იერიშში ირანმა 18 უპილოტო და 7 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. მიზანს მხოლოდ სამმა ფრთოსანმა რაკეტამ ვერ მიაღწია.
საუდის არაბეთის არმიის შეიარაღებაზე იმყოფება ისეთი თანამედროვე ამერიკული ჰსთ კომპლექსი, როგორიცაა Patriot. აღნიშნულმა სისტემებმა მთელი რიგირ მიზეზების გამო ვერ მოახდინეს სათანადო რეაგირება. პირველ რიგში დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეებზე რეაგირებისთვის დრო ნაკლები იყო, მეორე და არანაკლებ მნშნელოვანი - სისტემები საპირისპირო მხარეს იყურებოდნენ (ასე განაცხადეს ამერიკელებმა). როგორც ცნობილია Patriot-ის სისტემების რადარი უძრავია და მხოლოდ 120 გრადუსს ფარავს, შესაბამისად ირანმა მათი ხედვის მკვდარი ზონები გამოიყენა და საკმაოდ წარმატებულადაც.
ქვედა სქემაზე მოყვანილია Patriot-ების განლაგების ცნობილი პოზიციები - თვითონ მათ შორისაც აუარება ღრიჭოებია დატოვებული (წრეები მათი მოქმედების რადიუსია)
სქემა რომელზეც ჩანს Patriot-ების სამუშაო სექტორები - ლურჯად და შავად მათი 120 გრადუსიანი კონტროლის არეებია ასახული, წითლად სავარაუდო თავდასხმის მიმართულება იემენიდან, ხოლო მწვანედ ის დერეფანი რომელიც ირანმა იერიშისთვის გამოიყენა (როგორც ვხედავთ ირანის დაზვერვამ იდეალურად იმუშავა)
თუმცაღა Patriot-ების გარდა ქარხნებს სხვა ჰსთ კომპლექსებიც იცავდა. კერძოდ აბქაიქის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვისთვის ეყენა
Crotal-ის ორი გამშვები და 1 რადიოლოკაციური სადგური
2 ცალი 35 მილიმეტრიანი Skyguard (Skyguard-ის კიდევ 2-3 პოზიცია ცარიელია)
თვითონ კომპლექსები - ცოტა არ იყოს და რატო არ მოხდა სათანადო რეაგირება ჩემთვის გაუგებარია
როგორც ინტერნეტ რესურსი DefenseNews თავის სტატიაში, სახელწოდებით "House panel wants cheaper Patriot missile", იუწყება - აშშ-ს არმიის მინისტრმა, კონგრესის დავალებით, Patriot-ისთვის განკუთვნილი ახალი, იაფი და უნივერსალური საზენიტო რაკეტის ვარიანეტები უნდა მოიძიოს.
Patriot-ის გზაგადამჭრელი რაკეტის ღირებულება 5 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, შესაბამაისად როგორც აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტი, ასევე უცხოელი მყიდველები, ეძებენ მარაგების შევსების იაფ გზებს. მათი მიზანია რომ რაკეტის ღირებულება 5-ჯერ შეამცირონ და მილიონ დოლარამდე დაწიონ .
ექსპერტების ვარაუდიდთ, Patriot-ის ახალი რაკეტა, ინდექსით PAAC-4 (Patriot Advanced Affordable Capability-4), სხვა არაფერია თუ არა Stunner, რომელიც ებრაული რაკეტაა და ჰსთ კომპლეს "Kelah Da'vid"-ის (ეგრეთ წოდებული "დავითის შურდული") შემადგენლობაში შედის.
ჰსთ კომპლეს "Kelah Da'vid"-ის შემადგენლობაში შემავალი, Raytheon-ისა და ებრაული Rafael-ის ერთობლივ ქმნილება - საზენიტო რაკეტა Stunner
რაკეტა ამერიკული Raytheon-ისა და ებრაული Rafael-ის ერთობლივ ქმნილებას წარმოადგენს. მის განმასხვავებელ ნიშანს კუზიანი, ეგერთ წოდებული "დელფინის ტიპის", რაკეტა წარმოადგენს, რომელშიც მულტისენსორული დამიზნების თავაკია განთავსებული - წინ ელექტრო-ოპტიკური/ინფრაწითელი დამიზნების და კუზის უკან რადიოაქტიური. მსგავსი კონფიგურაცია რაკეტისთვის ხარვეზების დადგმას ფაქტიურად არაეფექტურს ხდის.
