Sunday, November 18, 2012

რა მოუვიდა F-22 Raptor-ს

ფლორიდაში F-22–ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით კომისიამ გამოძიება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, USAF–ის წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკულმა მასმედიამ განაცხადა, რომ ეს კატასტროფა ჰიპოქსიის მიზეზით არ მომხდარა, რომლის მიზეზითაც რამდენიმე კატასტროფა მოხდა და რის გამოც რამდენიმე თვე F-22-ს ფრენები აკრძალული ჰქონდა.



პირველადი ოფიციალური შეფასების თანახმად გამანადგურებელში რაღაცა გაურკვეველი ხარვეზი გამოვლინდა, რომელმაც აიძულა პილოტს კატაპულტირება განეხორციელებინა მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში არ ჩამოვარდებოდა.
საერთო ჯამში ეს F-22-ის მეხუთე, ხოლო წელს უკვე მე–2 კატასტროფა იყო. გასულ მაისში F-22,  რომელიც  Tyndall AFB–ის 43–ე ესკადრილიას ეკუთვნოდა, ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა, როდესაც მფრინავმა touch-and-go განხორციელებისას არასაკმარისი "გაზი" მისცა ძრავას და ამ დროს შასი უკვე აკეცილი ჰქონდა – ამ მიზეზით თვითმფრინავი მუცელზე დაეცა და მასე იხოხა რამდენიმე ათეული მეტრი. მაშინ ზარალი 35 მილიონ დოლარად შეფასდა.

No comments:

Post a Comment