დღეს, 7 ივნისს, დილის 11 საათსა და 45 წუთზე, ფილიპინის ზღვაში, რუსეთის საზღვაო ძალების "პროექტ 1155"-ის კრეისერმა "Адмирал Виноградов"-მა (საბორტე ნომერი 572, NATO-ს კლასიფიკაციით - "UDALOY I") ამერიკელების Ticonderoga-ს კლასის კრეისერ USS Chancellorsville-ს (G-62) წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედება განახორციელა, რითაც ხომალდებს შორის შეჯახების საფრთხე შეიქმნა.
ამის შესახებ აშშ-ს საზღვაო ძალების პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია საუბარი - 7th Fleet Statement on Unsafe Maneuver by Russian Destroyer
კერძოდ "Адмирал Виноградов"-მა აშშ-ს ფლოტის კრეისერ USS Chancellorsville-ს (CG-62) წინააღმდეგ 15-30 მეტრის მოშორებით საშიში მანევრი განახორციელა, რითაც ხომალდს საფრთხე შეუქმნა.
შეჯახების თავიდან ასაცილებლად ამერიკული ხომალდი იძულებული იყო ძრავები სრულ სვლაზე გადაეეყვანა და მანევრირება განეხორციელებინა. აშშ-მ უკვე დაადანაშაულა რუსეთის ნაოსნობის უსაფრთხოების საერთაშორისო წესების დარღვევაში.
ამერიკული კრეისერი რუსულთან შედარებით გაცილებით დიდი ზომებით გამოირჩევა - მისი სიგრძე 173 მეტრია, ხოლო წყალწვა 9600 ტონა, რუსული ხომალდის 145 მეტრისა და 7570 ტონის საწინააღმდეგოდ.
No comments:
Post a Comment