აღნიშნული რაკეტა არსებულისგან შემდეგი მონაცემებით განსხვავდება:
მისი ღირებულება PAC-2-ის 20% უდრის (არა იაფია 20%-ით, არამედ 20%, ანუ ერთი მეხუთედია)
აღჭურვილია ინფრაწითელი/ელექტრო-ოპტიკური/რადიო დამიზნების თავაკით (ამასთან არსებობს ვარაუდი რომ რადიოდამიზნების თავაკი აქტიურია)
ძრავა ორ საფეხურიანი, მრავალიმპულსური (3 ან მეტი)
შეუძლია გაანადგუროს ტაქტიკური ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები და მსხვი კალიბრის ჭურვები
მომდევნო ორი წლის განმავლობაში აშშ-ს არმია თავისი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების, ერთ სისტემაში გაერთიანებას გეგმავს. რაც საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის (Air and Missile Defense - AMD) ეფექტურობის გაზრდაში გადამწყვეტ როლს შეასრულებას. ამის შესახებ AMD-ს მოდერნიზაციის პროგრამაზე პასუხისმგებელმა, ერთვარსკვლავიანმა გენერალმა განაცხადა.
ამ მიდგომამ წესით უნდა გააუმჯბესოს მომავალში AMD-ს სამეთაურო და კონტროლის სისტემა და მოახდინოს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საბრძოლო მართვის სისტემის ინტეგრირება.
მაღალი სიმაღლის ტერმიალური სისტემა, ეგრეთ წოდებული THAAD-ი, და საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემა, Patriot, ეს არმიის ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო თავდაცვის "პური და კარაქია" - ამის შესახებ 14 მარტს, ინტერნეტრესურს Defense News-ს, ბრგადის გენერალმა, რენდი მაკინტაირმა განუცხადა.
არმიამ შვიდი კროს-ფუნქციონალური გუნდი ჩაამოაყალიბა (Cross-Functional Teams, იგივე CFT), რომლებმაც მოდერნიზაციის ის ექვსი პრიორიტეტი უნდა გადაწყვიტოს, რომლებიც ამ სისტემების მომავლის მოდერნიზაციას უნდა დაუკავშირდეს.
მაკინტაირი AMD-ს მოდერნიაციის სხვადასხვა მიმართულებებითაა დაკავებული, მათ შორისაა ახლო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწყობრში დაბრუნება, მაგრამ როგორც CFT-მ გადაწყვიტა, სამსახურმა უნდა მიიღოს მაქსიმალურად ყველაფერი არსებული სისტემებიდან.
THAAD-სა და Patriot-ის ერთ ქსელში ჩართვა საჰაერო საფრთხეების მთლიანობაში დასანახად და ოპერატიული ეფექტურობის გასაზრდელად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სამხრეთ კორეაში, საფრთხეების მართვის მიზნით, THAAD და Patriot ერთადაა გაშლილი (აქ ეს ორი სისტემა პირველადაა ერთ კომპლექსში გაერთიანებული). THAAD ასევე გაშლილია გუამზე, ხოლო Patriot-ის ქვედანაყოფები მთელს მსოფლიოშია განლაგებული. Patriot არმიისთვის ყვეაზე ხანგრძლივი და მომგებიანი დაბანდებაა.
"კორეის ნახევარკუნძულზე ჩვენი HAAD და Patriot გვერდიგვერდ მუშაობენ" - განაცხადა მაკინტაირმა, და რადგანაც "ჩვენ ამ ორ სისტემას ერთად ვიყენებთ, რის შედეგადაც Patriot-ს შეუძლია HAAD-ის შესანიშნავი რადარის (AN/TPY-2) შესაძლებლობები გამოიყენოს და საგრძნობლად გაზარდოს თავისი პოტენციალი".
