სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
................................................................................................................................................................................
2019 წლის 16 სექტემბერს, კალიფორნიის შტატში, პალმდეილში, "Skunk Works"-მა (წარმოადგენს კომპანია Lockheed Martin-ის პერსპექტიულ ტექნოლოგიებზე მომუშავე გუნდს), აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტომ (MDA) და აშშ-ს საჰაერო ძალებმა ერთობლივად განახორციელეს F-35-ის, U-2-ისა და სახმელეთო მულტიდომენური სადგურის რევოლუციური ტესტი, რომლის დროსაც მულტიდომენური მუშაობა და რამდენიმე პლატფორმაზე კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხო გავრცელების დემონსტრირება განხორციელდა.
დემონსტრაციას "Project Riot" (პროექტი არეულობა) ეწოდა, მისი მსვლელობის დროს F-35-მა, თავისი საბორტე სენსროებით, მოახდინა შორი მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის აღმოჩენა და ინფორმაცია ამის შესახებ, სადაზვერვო თვითმფრინავ U-2-ის გავლით, ხმელეთზე მდებარე ჰსთ-ს სამეთაურო პუნქტს გადასცა, რამაც მეთაურს საფრთხეზე სწრაფი რეაგირების მოხდენის საშუალება მისცა. შემდეგი დონის ეს კავშირი რეაგირების დროს წუთიდან წამებამდე ამცირებს, რასაც თანამედროვე მოწინააღმდეგესთან და მის მეწინავე საფრთხეებთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ენიჭება.
ჰანსკომის ავიაბააზაზე მდებარე საჰერო ძალების საციცოხლო ციკლის მართვის ცენტრთან (Air Force Life Cycle Management Center) და ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელებული Skunk Works-ის პროექტი "Project Riot", ღია სისტემების სადემონსტრაციო არქიტექტურის სერიას ეფუძნება, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ უცბად შეიძლება შესაძლებლობების გაზრდა, როდესაც ხდება საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, კოსმოსური და კიბერ დომენების ერთიან ქსელში ინტეგრირება.
Lockheed Martin Skunk Works-ის ISR & UAS-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯონ კლარკის, განცხადების თანახმად - "ეს დემონსტრაცია განავრცობს ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ვიყოთ სრულიად ინფორმირებულნი ბრძოლის ველის შესახებ და ვუზრუნველყოთ მულტიდომენური ოპერაციების შეუფერხებელი თავსებადობა. U-2, რომელიც ფლობს შორ მანძლზე მოქმედ სენოსრებს, ინფომრაციის დამუშავების ინტეგრირებულ შესაძლებლობებსა და კონკურენტულ გარემოში მოქმედების უნარებს, თამაშობს წამყვან როლს ახალი შესაძლებლობების დემონსტრირებაში და ამავდროულად ახორციელებს ოპერაციების გარდაქმნას მომავლის საბრძოლო სივრცესთან მოსარგებლად".
წარმოებაში მიღებული ხარჯვისა და დროის შემცირების სტანდარტების გამოყენებით, გუნდმა ბოლო ოთხი თვის მანძილზე ოთხ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია:
- დადასტურდა F-35-ის სენსორების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში გამოყენების შესაძლებლობა.
- დადასტურდა პირდაპირი ხედვის არის იქეთ, U-2-ის მოდერნიზირებული, გაზრდილი გამტარობის მოდულური კონსტრუქციისა და ღია არქიტექტური შესაძლებლობების გამოყენებით, F-35-სა და მულტიდომენურ სახმელეთო სადგურს შორის კავშირის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
- შეიქმნა მონაცემთა გადაცემის ორი ახალი არხი, რომლებიც უსაფრთხოების რამდენიმე დონით უზრუნველყოფენ მე-5 თაობის სენსორების მონაცემების გადაცემას გამანადგურებლებზე, რაც მოძველებული და მე-5 თაობის სისტემების გამოყენებით მულტი დომენური ქსელის შექმნის საშუალებას იძლევა.
- სარდლობის უნივერსალური სტანდარტების, საჰაერო ძალების მართვისა და სისტემა Open Mission Systems-ის გამოყენებით, მე-5 თაობის ინფორმაციის გავრცელება, რაც უზრუნველყოფს შესაძლებლობების უფრო სწრაფ გაშლასა და სისტემებს შორის შეუფერხებელ კავშირს.
«F-35-ს, მისი მეწინავე სენსორებით და ჩართვის შესაძლებლობით, შეუძლია მოაგროვოს და შეუფერხებლად განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა, რითაც ზრდის გაერთიანებული ძალების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას» - განაცხადა Lockheed Martin-ის ვიცე პრეზიდენტმა და F-35-ის გენერალურმა მენეჯერმა, გრეგ უილმერმა. «არცერთი სხვა გამანადგურებელი მსოფლიოში, არ ფლობს მსგავს შესაძლებლობებს - და ეს გამოცდები გახდა მულტი დომენურ ოპერაციებში მისი პოტენციალის გახსნისთვის კრტიკულად მნიშვნელოვანი».
No comments:
Post a Comment