Friday, June 14, 2019

Тигр Next - რუსული Тигр-ის ახალი მოდიფიკაცია

ჯავშანი ავტომობილი Тигр-ის მწარმოებელმა, კომპანია ГАЗ-მა, საცდელ საკონსტრუქციო სამუშაო "Атлет"-ზე მუშაობის დაწყება შარშან დააანონსა. ახალი მანქანა Тигр-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს.


Тигр Next-ის სახელით ცნობილი ახალი მანქანის ტტმ უცნობია, მაგრამ ინტერნეტში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი წინამორბედის ყველაზე სერიოზული კონსტრუქციული ხარვეზი გამოსწორებულია - V-სებური ფსკერი გაზრდილ ნაღმედეგობაზე მიუთითებს. მწარმოებლის განცხადების თანახმად 6 კგ ტროტილზეა გათვლილი, ასევე 1600 კილოთი გაზრდილია მანქანის ტვირთამწეობაც.






No comments:

Post a Comment