ასევე ცნობილი გახდა რომ THAAD-ისა და Patriot-ის ერთ სისტემაში ინტეგრირების გარდა, გაკეთდა Patriot-ის რაკეტების THAAD-ის გამშვებში ინტეგრირების მოთხოვნაც
როგორც უკვე ვწერდი გერმანელები მზად იყვნენ ხომალდზე დასატვირთავად და თურქეთში გასამგზავრებლად. ბოლო ინფრომაციით გერმანული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, patriot–ები უკვე დაიტვირთა ხომალდზე. მთლიანობაში 300–ზე მეტი ავტომანქანა, ყუთი და კონტეინერი იქნა დატვირთული ჰოლანდიურ ხომალდ Suecia Seaways–ის ბორტზე.
ამერიკელ ჯარისკაცთა 400 კაციანიმ ჯგუფმა, რომლებიც აშშ–ს მიერ თურქეთში გადაგზავნილ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს Patriot–ებს უნდა მოემსახუონ, უკვე დაიწყეს თურქეთში, ავიაბაზა Incirlik–ში ჩასვლა. ამავე ბაზაზე მომავალ კვირას მათი აღჭურვილობა და ტექნჰიკაც ჩავა.
როგორც უკვე ვწერდი ამერიკა თურქეთში ორ ცალ Patriot–ის კომპლექსს აგზავნის, რომლების დისლოკაციის ადგილიც ოკლაჰომაშია. გერმანელი და ჰოლანდილეი ჯარისკაცები თურქეთში მომდევნო კვირას ჩავლენ და მათთან ერთად მათი ტექნიკაც დაიწყებს თურქეთში ჩასვლას.
თურქეთში გასამგზავრებლად გამზადებული ჰოლანდიური Patriot-ები
2012 წლის 4 დეკემბერს NATO–ს ხელმძღვანელობამ თურქეთის ტერიტორიაზე საზენტიო–სარაკეტო სისტემების, «Patriot»–ების გაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. NATO–ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების გაშლის ოპერაცია 2013 წლის დასაწყისში დაიწყება და 2014 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. მისი მიზანი თურქეთისა და სირიის საზღვრის 900 კილომეტრიანი მონაკვეთის გაკონტროლება და სირიის მხრიდან პოტენციური საჰაერო დარტყმებისგან თურქეთის დაცვაა.
NATO–ს ხელმძღვანელობამ თავისი მეკავშირის საჰაერო სივრცის დასაცავად გადაწყვიტა «Patriot»–ის ყველაზე თანამედროვე ვერსიის, PAC-3–ის გაშლა, რომელიც მხოლოდ აშშ–ს, ნიდერლანდებისა და გერმანიის შეიარარებაში იმყოფება. ყოველი ამ ქვეყანათაგანი თურქეთს ორ ასეთ კომპლექსს მიაწოდებს, თავისი საბრძოლო გათვლებით, რომლებიც მთლიანობაში 400 კაცი იქნება.
ორი ამერიკული სისტემა ქალაქ ღაზიანტებთან განთავსდება და საჰაერო სივრცეს სირიულ ქალაქ ალეპუმდე გააკონტროლებს. ჰოლანდიური «Patriot»–ები თურქეთის სამხრეთ პროვინცია ადანაში განთავსდება და ხმელთაშუა ზღვის საჰაერო სივრცეს სირიის პორტებამდე – ლატაკიამდე და ტარტუსამდე გააკონტროლებს. ორი გერმანული სისტემა პროვინცია კახრამანმარშში, საზღვრიდან 100 კილომეტრში განთავსდება და მათ და ამერიკელებს საერთო სამოქმედო ზონა ექნებათ.
2012 წლის დეკემბერში ბუნდესვერმა, მას მერე რაც თურქეთმა დახმარებისთვის მიმართა, გადაწყვიტა ამ ქვეყანაში «Patriot»–ის ორი სისტემა გაეგზავნა, მაგრამ როგორც გერმანიის სამხედრო მეთაურობა აცხადებს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ სირიის ტერიტორიაზე "არასაფრენი ზონა" იქნება გამოცხადებული.
