Sunday, June 9, 2019

უკრაინულ-თურქული დისტანციური საბრძოლო მოდული "SERDAR"

ტსმრ-ით აღჭურვილმა უკრაინულ-თურქულმა უახლესმა დისტანციურმა საბრძოლო მოდულმა "SERDAR"-მა უცხოელი შემკვეთისთვის გამოცდები გაიარა.



უკრაინაში უცხოელი შემკვეთისთვის შექმნილი ახალი მოდულის - "SERDAR"-ის საკვალიფიკაციო გამოცდები დასრულდა. ამგვარად თურქული "Aselsan"-ისა და უკრაინული "Луч"-ის და "СпецТехноЭкспорт"-ის ერთობლივი ქმნილება სერიული წარმოებისთვის მზადაა. მწარმოებელი ასევე იმედოვნებს, რომ მოდულით თურქული და უკრაინული სამხედროებიც დაინტერესდებიან.


უკრსინაში განხორციელებული "SERDAR"-ის საცეცხლე გამოცდები

თურქული მხარე სისტემის შექმნასა და ინტეგრაციაზე იყო პასუხისმგებელი, კერძოდ - სტაბილიზაციის, ცეცხლის მართვის, სამიზნის აღმოჩენისა და გაცილების, ინფრაწითელი/ვიდეო გამოსახულების, ლაზერული მანძილმზომისა და სხვა სისტემებზე. თავის მხრივ "СпецТехноЭкспорт" უზრუნველყოფს "Луч"-ში შექმნილი ტსმრ "СКІФ"-ის და მისი მართვის სისტემის მიწოდებასა და ინტეგრაციას.

ტანკსაწინააღმეგო კომპლექსით აღჭურვილი მოდული "SERDAR" წარმოადგენს დისტანციურად მართვადი შეიარაღების უნივერსალურ სტაბილიზირებულ სისტემას, რომელიც ცუდ ამინდში და დღისა-ღამის პირობებში უზრუნველყოფს შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების მაღალ ექფეტურობას.


მოდულის ძირითად იარაღს მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი "СКІФ" წარმოადგენს. მოდულზე კომპლექსში შემავალი РК-2С ტიპის 2 რაკეტა აყენია (შესაძლებელია 4-ის დაყენებაც). ამ 130 მილიმეტრიან მართვად რაკეტებს 5 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ დინამიკური დაცვის მიღმა 800 მილიმეტრი ჯავშნის გარღვევა. ამას გარდა მოდული 12,7 და 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევებითაც არის აღჭურვილი.

შემკვეთის სურვილის შემთხვევაში "SERDAR"-ზე კომპლექს "СКІФ"-ში შემავალი 152 მილიმეტრიანი РК-2М ტიპის რაკეტების დაყენებაა შესაძლებელი. მსგავს მოდიფიკაციაში მოდულის საბრძოლო დისტანცია 5,5 კილომეტრამდე გაიზრდება, ხოლო ჯავშანგამტანობა დინამიკური დაცვის მიღმა 1100 მილიმეტრს გაუტოლდება.

მოდული ორ სიბრტყეშია სტბაილიზირებული, ის მცირე წონითა და მოცულობით ხასიათდება და მისი ინტეგრირება სხვადასხვა პლატფორმებზეა შესაძლებელია.

No comments:

Post a Comment