1993 წელს თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სატრანსპორტო თვითმფრინავ CN–235–ების პირველი პარტია მიიღო. დღევანდელი დღის მდგომარეობით თურქეთს სამხედრო ავიაციას ამჟამად 50–მდე ამ კლასის თვითმფრინავი ყავს შეიარაღებაში. სწორედ ამ თვითმფრინავების მოდერნიზაციის და გადაკეთების პროგრამა წამოიწყო თურქეთის ავიაინდუსტრიის ხელმძღვანელობამ.
CN-235 Gunship Conversion Concept
პირველ რიგში გაუმჯობესებას კოკპიტი განიცდის, რომლის ელექტრონული მოწყობილობები Aselsan–ის დახმარებით დააპგრეიდდება – რასაც მოყვება თვითმფრინავების ის პარტია რომელიც, ამერიკული AC-130 Gunship–ის მსგავსად, მოდერნიზაციის შემდეგ იარაღის ტარებას შეძლებს. CN–235–ის ახლო საჰაერო მხარდაჭერის თვითმფრინავად გადაკეთების პროგრამას WHO-ΙΙ ეწოდება და მასში აქტიურად მონაწილეობს Tusas Aerospace Industry (TAI).
თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებს 50–მდე, საზღვაო ძალებს 9 და სანაპირო დაცვას 3 ცალი CN–235 ყავს შეიარაღებაში. ამა წლის ივლისში სამხედრო საზღვაო ძალებმა ჩაიბარეს საზღვაო–საპატრულო ვარიანტად გადაკეტებული მე–4 CN–235. ამ 491 მილიონი დოლარის ღირებულების მოდერნიზაციის პროგრამის სახელწოდება Meltem II, რომლის თანახმადაც 9 ცალი CN–235 უნდა იქნეს მოდერნიზირებული საზღვაო–საპატრულო ვარიანტად (MSA), აქედან 6 ცალი საზღვაო ძალებისთვის და 3 ცალი სანაპირო დაცვისთვის.
CN–235–ის CAS თვითმფრინავად გადაკეთების პროგრამა WHO-ΙΙ, თავდაპირველად ინდონეზიისა და იორდანიის შეკვეთით დაიწყო. ამ თვითმფრინავებს საერთო ჯამში 4 ტონამდე შეიარაღების ზიდვა შეუძლიათ. ისინი აღჭურვილებია 30მმ–ნი ქვემეხებით და 70მმ–ნი უმართავი რაკეტების ბლოკებით, ასევე არაა გამორიცხული მათზე მართვადი იარაღის განთავსებაც.
CN–235 გადაკეთების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც თურქეთის ავიაციას აინტერესებს, ეს მისგან ვერტმფრენების საჰაერო ტანკერად გადაკეთების ვარიანტია. ასევე რამოდენიმე ამ კლასის თვითმფრინავი თურქეთის ავიაციის შეკვეთით რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავებად იქნა გადაკეთებული.
No comments:
Post a Comment