დღეს სისტემების გასაშლელი მომზადებები უკვე დასრულებულია. როსტოკთან მდებარე ქალაქ ზანიცში და ბად–ზულცეში დისლოცირებული მე–2 ჰაერსაწინააღმდეგო ესკადრილიის ქვედანაყოფები მზად არიან გამშვებების, რადიოლოკაციური სადგურების და ტექნიკური უზრუნველყოფისგან შემდგარი კოლონით დაიძრნენ. ტექნიკის გადაცემა 2013 წლის 7 იანვარს, პორტ ტრავემუნდეში (ლიუბეკი) განხორციელდება. აქედან სისტემები 8 იანვარს თურქეთში ზღვით იქნებიან გადაყვანილები და იქედან გასაშლელად კახრამანმარშში იქნებიან გადასროლილები.
სისტემების გათვლის 170 გერმანელი ჯარისკაცი ადგილზე თვითმფრინავებით მოგვიანებით იქნებიან გადაყვანილები. მომავალში ქვედანაყოფის შემადგენლობა სავარაუდოდ 400 კაცამდე გაიზრდება. გეგმის ტანახმად 1 თებერვალს გერმანული კონტინგენტი საბრძოლო რეჟიმზე უნდა იქნას გაყვანილი.
2006 წლიდან მოყოლებული დრემდე გერმანიაში 24 ჰაერსაწინაარმდეგო ქვედანაყოფი მსახურობს, რომლებიც «Patriot»–ებითაა აღჭურვილი. ყოველი კომპლექსის შემადგენლობაში შედის:
ბატაერის ცეცხლის მართვის პუნქტი AN/MSQ-104 (Engagement Control Station – ECS)
მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-65 (Radar Set – RS)
რვა გამშვები დანადგარი М901 (Launching Station – LS), ყოველი მათგანი ოთხი რაკეტა, MIM104C არის აღჭურვილი
ელექტროსადგური (Electric Power Plant – EPP ან Strom-Erzeuger-Aggregat – SEA)
ანძა–ანტენასთან და უზრუნველყოფის ჯგუფთან დამაკავშირებელი პუნქტი (AMG)
ქვემოთ მოყვანილია 2010 წელს გადაღებული გერმანული «Patriot»–ების სურათები, რომლებიც როსტოკ–ვარნემიუნდეში, სამხედრო–საზღვაო ბაზა «Hohe Düne» დისლოცირდება.
პალესტინა–ისრაელის ხანმოკლე კონფლიქტის მთავარ მოვლენად ებრაული "რკინის გუმბათი" და მისი მუშაობა გახდა, რაზეც არა ერთხელ ვწერდი (Iron Dome VS რაკეტების სეტყვა და Iron Dome ინდოეთის არმიის სკანერის ქვეშ). ამ სისტემის გარეშე ისრაელისთვის პალესტინური რაკეტებისგან მიყენებული ზარალი და ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად სიფრთხილე გვმართებს "რკინის გუმბათის" შესახებ გავრცელებული მითებთან მიმართებაში.
ამ კონფლიქტის დასაწყისი გახდა ნამდვილი საბრძოლო გამოცდა ებრაული სისტემისთვის, რომლის განმავლობაშიც სისტემამ 400–მდე რაკეტის თუ ჭურვის ჩამოგდება მოახერხა და მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ბევრი მითი და ლეგენდა გავრცელდა – როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.
მოქმედების რადიუსი
ერთ–ერთი მთავარი მითი "რკინის გუმბათის" შესახებ, რომელიც წარმოიშვა ეს მისი მოქმედების რადიუსია – დასახელდა ციფრი 70 და თვით 250 კილომეტრიც კი. და ამასთან ამ სისტემის ერთი ბატარეა ფარავს 150 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე რაიონს (უხეშად რომ ვთქვათ 7 კილომეტრი რადიუსის მქონე წრე), რაც არანაირად არ ჯდება მოცემულ ციფრებში.
