ებრაელი (რუსულენოვანი) სამხედრო ექსპოერტი ოლეგ გარნოვსკი თავის ბლოგზე ებრაული ტანკ Merkava-ს სახელწოდების შესახებ შემდეგი ინფორმაცია მოყავს:
არსებობს ტანკ Merkava-ს სახელის ახსნის საკმაოდ გავრცელებული, თუმცაღა მცდარი ვერსია, მაგალითად მოვიყვანთ ციტატას ანტონ ვასილენკოს სტატიიდან "15 ფაქტი ტანკ Merkava-ს შესახებ" - "სიტყვა Merkava ებრაულიდან ითარგმნება როგორს ეტლი და მას ასევე გააჩნია რელიგიურ-მისტიური მნიშვნელობაც. ეს სიტყვა ნახსენებია ძველი აღქმის წინასწარმეტყველი იეზიკიელის ხედვაში და ნიშნავს "ღვთიურ ეტლ-ტახტს", რომელშიც შემბულია ოთხი ფრთოსდანი არსება ტეტრამორფი, ყოველ მათგანს აქვს ოთხი ფრთა და ოთხი სახე: ადამიანის, ლომის, კუროსი და არწივის".
მართლაც არსებობს ეს წინასწარმეტყველი და წიგნიც, სადაც ეს ხედვებია აღწერილი. სწორედ აქედან წამოვიდა თანამედროვე ებრაულში გამოთქმა "მაასე მერკავა", რაც ნიშნავს "ერთგვარი რთული პროცესი".
მაგრამ ეს ყველაფერი ამ სიტყვის უკვე მეორადი გამოყენებაა. პირველად სიტყვა Merkava გვხვდება ბიბლიაში,"წიგნი დაბადებისა"-ში: "და უბრძანა მანდ წაეყვანათ ის მეორე ეტლით...." (ებრაულად "ვე-იერკავ იტო ბა-მერკავატ ჰა-მიშნე....."). აქ ფრაზა "მერკავატ ჰა მიშნე" - "მეორე (მეორეხარისხოვან) ეტლს" აღნიშნავს. სრული ტექსტიდან ჩანს, რომ ეტლი ეგვიპტის ფარაონს ეკუთვნოდა და არანაირი კავშირი ღვთიურობასტან არ გააჩნდა. შეიძლება ეგვიპტელები თვლიდნენ ფარაონს ღვთიურ არსებად, მაგრამ არა ებრაელები. შემდეგში ეტლით Merkava-თი) თვით იოსიფიც დადის, იმ პერიოდში ის მაღალრანგიანი ეგვიპტელი მოხელე იყო - ფაქტიურად ფარაონის პრემიერ მინისტრი.
შესაბამისად გამოდის რომ Merkava-ს ღვთიურობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და ის უბრალოდ "ეტლად" უნდა ითარგმნოს.
ასევე აღსანიშნავია რომ ებრაელები 50-იანი წლების ბოლომდე ტექნიკას ორიგინალური სახელებით მოიხსენებდნენ - Sherman , Cromwell, AMX-13 და ასე შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ტანკებისთვის ებრაული სახელების მინიჭება. მაგალითად:
- Shot (შოლტი, მათრახი) - Centurion
- Magach (ტარანი) - M48/M60-ის ოჯახი
- Barak (ელვა) - გერმანული Leopard-1, რომლითაც ებრაული მხარე 1963 წელს დაინტერესდა.
- Abir (რაინდი) - ინგლისური Chieftain. ებრაული არმიის რიგებში გამოცდებს 1967-1969 წლებში გადიოდა. ებრაული მხარე გეგმავდა მის შეძენას და ლიცენზირებულ წარმოებას, მაგრამ ბრიტანეთმა უარი თქვა გაყიდვაზე.
- Merkava (ეტლი) - ებრაული წარმოების ტანკი.
No comments:
Post a Comment