აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ყველაზე საიდუმლო აპარატი, Celera 500L, პირველი ფრენისთვის ემზადება. აღნიშნული თვითმფრინავი, ზედმეტსახელად "ტყვია", საწვავის მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
2017 წელს პირველად გახდა ცნობილი კომპანია Otto Aviation-ის მიერ შექმნილი თვითმფრინავის შესახებ, რომელსაც თავისი ფორმის გამო ზედმეტსახელად "ტყვია" ეწოდა. ორი წლის შემდეგ, 2019 წლის პირველ ნახევარში, თვითმფრინავი სამხრეთ კაროლინაში, ვიკტორვილთან მდებარე მომარაგების აეროპორტში ხელახლა იქნა შემჩნეული - თვითმფრინავმა აეროდრომზე გარბენი შეასრულა და როგორც ჩანს პირველი ფრენისთვისაც ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავ Otto Aviation Celera 500L-ის დიაზინში ბევრი რამე გაურკვეველი და უცნობია, მაინც შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ - ის თავისი მაღალეფექტური ფრენის წყალობით სრულიად შეცვლის არსებული ავიაკოსმოსური ტექნიკის თამაშის წესებს და არაა გამორიცხული რომ ბაზრის რადიკალური გადაორიენტირებაც კი გამოიწვიოს.
ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფოტოებში, თვითმფრინავის კუდზე აშშ-ს საერგისტრაციო ნომერი "N818WM" არის დატანილი, რაც 2017 წლის ფოტებისგან განსხვავებით მის სიმწიფეზე მოწმობს.
საპატენტო დოკუმენტაციის თანახმად - თვითმფრინავის მომსახურება უნდა იყოს მარტივი, მას ერთი პილოტი უნდა მართავდეს და მას ყველა არსებული ასაფრენი ბილიკდან უნდა შეეძლოს ფრენების განხორციელება.
პატენტში ასევე საუბარია პირობითი თვითმფრინავის მონაცემებზე - მისი მაქსიმალური სიჩქარე 460-510 მილი საათშია (740-820 კმ/სთ), ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 65 000 ფუტი (20 კილომეტრი). მოცემულ სიმაღლესა და სიჩქარეზე თვითმფრინავის საწვავის ეფექტურობამ 30-42 მილი გალონზე უნდა შეადგინოს. შედარებისთვის მსუბუქი, ერთძრავიანი Pilatus PC-12-ის კრეისერული სიჩქარე 330 მილ მსაათს (531 კმ/სთ) უდრის, ფრენის სიმაღლე 30 00 ფუტია (9 კილომეტრი), ხოლო მისი საწვავაის ეფექტურობა 5 მილი გალონზეა. ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ Celera 500L-ის სიჩქარის მქონე Learjet 70 (რომლის ფრენის ჭერი შედარებით ნაკლებია) - აღნიშნული თვითმფრინავი კრეისერული სიჩქარით ფრენისას გალონით 3 მილს გადის. ამგვარად გამოდის, რომ Otto Aviation-ის თვითმფრინავის საწვავაის ეფექტურობა 6-10-ჯერ მაღალია.
ამგვარი ეფექტურობის მიღწევას თვითმფრინავი კომპანია "Raikhlin Aircraft Engine Developments"-ის (RED) ძრავა A03 V12-ით გეგმავს.
ძრავა RED A03
თვითმფრინავი Celera 500L, 2019 წელი
No comments:
Post a Comment