Sunday, September 15, 2019

რუსული Су-35 თურქეთში ჩაფრინდა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-35 თურქეთში დაგეგმილ "Teknofest 2019"-ში მინაწილეობის მისაღებად ჩაფრინდა. ფესტივალი 17-22 სექტემბერს სტამბულშია დაგეგმილი.

როგორც რუსეთის გაერთიანებულ ავიასამშენებლო კორპორაციაში განაცხადეს, თურქეთში ისეთი რუსული სამგზავრო და სპეციალიზირებული თვითმფრინავების ჩაფრენაც იგეგმება, როგორებიცაა - МС-21, Sukhoi Superjet 100 და თვითმფრინავი ამფიბია Бе-200.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გამართულ ავიასალონ МАКС-2019-ის მონახულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯით ტაპ ერდოგანმა, რუსული უახლესი Су-35-ითა და Су-57-ით დაინტერესება გამოხატა, მისი თქმით გამორიცხული არაა, რომ თურქულმა მხარემ რომელიმე მათგანი F-35-ის სანაცვლოდ შეიძინოს.




No comments:

Post a Comment