როგორც ინტერნეტ რესურსი DefenseNews თავის სტატიაში, სახელწოდებით "House panel wants cheaper Patriot missile", იუწყება - აშშ-ს არმიის მინისტრმა, კონგრესის დავალებით, Patriot-ისთვის განკუთვნილი ახალი, იაფი და უნივერსალური საზენიტო რაკეტის ვარიანეტები უნდა მოიძიოს.
Patriot-ის გზაგადამჭრელი რაკეტის ღირებულება 5 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, შესაბამაისად როგორც აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტი, ასევე უცხოელი მყიდველები, ეძებენ მარაგების შევსების იაფ გზებს. მათი მიზანია რომ რაკეტის ღირებულება 5-ჯერ შეამცირონ და მილიონ დოლარამდე დაწიონ .
ექსპერტების ვარაუდიდთ, Patriot-ის ახალი რაკეტა, ინდექსით PAAC-4 (Patriot Advanced Affordable Capability-4), სხვა არაფერია თუ არა Stunner, რომელიც ებრაული რაკეტაა და ჰსთ კომპლეს "Kelah Da'vid"-ის (ეგრეთ წოდებული "დავითის შურდული") შემადგენლობაში შედის.
ჰსთ კომპლეს "Kelah Da'vid"-ის შემადგენლობაში შემავალი, Raytheon-ისა და ებრაული Rafael-ის ერთობლივ ქმნილება - საზენიტო რაკეტა Stunner
რაკეტა ამერიკული Raytheon-ისა და ებრაული Rafael-ის ერთობლივ ქმნილებას წარმოადგენს. მის განმასხვავებელ ნიშანს კუზიანი, ეგერთ წოდებული "დელფინის ტიპის", რაკეტა წარმოადგენს, რომელშიც მულტისენსორული დამიზნების თავაკია განთავსებული - წინ ელექტრო-ოპტიკური/ინფრაწითელი დამიზნების და კუზის უკან რადიოაქტიური. მსგავსი კონფიგურაცია რაკეტისთვის ხარვეზების დადგმას ფაქტიურად არაეფექტურს ხდის.
აღნიშნული რაკეტა არსებულისგან შემდეგი მონაცემებით განსხვავდება:
- მისი ღირებულება PAC-2-ის 20% უდრის (არა იაფია 20%-ით, არამედ 20%, ანუ ერთი მეხუთედია)
- აღჭურვილია ინფრაწითელი/ელექტრო-ოპტიკური/რადიო დამიზნების თავაკით (ამასთან არსებობს ვარაუდი რომ რადიოდამიზნების თავაკი აქტიურია)
- ძრავა ორ საფეხურიანი, მრავალიმპულსური (3 ან მეტი)
- შეუძლია გაანადგუროს ტაქტიკური ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები და მსხვი კალიბრის ჭურვები
- ფრენის მაქსიმალური მანძილი 175 მილი
No comments:
Post a Comment