Thursday, November 22, 2012

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Корнет-Э" პალესტინელების ხელში

პალესტინელების გასამხედროებულმა ორგანიზაციამ "ალ–კუდსის ბრიგადებმა" (დაჯგუფება "ილსამური ჯიხადის" სამხედრო ფრთა) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც დემონსტრირებულია ღაზას სექტორსა და ისრაელის საზღვარზე მყოფი ებრაელი ჯარისკაცების წინააღმდეგ რუსული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი 9К135Э "Корнет-Э"–ს გამოყენება. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ახორციელებს ქალი ოპერატორი შენობიდან რაკეტის გაშვებას. "ალ–კუდუსის ბრიგადების" განცხადების თანახმად ეს შეტევა, ეშკოლის რაიონში, "სიონისტი ჯარისკაცების" თავშეყრის" ადგილზე 2012 წლის 20 ნოემბერს განხორციელდა. "ბრიგადის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეტევის შედეგად – "დაიღუპა ერთი და დაიჭრა 11 სიოსნისტი ჯარისკაცი". აღსანიშნავია რომ 20 ნოემბერს ებრაული არმიის თანახმად ეშკლოს რაიონში ნაღმტყორცნით დაბომბვის შედეგად ერთი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა.


პალესტინელების ხელში ეს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Корнет-Э"–ს პირველი გამოსახულებაა. ადრე მხოლოდ ინფრომაცია ვრცელდებოდა იმის შესახებ რომ პალესტინელები ამ კომპლექსს იყენებდნენ, მაგრამ ამის დამადასტურებელი რაიმე ფოტო ან ვიდეო მასალა არ არსებობდა. 2012 წლის 10 ნოემბერს პალესტინის ეროვნულ–განმანთავისუფლებელმა ფრონტმა ამ კომპლექსის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც კომპლექსის დახმარებით განადგურებული იქნა ებრაული არმიის ჯავშანმანქანა MDT David (Land Rover). ამ შეტევის შედეგად ოთხი ებრაელი ჯარისკაცი იქნა დაჭრილი. 


ჯავშანმანქანა MDT David-ის განადგურება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "Корнет-Э"–ს საშუალებით

ასევე 2011 წლის 7 აპრილს ჰამასის მებრძოლებმა "Корнет-Э"–ს გამოყენებით დააზიანეს ებრაული სასკოლო ავტობუსი – შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ხოლო "Корнет-Э"–ს პირველი გამოყენების შემთხვევა 2010 წლის 6 დეკემბერს ღაზას სექტორის საზღვართან დაფიქსირდა, როდესაც კომპლექსის რაკეტით ებრაული ტანკი Merkava Mk–3 იქნა განადგურებული.


No comments:

Post a Comment