საიდან გაჩნდა ეს ციფრები – «4–დან 70–მდე» და მით უფრო «4–დან 250–მდე»? სინამდვილეში ეს ციფრები მიზნის პარამეტრს წარმოადგენს – ეს იმ რეაქტიული ჭურვებისა და ბალისტიკური რაკეტების ფრენის მანძილია, რომელთა განადგურებაც "რკინის გუმბათს" შეუძლია. 4 კილომეტრზე ახლო მანძილიდან გაშვებული რეაქტიული ჭურვებისა და ნაღმების დაფიქსირება სისტემას არ შეუძლია, ხოლო 70 კილომეტრზე დიდი მანძილიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მიუწვდომელია სისტემისთვის მისი დიდი სიჩქარის გამო. თუმცაღა ისრაელი გეგმავს სისტემის მოდერნიზაციას, რის შემდეგაც "რკინის გუმბათის" მიერ განადგურებული მიზნების სროლის დიაპაზონი 250 კილომეტრამდე გაიზრდება. ამისათვის უფრო სწრაფი და უფრო შორსმსროლელი ანტირაკეტის შექმნა იქნება საჭირო, რაც საშუალებას მისცემს სისტემას უფრო დიდი ფართობი გადაფაროს.
დღესდღეობით კი "რკინის გუმბათი" წარმოადგენს ბოლო ზღვარის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვი კომლექსს, რომელსაც 7 კილომეტრიანი მოქმედების რადიუსი გააჩნია. სწორედ ამ რადიუსში მდებარე ობიექტების დაცვა შეუძლია მას ზემოთ აღწერილი მახასიათებელების მქონე საფრთხეებისგან.
"რკინის გუმბათის" ძირითად ღირსებას კი მისი რადარი წარმოადგენს. კომპანია Elta Systems–ის მრავალფუნქციური რადიოლოკაციურ სადგურს, EL/M-2084-ს, სწრაფად შეუძლია მოახდინოს მიზნების იდენტიფიკაცია და მათი ტრაექტორიის გამოთვლა. პალესტინური კუსტარული რაკეტების საკმაოდ დაბალი სიზუსტის გამო ისენი ხშირად ცდებიან მიზანს და ამიტომ ასეთ შემთხვევაში საფრთხეს არ წარმოადგენენ. რადარის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა მოხდეს ისეთი რაკეტების იგნორირება, რომლებიც დასახლებულ პუნქტს საფრთხეს არ უქმნიან და ამგვარად მხოლოდ ისეთებზე რეაგირებს რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ. ყოველივე ამასთან გადაჭერის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია: 14–დან 21 ნოემბრამდე 421 ცალ ჩამოგდებულ პალესტინურ რაკეტაზე 58 ცალი ქალაქში დაცემული რაკეტა მოდის, რის შედეგადაც 5 მოქალაქე დაიღუპა და 240 დაიჭრა. ამას გარდა უსაფრთხო ადგილას 875 რაკეტა ჩამოვარდა, რაზეც სისტემას რეაგირება არ მოუხდენია.
ფასი
მეორე არანაკლებ პოპულარული მითი ეს "რკინის გუმბათის" ძალიან დიდი ფასია: მისი ერთი რაკეტის ფასი მიახლოებით 50 000 დოლარია, რაც გაცილებით ძვირია პალესტინელების მიერ გამოყენებულ ნაღმებზე და რაკეტებზე. როგორც ოფიციალური წყაროებიდან ხდება ცნობილი, მთლიანობაში ისრაელის ბიუჯეტს, ამ დღეებში "რკინის გუმბათის" მუშაობა 30 მილიონი დოლარი დაუჯდა, მაგრამ აქ საფრთხე–თავდაცვის სისტემების ფასთა შედარება უადგილოა.
421 განადგურებული რაკეტის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნას გაცილებით მეტი ეკონომიკური ზარალი მოჰყვებოდა და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი დაშავდებოდა თუ დაიღუპებოდა, რაც თავის მხრივ სხვა თუ არაფერი ისევ და ისევ ფინანსურ ზარალთან ასოცირდება, და ეს ყველაფერი მთლიანობაში ამ 30 მილიონზე მეტი გამოვიდოდა.
დასამტკიცებლად მაგალითის მოყვანაც შეიძლება: 2006 წელს, ლიბანის მეორე ომის დროს, როდესაც ისრაელის მიმართულებით 4000 რაკეტა იქნა გაშვებული, საიდანაც დაახლოებით 1000 რაკეტა დასახლებულ პუნქტს დაეცა. ამ დაბომბვებისგან მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამგვარად ანტირაკეტაზე გაწეული ხარჯი მოსალოდნელი ხარჯის 5% უდრის და ეს ხარჯები სწორედაც რო გამართლებულია.
