Showing posts with label EL/M-2084. Show all posts
Showing posts with label EL/M-2084. Show all posts

Monday, November 26, 2012

Iron Dome - მითები და რეალობა

პალესტინა–ისრაელის ხანმოკლე კონფლიქტის მთავარ მოვლენად ებრაული "რკინის გუმბათი" და მისი მუშაობა  გახდა, რაზეც არა ერთხელ ვწერდი (Iron Dome VS რაკეტების სეტყვა და Iron Dome ინდოეთის არმიის სკანერის ქვეშ). ამ სისტემის გარეშე ისრაელისთვის პალესტინური რაკეტებისგან მიყენებული ზარალი და ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად სიფრთხილე გვმართებს "რკინის გუმბათის" შესახებ გავრცელებული მითებთან მიმართებაში.

ამ კონფლიქტის დასაწყისი გახდა ნამდვილი საბრძოლო გამოცდა ებრაული სისტემისთვის, რომლის განმავლობაშიც სისტემამ 400–მდე რაკეტის თუ ჭურვის ჩამოგდება მოახერხა და მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ბევრი მითი და ლეგენდა გავრცელდა – როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.

  • მოქმედების რადიუსი
ერთ–ერთი მთავარი მითი "რკინის გუმბათის" შესახებ, რომელიც წარმოიშვა ეს მისი მოქმედების რადიუსია – დასახელდა ციფრი 70 და თვით 250 კილომეტრიც კი. და ამასთან ამ სისტემის ერთი ბატარეა ფარავს 150 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე რაიონს (უხეშად რომ ვთქვათ 7 კილომეტრი რადიუსის მქონე წრე), რაც არანაირად არ ჯდება მოცემულ ციფრებში.

საიდან გაჩნდა ეს ციფრები – «4–დან 70–მდე» და მით უფრო «4–დან 250–მდე»? სინამდვილეში ეს ციფრები მიზნის პარამეტრს წარმოადგენს – ეს იმ რეაქტიული ჭურვებისა და ბალისტიკური რაკეტების ფრენის მანძილია, რომელთა განადგურებაც "რკინის გუმბათს" შეუძლია. 4 კილომეტრზე ახლო მანძილიდან გაშვებული რეაქტიული ჭურვებისა და ნაღმების დაფიქსირება სისტემას არ შეუძლია, ხოლო 70 კილომეტრზე დიდი მანძილიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მიუწვდომელია სისტემისთვის მისი დიდი სიჩქარის გამო. თუმცაღა ისრაელი გეგმავს სისტემის მოდერნიზაციას, რის შემდეგაც "რკინის გუმბათის" მიერ განადგურებული მიზნების სროლის დიაპაზონი 250 კილომეტრამდე გაიზრდება. ამისათვის უფრო სწრაფი და უფრო შორსმსროლელი ანტირაკეტის შექმნა იქნება საჭირო, რაც საშუალებას მისცემს სისტემას უფრო დიდი ფართობი გადაფაროს.


დღესდღეობით კი "რკინის გუმბათი" წარმოადგენს ბოლო ზღვარის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვი კომლექსს, რომელსაც 7 კილომეტრიანი მოქმედების რადიუსი გააჩნია. სწორედ ამ რადიუსში მდებარე ობიექტების დაცვა შეუძლია მას ზემოთ აღწერილი მახასიათებელების მქონე საფრთხეებისგან.
"რკინის გუმბათის" ძირითად ღირსებას კი მისი რადარი წარმოადგენს. კომპანია Elta Systems–ის მრავალფუნქციური რადიოლოკაციურ სადგურს, EL/M-2084-ს, სწრაფად შეუძლია მოახდინოს მიზნების იდენტიფიკაცია და მათი ტრაექტორიის გამოთვლა. პალესტინური კუსტარული რაკეტების საკმაოდ დაბალი სიზუსტის გამო ისენი ხშირად ცდებიან მიზანს და ამიტომ ასეთ შემთხვევაში საფრთხეს არ წარმოადგენენ. რადარის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა მოხდეს ისეთი რაკეტების იგნორირება, რომლებიც დასახლებულ პუნქტს საფრთხეს არ უქმნიან და ამგვარად მხოლოდ ისეთებზე რეაგირებს რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ. ყოველივე ამასთან გადაჭერის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია: 14–დან 21 ნოემბრამდე 421 ცალ ჩამოგდებულ პალესტინურ რაკეტაზე 58 ცალი ქალაქში დაცემული რაკეტა მოდის, რის შედეგადაც 5 მოქალაქე დაიღუპა და 240 დაიჭრა. ამას გარდა უსაფრთხო ადგილას 875 რაკეტა ჩამოვარდა, რაზეც სისტემას რეაგირება არ მოუხდენია.
  • ფასი
მეორე არანაკლებ პოპულარული მითი ეს "რკინის გუმბათის" ძალიან დიდი ფასია: მისი ერთი რაკეტის ფასი მიახლოებით 50 000 დოლარია, რაც გაცილებით ძვირია პალესტინელების მიერ გამოყენებულ ნაღმებზე და რაკეტებზე. როგორც ოფიციალური წყაროებიდან ხდება ცნობილი, მთლიანობაში ისრაელის ბიუჯეტს, ამ დღეებში "რკინის გუმბათის" მუშაობა 30 მილიონი დოლარი დაუჯდა, მაგრამ აქ საფრთხე–თავდაცვის სისტემების ფასთა შედარება უადგილოა.

