Monday, November 19, 2012

Leopard-2HEL vs Altay (ნაწილი–III)

  • ძალური აგრეგატი
თურქებმა ALTAY–სთვის გერმანული ძალური აგერგატი აირჩიეს (ძრავა+ტრანსმისია), რომელიც განსხვავდება იმისგან რაც მათ Leopard–2A4–ებზე აყენია. კონკრეტულად მათ აირჩის ძრავა MTU–883 (რომელიც ასევე ცნობილია სახელით Europack) და ტრანსმისია RENK HSWL–295. მათგან გასნხვავებით ბერძნულმა მხარემ Leopard–2A6HEL არჩევისას მასზე იგივე ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება დატოვეს რაც მის მოძველებულ ვერსიას, Leopard–2A4–ს ჰქონდა – ძრავა MTU–873 და ტრანსმისია RENK 354 HSWL. ამგვარად ბერძნებმა სასურველ უნიფიკაციას მიაღწიეს. როგორც "883" ასევე "873" ძრავა 1500 ცხენისძალიანია, მაგრამ 15 წლით ახალ MTU–883–ს უფრო ნაკლები მოცულბა და შესაბამისად ნაკლები წონა აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა მსოფლიოში Leopard-2–ის ყველა მომხმარებელი ამ ძველ ძრავას იყენებს და არ ფიქრობს მის შეცვლას.


ადგილის ეკონომია Leopard-2–ში Europack–ის დაყენების შედეგად 

ყოველი ზემოთ თქმული არანაირად არ მოწმობს იმას რომ ახალი გერმანული ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება ცუდია ან არასაიმედოა, უბრალოდ მისი არჩევის შედეგად თურქები იძულებულები იქნებიან ახალი და თითქმის უცხო ძრავის რემონსტისა და მომსახურებისთვის ხელახლა შექმნან ინფრასტრუქტურა და მომსახურების სერვისი. თურქების განცხადებით გერმანულ ძრავა–ტრანსმისიის განყოფილებას მხოლოდ ტანკების პირველ ორ პარტიაზე გამოიყენებენ. გერმანულ MTU–სა და RENK–ს და თურქულ OTOKAR–ს შორის ხელშეკრულებას ამის თაობაზე 2010 წელს მოეწერა ხელი. ტანკების დანარჩენ პარტიებში თურქეთი სამხრეთ კორეულ გზას გაყვება – ანუ საკუთარი წარმოების, გერმანული 1500–იანის ნაცვლად 1800 ცხენისძალიან ძრავებს დააყენებს. რამდენადაც არ უნდა მინდოდეს მათ წარმატება ვუსურვო, მაინც უნდა აღვნიშნო რომ ცოტა არ იყოს თურქული ძრავის გეგმა არარეალურად გამოიყურება. თვითონ სამხრეთ კორელეებმა, რომლებიც გაცილებით მეწინავე ტექნოლოგიებს ფლობენ, ამ სფეროში მარცხი განიცადეს. ახალი კორეული ტანკი KX-2, რომლის ტექნოლოგიებზეცაა აწყობილი ALTAY, მიახლოებით სამი წელია ძრავის გაუმართაობის გამო ვერ წავიდა სერიაში და სწორედ ამ მიზნით კორელებმა გადაწყვიტეს საწყის პარტიებზე გერმანული ძრავები დააყენონ.

თურქული Leopard–2NG და ALTAY ასევე აღჭურვილები არიან ლაზრული დაშუქების გამაფრთხილებელი სისტემით (LWR: Laser Warning Receiver). სისტემის დანიშნულებაა აღმოაჩინოს ლაზერის სხივები, მოახდინოს მათი კლასიფიკაცია მანძილმზომ და მართვადი რაკეტების ლაზერებად და გააფრთხილოს ეკიპაჟი ამის შესახებ. სრულიად ავტომატურ რეჟიმში მუშაობისას სისტემა ავტომატურად ახორციელებს საკვამლე ყუმბარების გასროლას და ახორციელებს მეთაურის სამიზნე პერიოსკოპის ან მთლიანი კოშკურის საფრთხის მიმართულებით მოტრიალებას.

ლაზერულის დასხივების დეტექტორი ALTAY–ს კოშკურის შუბლა ჯავშანზე

სხვადასხვა ტექნოლოგიური მზადყოფნის ამგვარი სისტემები ბოლო წლების განმავლობაში მრავალმა ქვეყანამ გამოსცადა. მაგალითად იტალეიელებს თავის ტანკ Ariete–ზე ბოლო 15 წელია ლაზერული დასხივებისა და გაფრთხილების სისტემა უყენიათ. ამგვარი სისტემის პრაქტიკული ეფექტურობა კონვენციურ ბრძოლის ველზე სპეციალისტების აზრით ეჭვს იწვევს და სულ უბრალო მიზეზის გამო – ბრძოლის ველზე  უამრავი ლაზერის სხხივია. ამ მიზეზით ეკიპაჟი მუდმივად ამ სისტემის განგაშის ქვეშაა და აქედან გამომდინარე მუდმივ სტრესშია და ფიქრობ რომ მიზანშია ამოღებული და მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ აიცილოს საფრთხე თავიდან – თავის მხრივ კი ეს უარყოფიდად მოქმედებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაზე. სწორედ ესაა იმის მიზეზი რომ ასეთმა სისტემა საკმაოდ მწირი გავრცელება ჰპოვა მსოფლიოში.


Leopard-2A6

  • ეპილოგი.

ყველაფერი ზემოთ თქმულიდან ვასკვნით რომ ბერძნულ Leopard-2A6HEL–ს არაფერი შესაშური არა აქვს თურქულ  ALTAY და Leopard–2NG–სგან. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ "რაოდენობასაც აქვს თავისი ხარისხი".

პირველი სავარაუდოდ დაცვით ჩამორჩება ბერძნულ Leopard-ს, ხოლო მეორე დიდი ჯავშანმოდულებითაა აღჭურვილი, რომლებიც უფრო კუმულაციური ჭურვებისგან დასაცავადაა შექმნილი ვიდრე ქვეკალიბრულებისგან. მაგრამ ფაქტი სახეზეა – თურქეთის მცდელობას უაზროდ არ ჩაუვლია და უკვე გამოიღო შედეგები და ეროვნულმა ტანკმა პირველი ნაბიჯების გადაგმა დაიწყო, რაც თავისთავად ძალიან დიდი წარმატებაა და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ALTAY ახლანდელი დასავლური ტანკების საპირწონეა, მაშინ საკმაოდ დიდი წარმატებაა ისეთი ქვეყნისათვის რომელსაც ტანკი არასოდეს არ უწარმოებია.
ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ თურქეთი ALTAY–ს შექმნასთან ერთად მოდერნიზაციასაც ახორციელებს, მაგალითად იგივე Leopard-2NG. ამას გარდა მოიდერნიზაცია ჩაუტარეს  162 ცალ Leopard-1A1–ს Leopard–1Τ VOLKAN–ის დონემდე, მოდერნიზაციის ღირებულება 160 მილიონი დოლარი, 170 ცალი Μ60Α1 მოდერნიზირებული იქნა Μ60Τ–ეს დონემდე (ებრაული Μ–60 SABRA–ს ანალოგი), მოდერნიზაციის ღირებულება 688 მილიონი დოლარი და ყოველივე ამის პარალელურად მიმდინარეობს ეროვნული ტანკის შექმნის პრეოგრამა.

ALTAY–ის საპრეზენტაციო ვიდეო


No comments:

Post a Comment