რაკეტები
მომდევნო მითი ამ სისტემის მიერ განადგურებულ რაკეტებს უკავშირდება: ისრაელზე დაცემულ რაკეტებს სისტემატიურად უწოდებენ ხან "Катюша"–ს და ხან "Град"–ს, რაშიც სავარაუდოდ მათი საბჭოთა ან რუსული წარმომავლობა იგულისხმება. ეს მითი რეალობისგან საკმაოდ შორსაა.
ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების უმეტესობა წარმოადგენს კუსტრაულად დამზადებული "Qassam"–ებს ან ირანული "Fadjir"–ებს, რომელთა ფრენის სიშორე 45–75 კილომეტრს უდრის. ხოლო ამ სისტემების რუსული დასახელებები სავარაუდოდ ცივი ომიდანაა შემორჩენილი, როდესაც ისრაელის მოწინააღმდეგეები აქტიურად იყენებდნენ ამ კატეგორიის საბჭოთა სისტემებს.
პალესტინელთა არსენალში არსებული რაკეტები
პალესტინელთა რაკეტების გამშვები პოზიციები
ყოველივე ზემოთ თქმულთან ერთად "რკინის გუმბათის" გადაჭერის შესაძლებლობებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს: ამ სისტემას ორი სერიოზული შეზღუდვა გააჩნია.
პირველი შეზღუდვა მასრიებულ დაბომბვას ეხება. "რკინის გუმბათს" შეუძლია გზა გადაუჭრას და გაანადგუროს ერთეული ტერორისტული რაკეტები, ან რამოდენიმე რაკეტიანი მცირე ზალპი, მაგრამ ამავე ეფექტურობით ის ვერ იმოქმედებს სრულფასოვანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის წინააღმდეგ, ისეთის როგორიც მაგალითად "Град"–ია და მითუმეტეს არაა საუბარი ამ დანადგარების ბატარეაზე, სადაც 6 ცალი 40 გამშვებიანი დანადგარი შედის – ასეთი მასრიებული შეტევის წინააღმდეგ ებრაული სისტემა უძლურია.
კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო გაბუქება, რომლის მსხვერპლიც "რკინის გუმბათი" გახდა, ეს მის მიერ ისრაელის ირანული რაკეტებისგან დაცვის შესაძლებლობაა. ამგვარი ფრენის სიშორის მქონე რაკეტის (1500 კილომეტრი და ზევით) გადაჭერა ამ სისტემისთვის შეუძლებელია. ამგვარი საფრთხის მოსაგერიებლად ისრაელს სხვა შეიარაღება გააჩნია: პირველ რიგში ეს ისრაელის მიერ შექმნილი, შორს მოქმედი, საზენიტო–სარაკეტო სისტემა Arrow–სია, ხოლო შემდეგ უკვე აშშ–ში ნაყიდი საზენიტო–სარეაკეტო სისტემა "Patriot"-ია. ამას გარდა ისრაელში საკმაოდ გააქტიურდა საშუალო მანძილზე მოქმედი ანტისარაკეტო საზენიტო–სარაკეტო სისტემა "David's Sling"-ზე (დავითის შურდული) მუშაობა, რომელსაც 300 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების განადგურების შესაძლებლობა ექნება.
David's Sling–სის საცდელი გაშვებები
P.S. თავისი ამოცანის ფარგლებში "რკინის გუმბათმა" საკმაოდ წარმატებულად ჩააბარა გამოცდა. ამ მომენტში ცახალს ამ სისტემის ხუთი ბატარეა აქვს გაშლილი და დაგეგმილია კიდევ ევსის გაშლა და იმის დამადასტურებლად თუ რამდენად წარმატებულად იმოქმედა ამ ებრაულმა სისტემამ ქვემოთ მოყვანილი სურათებიც კმარა, საიდანაც ჩანს რომ "Iron Dome" ისრაელში საკულტო ფიგურად იქცა.