421 განადგურებული რაკეტის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნას გაცილებით მეტი ეკონომიკური ზარალი მოჰყვებოდა და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი დაშავდებოდა თუ დაიღუპებოდა, რაც თავის მხრივ სხვა თუ არაფერი ისევ და ისევ ფინანსურ ზარალთან ასოცირდება, და ეს ყველაფერი მთლიანობაში ამ 30 მილიონზე მეტი გამოვიდოდა.

დასამტკიცებლად მაგალითის მოყვანაც შეიძლება: 2006 წელს, ლიბანის მეორე ომის დროს, როდესაც ისრაელის მიმართულებით 4000 რაკეტა იქნა გაშვებული, საიდანაც დაახლოებით 1000 რაკეტა დასახლებულ პუნქტს დაეცა. ამ დაბომბვებისგან მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამგვარად ანტირაკეტაზე გაწეული ხარჯი მოსალოდნელი ხარჯის 5% უდრის და ეს ხარჯები სწორედაც რო გამართლებულია.
  • რაკეტები
მომდევნო მითი ამ სისტემის მიერ განადგურებულ რაკეტებს უკავშირდება: ისრაელზე დაცემულ რაკეტებს სისტემატიურად უწოდებენ ხან "Катюша"–ს და ხან "Град"–ს, რაშიც სავარაუდოდ მათი საბჭოთა ან რუსული წარმომავლობა იგულისხმება. ეს მითი რეალობისგან საკმაოდ შორსაა.

ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების უმეტესობა წარმოადგენს კუსტრაულად დამზადებული "Qassam"–ებს ან ირანული "Fadjir"–ებს, რომელთა ფრენის სიშორე 45–75 კილომეტრს უდრის. ხოლო ამ სისტემების რუსული დასახელებები სავარაუდოდ ცივი ომიდანაა შემორჩენილი, როდესაც ისრაელის მოწინააღმდეგეები აქტიურად იყენებდნენ ამ კატეგორიის საბჭოთა სისტემებს.

პალესტინელთა არსენალში არსებული რაკეტები

პალესტინელთა რაკეტების გამშვები პოზიციები


ყოველივე ზემოთ თქმულთან ერთად "რკინის გუმბათის" გადაჭერის შესაძლებლობებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს: ამ სისტემას ორი სერიოზული შეზღუდვა გააჩნია.
  • პირველი შეზღუდვა მასრიებულ დაბომბვას ეხება. "რკინის გუმბათს" შეუძლია გზა გადაუჭრას და გაანადგუროს ერთეული ტერორისტული რაკეტები, ან რამოდენიმე რაკეტიანი მცირე ზალპი, მაგრამ ამავე ეფექტურობით ის ვერ იმოქმედებს სრულფასოვანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის წინააღმდეგ, ისეთის როგორიც მაგალითად "Град"–ია და მითუმეტეს არაა საუბარი ამ დანადგარების ბატარეაზე, სადაც 6 ცალი 40 გამშვებიანი დანადგარი შედის – ასეთი მასრიებული შეტევის წინააღმდეგ ებრაული სისტემა უძლურია.
  • კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო გაბუქება, რომლის მსხვერპლიც "რკინის გუმბათი" გახდა, ეს მის მიერ ისრაელის ირანული რაკეტებისგან დაცვის შესაძლებლობაა. ამგვარი ფრენის სიშორის მქონე რაკეტის (1500 კილომეტრი და ზევით) გადაჭერა ამ სისტემისთვის შეუძლებელია. ამგვარი საფრთხის მოსაგერიებლად ისრაელს სხვა შეიარაღება გააჩნია: პირველ რიგში ეს ისრაელის მიერ შექმნილი, შორს მოქმედი, საზენიტო–სარაკეტო სისტემა Arrow–სია, ხოლო შემდეგ უკვე აშშ–ში ნაყიდი საზენიტო–სარეაკეტო სისტემა "Patriot"-ია. ამას გარდა ისრაელში საკმაოდ გააქტიურდა საშუალო მანძილზე მოქმედი ანტისარაკეტო საზენიტო–სარაკეტო სისტემა "David's Sling"-ზე (დავითის შურდული) მუშაობა, რომელსაც 300 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების განადგურების შესაძლებლობა ექნება.

David's Sling–სის საცდელი გაშვებები

P.S. თავისი ამოცანის ფარგლებში "რკინის გუმბათმა" საკმაოდ წარმატებულად ჩააბარა გამოცდა. ამ მომენტში ცახალს ამ სისტემის ხუთი ბატარეა აქვს გაშლილი და დაგეგმილია კიდევ ევსის გაშლა და იმის დამადასტურებლად თუ რამდენად წარმატებულად იმოქმედა ამ ებრაულმა სისტემამ ქვემოთ მოყვანილი სურათებიც კმარა, საიდანაც ჩანს რომ "Iron Dome" ისრაელში საკულტო ფიგურად იქცა.



Wednesday, November 21, 2012

Iron Dome ინდოეთის არმიის სკანერის ქვეშ





ებრაული წარმოების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "Iron Dome" პალესტინა–ისრაელი ბოლო დაპირისპირების უეჭველი გმირა. ამ სისტემის შესახებ უკვე ვწერდი და ამიტომ აღარ გავაგრძელებ მისი შექმნისა და ტექნიკური მონაცემების შესახებ საუბარს, მაგრამ მინდა ავღნიშნო ერთი ფაქტი – სისტემით ინდოეთის არმია დაინტერესდა.
წინა კვირაში "რკინის თაღის" საბრძოლო ნათლობას ინდოეთში ყურადღებით აკვირდებოდნენ. "Iron Dome"–ს მიმართ  ინდოეთმა ჯერ კიდევ 2007 წელს გამოხატა დაინტერესება და გეგმავდა ამ სისტემის ოთხი პოლკის შესყიდვას და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემაში (Air Defence Control & Reporting System – ADC & RS) მათ ინტეგრირებას, რომელიც მწყობრში 2017 წელს უნდა ჩადგეს.
აღსანიშნავია რომ "Iron Dome"–ეს რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084 ინდოეთის მხარემ უკვე შეისყიდა (ადგილობრივი სახელწოდებით Arudhra). საერთო ჯამში ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალები 34 ცალ Arudhra–ს მიიღებენ. 

ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალების რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084 Arudhra



რადარი EL/M-2084 აქტიურ ფაზრიებულ საანტენო ცხაურს წარმოადგენს და საკმაო საიმედოობითა და მაღალი საექპულატაციო მზადყოფნით გამოირჩევა. ამ რადარს შეუძლია მრავალი ამოცანის ერთდროულად გადაჭრა, ისეთების როგორებიცაა საფრთხეების აღმოჩენა და მათზე სისტემის გამიზვნა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ჩაჭერა და სხვები – ამგვარად ერთი რადარით შესაძლებელია სხვადასხვა მისიების შესრულება და აღარაა საჭირო ყველა ამოცანისთვის ცალკე რადიოლოკაციური სადგურის არსებობა.
თვითონ რადარი EL/M-2084 MMR ინდოეთში დემონსტრირებული იქნა 2011 წლის თებერვალში, ბანგალორში, გამოფენა "Aero India–2011"–ის დროს, ხოლო ანტირაკეტა "Tamir"–ის დემონსტრირება მოხდა როგორც "Aero India–2011"–ის ასევე 2012 წლის მარტ–აპრილში, ნიუ–დელიში მიმდინარე გამოფენა "DEFEXPO–2012"–ზე.

ინდოეთში სხვადასხვა დროს გამოფენებზე წარდგენილი Iron Dome–ს გამშვებები და ანტირაკეტები





P.S. ოფიციალურად ისრაელის მხარემ 5 წლის განმავლობაში "Iron Dome"–ს პროგრამაში 2,2 მილიარდი შეკელი (დაახლოებით 563 მილიონი დოლარი) დახარჯა. ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად ისრაელის მთავრობამ პროგრამისთვის დამატებით 750 მილიონი შეკელი (დაახლოებით 190 მილიონი დოლარი) გამოყო. ამას გარდა ქვეყანამ აშშ–სგან პროგრამისთვის ადრე მიღებული 275 მილიონზე დამატებით 605 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.