Wednesday, November 21, 2012

Iron Dome ინდოეთის არმიის სკანერის ქვეშ





ებრაული წარმოების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "Iron Dome" პალესტინა–ისრაელი ბოლო დაპირისპირების უეჭველი გმირა. ამ სისტემის შესახებ უკვე ვწერდი და ამიტომ აღარ გავაგრძელებ მისი შექმნისა და ტექნიკური მონაცემების შესახებ საუბარს, მაგრამ მინდა ავღნიშნო ერთი ფაქტი – სისტემით ინდოეთის არმია დაინტერესდა.
წინა კვირაში "რკინის თაღის" საბრძოლო ნათლობას ინდოეთში ყურადღებით აკვირდებოდნენ. "Iron Dome"–ს მიმართ  ინდოეთმა ჯერ კიდევ 2007 წელს გამოხატა დაინტერესება და გეგმავდა ამ სისტემის ოთხი პოლკის შესყიდვას და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემაში (Air Defence Control & Reporting System – ADC & RS) მათ ინტეგრირებას, რომელიც მწყობრში 2017 წელს უნდა ჩადგეს.
აღსანიშნავია რომ "Iron Dome"–ეს რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084 ინდოეთის მხარემ უკვე შეისყიდა (ადგილობრივი სახელწოდებით Arudhra). საერთო ჯამში ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალები 34 ცალ Arudhra–ს მიიღებენ. 

ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალების რადიოლოკაციური სადგური EL/M-2084 Arudhra



რადარი EL/M-2084 აქტიურ ფაზრიებულ საანტენო ცხაურს წარმოადგენს და საკმაო საიმედოობითა და მაღალი საექპულატაციო მზადყოფნით გამოირჩევა. ამ რადარს შეუძლია მრავალი ამოცანის ერთდროულად გადაჭრა, ისეთების როგორებიცაა საფრთხეების აღმოჩენა და მათზე სისტემის გამიზვნა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ჩაჭერა და სხვები – ამგვარად ერთი რადარით შესაძლებელია სხვადასხვა მისიების შესრულება და აღარაა საჭირო ყველა ამოცანისთვის ცალკე რადიოლოკაციური სადგურის არსებობა.
თვითონ რადარი EL/M-2084 MMR ინდოეთში დემონსტრირებული იქნა 2011 წლის თებერვალში, ბანგალორში, გამოფენა "Aero India–2011"–ის დროს, ხოლო ანტირაკეტა "Tamir"–ის დემონსტრირება მოხდა როგორც "Aero India–2011"–ის ასევე 2012 წლის მარტ–აპრილში, ნიუ–დელიში მიმდინარე გამოფენა "DEFEXPO–2012"–ზე.

ინდოეთში სხვადასხვა დროს გამოფენებზე წარდგენილი Iron Dome–ს გამშვებები და ანტირაკეტები





P.S. ოფიციალურად ისრაელის მხარემ 5 წლის განმავლობაში "Iron Dome"–ს პროგრამაში 2,2 მილიარდი შეკელი (დაახლოებით 563 მილიონი დოლარი) დახარჯა. ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად ისრაელის მთავრობამ პროგრამისთვის დამატებით 750 მილიონი შეკელი (დაახლოებით 190 მილიონი დოლარი) გამოყო. ამას გარდა ქვეყანამ აშშ–სგან პროგრამისთვის ადრე მიღებული 275 მილიონზე დამატებით 605 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.


No comments:

Post a Comment