალური გუნდი ჩაამოაყალიბა (Cross-Functional Teams, იგივე CFT), რომლებმაც მოდერნიზაციის ის ექვსი პრიორიტეტი უნდა გადაწყვიტოს, რომლებიც ამ სისტემების მომავლის მოდერნიზაციას უნდა დაუკავშირდეს.

მაკინტაირი AMD-ს მოდერნიაციის სხვადასხვა მიმართულებებითაა დაკავებული, მათ შორისაა ახლო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწყობრში დაბრუნება, მაგრამ როგორც CFT-მ გადაწყვიტა, სამსახურმა უნდა მიიღოს მაქსიმალურად ყველაფერი არსებული სისტემებიდან.

THAAD-სა და Patriot-ის ერთ ქსელში ჩართვა საჰაერო საფრთხეების მთლიანობაში დასანახად და ოპერატიული ეფექტურობის გასაზრდელად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სამხრეთ კორეაში, საფრთხეების მართვის მიზნით, THAAD და Patriot ერთადაა გაშლილი (აქ ეს ორი სისტემა პირველადაა ერთ კომპლექსში გაერთიანებული). THAAD ასევე გაშლილია გუამზე, ხოლო Patriot-ის ქვედანაყოფები მთელს მსოფლიოშია განლაგებული. Patriot არმიისთვის ყვეაზე ხანგრძლივი და მომგებიანი დაბანდებაა.

"კორეის ნახევარკუნძულზე ჩვენი HAAD და Patriot გვერდიგვერდ მუშაობენ" - განაცხადა მაკინტაირმა, და რადგანაც "ჩვენ ამ ორ სისტემას ერთად  ვიყენებთ, რის შედეგადაც Patriot-ს შეუძლია HAAD-ის შესანიშნავი რადარის (AN/TPY-2) შესაძლებლობები გამოიყენოს და საგრძნობლად გაზარდოს თავისი პოტენციალი".

დაწვრილებით სტატია იხილეთ ბმულზე:

ასევე ცნობილი გახდა რომ THAAD-ისა და Patriot-ის ერთ სისტემაში ინტეგრირების გარდა, გაკეთდა Patriot-ის რაკეტების  THAAD-ის გამშვებში ინტეგრირების მოთხოვნაც



Tuesday, February 13, 2018

მეტი ანტირაკეტა აშშ-ს უსაფრთხოებისთვის

შეერტებული შტატები განაგრძობს ანტისარაკეტო შესაძლებლობების გაუმჯობესებას. როგორც კორპორაცია Lockheed Martin-ის პრეს სამსახური იუწყება, 27 იანვარს, აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტომ (US Missile Defense Agency) 459 მილიონი დოლარის ღირებულების, ახალი გზაგადამჭრელი რაკეტების შეკვეთა გააკეთა.

გზაგადამჭრეი რაკეტის გაშვება THAAD-ის კომპლექსიდან

Lockheed Martin-ის თანახმად, 2017-2018 წლებში, ამერიკის მთავრობამ სულ 1,28 მილიარდი დოლარის ღირებულების გზაგადამჭრელი-რაკეტები შეუკვეთა - ყველა ეს რაკეტა აშშ-ს არმიის Terminal High Altitude Area Defense (THAAD) ტიპის სისტემისთვისაა განკუთვნილი.

THAAD ამერიკის რაკეტსაწინააღმეგო თავდაცვის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ის ახლო და საშუალო რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტებისგან იცავს სამხედრო ობიექტებს, დასახლებულ პუნქტებს და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტუქტურას. დღეისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტოს არსენალში 200-ზე მეტი რაკეტა გზაგადამჭრელი იმყოფება. აღსანიშნავია რომ ამ კომპლექსის თხუთმეტივე გამოცდა წარმატებით განხორციელდა.


წყარო:

Friday, May 5, 2017

THAAD-ის ტიპის ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის პოზიციები სამხრეთ კორეაში

2017 წლის 2 მაისს, სამხრეთ კორეისა და ამერიკის სამხედრო წარმომადგენლებმა, სამხრეთ კორეის პროვინცია კენსან-ნამდოში, სუნჯოუში, დაგეგმილი ორი ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ბატარეიდან პირველის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების შესახებ განცხადება გააკეთეს. კომპლექს THAAD-ის ბატარეის შემადგენლობაში შედის რადიოლოკაციურისადგური AN/TPY-2. ზოგიერთი წყაროს თანახმად, გაშლილი ბატარეა აშშ-ს არმიის ერთ-ერთ ყველაზე უძველეს და „ელიტარულ“ საარტილერიო ნაწილს ეკუთვნის - ეს ფორტ-ბლისში ბაზირებული 11-ე ჰსთ ბრიგადის მე-2 საზენიტო არტილერიის პოლკის “A” ბატარეაა.

Friday, November 9, 2012

იარაღის მეგაშესყიდვები ყატარის მიერ


2012 წლის 8 ნოემბერს აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency – DSCA) გაავრცელა მის მიერ აშშ–ს კონგრესისათვის გაგზავნილი შეტყობინების პრეს–რელიზი, სადაც საუბარია ყატარისთვის FMS (Foreign Military Sales) ხაზით 9,9 მილიარდი დოლარის ღირებულების 11 ერთეული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot PAC-3–ის (ანუ 11 ბატარეის) მოსალოდნელი მიწოდების. ამ თანხაში ასევე შედის სისტემების თანმხლები მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, სერვისული მხარდაჭერა და პირადი შემადგენლობის მომზადება.
პრეს–რელიზის თანახმად, მოსალოდნელ შესყიდვაში შევა 11 ცალი რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-65, 11 ცალი მართვის სისტემა AN/MSQ-132, 30 ცალი ანტენა, 44 ცალი გამშვები დანადგარი M–902, 248 ცალი საზენიტო რაკეტა MIM-104E GEM-T (მათშორის ორი საცდელი), 778 ანტირაკეტა PAC-3 (მათშორის 10 საცდელი) და 11 ცალი ელექტროსადგური.
მანამდე, 5 ნოემბერს DSCA იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელია ყატარს FMS ხაზით 6,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ანტირაკეტა THAAD–ები მიაწოდონ. შეკვეთაში უნდა შევიდეს THAAD–ის 12 ცალი გამშვები დანადგარი, 150 ცალი ანტირაკეტა, ცეცხლის მართვის ორი პუნქტი, ორი რადიოლოკაციური სადგური AN/TPY-2 და ერთი ცალი შორეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური.


წყარო: