Tuesday, June 4, 2019

რუსეთის არმია წელს Т-90М და Т-72Б3М ტიპის ტანკებს მიიღებს

როგორც ინტერნეტ რესურსი ИНТЕРФАКС-АВН იუწყება - როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა "რუსული არმია წელს 400 ერთეულ ახალ და მოდერნიზირებულ ჯავშანტექნიკის ნიმუშს მიიღებს. მათ შორის იქნება ტანკები რუსული სამიზნე კომპლექსით აღძჭურვილი Т-72БЗМ, Т-90М "Прорыв-3", Т-80БВМ და ქსმ БМП-1АМ".


ამას გარდა ურალვაგონზავოდში შექმნის სტადიაშია 57 მილიმეტრიანი საბრძოლო მოდულ "Кинжал"-ით აღჭურვილი, "Армата"-ს ბაზაზე დაფუძნებული უახლესი ქსმ-ი Т-15. მანქანის საცდელი ნიმუში გამოფენა  "Армия-2019"-ზე იქნება წარმოდგენიული.

როგორც ცნობილია ტანკი Т-90М საკონსტრუქციო სამუშაო "Прорыв-3"-ის ფარგლებში შეიქმნა და ის Т-90 ტიპის ტანკების მოდერნიზაციას წარმოადგენს - მასში გაუმჯობესებულია საბრძოლო და საექსპულატაციო მახასიათებლები.



Т-90М-ისა და Т-72Б3-ის შესახებ ბლოგზე უკვე არაერთხელ დაიწერა:

No comments:

Post a Comment