Saturday, November 24, 2012

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში "Хризантема-С"–ის პირველი პარტია მიიღეს

კომპლექს "Хризантема-С"–ის საბრძოლო მანქანა 9П157-2 (გამოფენა RUSSIAN EXPO ARMS-2011)

უკვე საიდუმლო აღარაა რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ თავისი არმიის მაღალი ტემპებით რეფორმირებას შეუდგა. ასევე უკვე დიდი ხანია ცნობილია რომ სამხრეთ სამხედრო ოლქში (ჩვენს საზღვართან) მაქსიმალურად მიეწოდება ახალი თუ მოდერნიზირებული საბრძოლო ტექნიკა. ამჯერად ამ ოლქმა უახლესი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები, "Хризантема-С"–ები მიიღო – ინგუშეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის საარტილერიო ნაწილებმა, სახელმწიფო თავდაცვითი შეკვეთების ფარგლებში ათი ცალი ახალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Хризантема-С" მიიღეს, რომლებმაც მოძველებული "Штурм"–ები უნდა ჩაანაცვლოს.

უახლოეს მომავალში იგეგმება შენაერთების ამ კომპლექსებით სრული აღჭურვა. კომპლექსებთან ერთად ნაწილებში მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელებიც მივლენ, რომლებიც დაეხმარებიან პირად შემადგენლობას ახალი ტექნიკის ათვისებაში.
კომპლექს "Хризантема-С"-ის დანიშნულებას მოწინააღმდეგის დინამიკური დაცვით აღჭურვილი თანამედროვე და პერსპექტიულ ჯავშანტექნიკასთან, საფორტიფიკაციო და საინჟინრო ნაგებობებთან, დაბლა მფრენ საჰაერო მიზნებთან, მცურავ საშუალებებთან და ცოცხალ ძალასთან ბრძოლა წარმოადგენს.
დღეს–დღეობით "Хризантема-С" წარმოადგენს ყველაზე მძლავრ სამხელეთო ტანკსაწინააღმდეგო მართვად კომპლექსს, რომელსაც შეუძლია დღე–ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში აწარმოოს სწრაფი და ეფექტური ცეცხლი.


  • კომპლექსის შემადგენლობაში შედის:

საბრძოლო მანქანა 9П157-2 – შექმნილია ქსმ БМП-3–ის ბაზაზე. ეკიპაჟის რაოდენობა 2 კაცი. საბრძოლო კომპლექტი 15 მართვადი კუმულაციური და ფუგასურ–თერმობარული რაკეტა. მანქანას ჯავშანდაცვის გარდა გააჩნია მასიური დაზიანების იარაღისგან დაცვის კომპლექსი. ამოსაწევ გამშვებ დანადგარზე ორი ცალი რაკეტა თავსდება. გამშვებისგან მარცხნივ განთავსებულია რადიოლოკაციური სადგურის ანტენა. საბრძოლო კომპლექტი კორპუსშია განთავსებული. ოპერატორის ბრძანებით კომპლექტიდან საჭირო ტიპის რაკეტის ამორჩევაა შესაძლებელი, ამასთან მთელი პროცესი სრულიად ავტომატიზირებულია.

 კომპლექს "Хризантема-С"–ის საბრძოლო მანქანა 9П157-2 (გამოფენა RUSSIAN EXPO ARMS-2011) – კარგად ჩანს რაკეტების გამშვები და ოპტიკური და რადიოლოკაციური სადგურები


საბრძოლო კომპლექტის მიწოდების მექანიზირებული მოწყობილობა
  • ბატარეის მართვის მანქანა 9П157-4:
ეს მანქანა პირველად გამოფენა RUSSIAN EXPO ARMS-2011–ზე იქნა წარდგენილი. გამოფენაზე გახმოვანებული მონაცემებიდან გამომდინარე მანქანას შემდეგი მოვალეობა აკისრია:
  1. "Хризантема-С"–ის ბატარეის მართვა და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა.
  2. დღისით და ღამით საბორტე საშუალებების გამოყენების დახმარებით დაზვრევის წარმოება.
  3. აღმოჩენილი მიზნის პარამეტრების გამოთვლა.
  4. ელექტრონულ პლანშეტებზე კარტოგრაფიული ინფორმაციის გამოსახვა.
  5. მიზნების შესახებ მიღებული ინფორმაციის სხვა ქვედანაყოფებისთვის გადაცემა და მიზანგანაწილება ბატარეის საბრძოლო მანქანებს შორის.
  6. ზუსტი ორიენტაცია საბროტე სანავიგაციო ხელსაწყოების დახმარებით.
  7. ადგილმდებარეობის ელექტრონულ რუქაზე ბატარეის მანქანებისთვის მარშრუტის და კურსის განსაზღვრა.


ბატარეის მართვის მანქანა 9П157-4 (გამოფენა RUSSIAN EXPO ARMS-2011)


მანქანა აღჭურვილია 9М123 ტიპის მართვადი რაკეტის შემდეგი სახეობებით:

  • 9М123 — ლაზერით მართვადი, ტანდემურ–კუმულაციური საბრძოლო ქობინით.
  • 9М123-2 — რადიომართვადი ტანდემურ–კუმულაციური საბრძოლო ქობინით.
  • 9М123Ф — ლაზერით მართვადი, თერმობარული საბრძოლო ქობინით.
  • 9М123Ф-2 — რადიომართვადი, თერმობარული საბრძოლო ქობინით. 

რაკეტისდიამეტრი152მმ–ია. ლაზერით მართვად რაკეტებს მიზნის დაზიანება 400–5000 მეტრის დიაპაზონში შეუძლიათ, ხოლო რადიომართვის შემთხვევაში ეს დიაპაზონი 400–6000 მეტრია. რაკეტა ზებერითია (400მ/წმ), რაც უზრუნველყოფს მიზანთან მისი მიფრენიც მცირე დროს. ჯავშანგამტანობა 1100–1250მმ.


სატრანსპორტო–გამშვები კონტეინერები გამშვებ მოწყობილობაზე


რაკეტა 9М123-2 და სატრანსპორტო ამშვები კონტეინერი

კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის:
  • ტექნიკური მომსახურების საშუალებები:

  1. საბრძოლო მანქანა 9П157-2–ის მაკონტროლებელ–შემმოწმებელი მანქანა 9В945.  
  2. რაკეტების მაკონტროლებელ–შემმოწმებელი მანქანა 9В990.

  • სასწავლო საწვრთენლი ტრენაჟორი – 9Ф852.


 მანქანა 9В945

მანქანა 9В990

კომპლექსს შეუძლია აწარმოოს ზალპური ცეცხლი – ერთდროულად გაუშვას ორი მართვადი რაკეტა, ორი სხვადასხვა სამიზნის მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში ერთი რაკეტის მართვა ლაზერით ხდება ხოლო მეორისა რადიობრძანებებით


წყარო:
Противотанковый ракетный комплекс 9К123 Хризантема

В артиллерийское соединение ЮВО поступила первая партия новых ПТРК «Хризантема-С»

No comments:

Post a Comment