სამხედრო თემატიკის ჩინურ ინტერნეტ რესურსებში, შანხაიში მდებარე Shanghai Jiangnan Shipyard Group-ის ვერფზე აშენების სტადიაში მყოფი ჩინეთის საზღვაო ძალებისთვის განკუთვნილი მე-3 ავიამზიდის რენდერები გავრცელდა.
პროექტ 002-ის ავიამზიდი, თავისი წინამორბედ ავიამზიდ 001A-სთან შედარებით, გაცილებით დიდი იქნება. მისი წყალწვა 80 000 ტონას შეადგენს, ძალური დანადგარი ძველებურად არაატმოური იქნება. ამასთან ახალი ხომალდი ელექტრომაგნიტური კატაპულტით აღიჭურვება, რაც საგრძნობლად გაზრდის საგემბანო ავიაციის შესაძლებლობებს.
გეგმების თანახმად, ახალი ავიამზიდი ჩინეთის საზღვაო ძალების რიგებში 2022 წლისთვი უნდა ჩადგეს.
No comments:
Post a Comment