სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
საუდელების ბავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშის შესააებ ბევრი დაიწერა. თემატური სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:
იერიშში ირანმა 18 უპილოტო და 7 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. მიზანს მხოლოდ სამმა ფრთოსანმა რაკეტამ ვერ მიაღწია.
საუდის არაბეთის არმიის შეიარაღებაზე იმყოფება ისეთი თანამედროვე ამერიკული ჰსთ კომპლექსი, როგორიცაა Patriot. აღნიშნულმა სისტემებმა მთელი რიგირ მიზეზების გამო ვერ მოახდინეს სათანადო რეაგირება. პირველ რიგში დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეებზე რეაგირებისთვის დრო ნაკლები იყო, მეორე და არანაკლებ მნშნელოვანი - სისტემები საპირისპირო მხარეს იყურებოდნენ (ასე განაცხადეს ამერიკელებმა). როგორც ცნობილია Patriot-ის სისტემების რადარი უძრავია და მხოლოდ 120 გრადუსს ფარავს, შესაბამისად ირანმა მათი ხედვის მკვდარი ზონები გამოიყენა და საკმაოდ წარმატებულადაც.
ქვედა სქემაზე მოყვანილია Patriot-ების განლაგების ცნობილი პოზიციები - თვითონ მათ შორისაც აუარება ღრიჭოებია დატოვებული (წრეები მათი მოქმედების რადიუსია)
სქემა რომელზეც ჩანს Patriot-ების სამუშაო სექტორები - ლურჯად და შავად მათი 120 გრადუსიანი კონტროლის არეებია ასახული, წითლად სავარაუდო თავდასხმის მიმართულება იემენიდან, ხოლო მწვანედ ის დერეფანი რომელიც ირანმა იერიშისთვის გამოიყენა (როგორც ვხედავთ ირანის დაზვერვამ იდეალურად იმუშავა)
თუმცაღა Patriot-ების გარდა ქარხნებს სხვა ჰსთ კომპლექსებიც იცავდა. კერძოდ აბქაიქის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვისთვის ეყენა
- Crotal-ის ორი გამშვები და 1 რადიოლოკაციური სადგური
- 2 ცალი 35 მილიმეტრიანი Skyguard (Skyguard-ის კიდევ 2-3 პოზიცია ცარიელია)
თვითონ კომპლექსები - ცოტა არ იყოს და რატო არ მოხდა სათანადო რეაგირება ჩემთვის გაუგებარია
No comments:
Post a Comment