Sunday, November 4, 2012

ჩინური J-31 (დამატებითი ინფორმაცია)


ჩინურმა ინტერნეტ გაზეთმა "ჟენმინ ჟიბაომ" ყველასგან მოულოდნელად გამოაქვეყნა სტატია ჩინური კომპანია Shenyang Aircraft Corporation-ის  (SAC) სტელს გამანადგურებლის, J-31-ის პირველი ფრენის შესახებ (თუმცა ჯერ გაურკვვეველია რამდენად რაელური იყო ეს ფრენა). ფრენა 2012 წლის 31 ოქტომბერს, შენიანში განხორციელდა. სტატიაში ამ გამანადგურებლის რამდენიმე მახასიათებლიცაა მოყვანილი.

J-31-ის წარმატებული დებიუტი


31 ოქტომბერს წარმატებით განხორციელდა ჩინეთში შექმნილი მეორე სტელს გამანადგურებლის პირველი პროტოტიპის, J-31-ის პირველი ფრენა. ეს იმას ნიშნავს რომ ჩინეთი გახდა მსოფლიოში მეორე ქვეყანა, აშშ-ს შემდეგ, სადაც ერთდროულად ორი მეოთხე თაობის (მეოთხე ჩინური კლასიფიკაციით - დანარჩენი მსოფლიოს კლასიფიკაციით მეხუთე) გამანადგურებელი იქნა აფრენილი.
გაზეთი Global Times-ის ცნობით, 31 ოქტომბერს, AVIC Shenyang Aircraft Corporation-ის მიერ შექმნილი მეოთხე თაობის გამანადგურებელმა J-31-მა, გამანადგურებელ J-11-ის თანხლებით, თვითმფრინავთა საფრენოსნო გამოცდების ცენტრ "შენფეი"-ში პირველი ფრენა განახორციელა. პირველი ჩინური სტელს გამანადგურებლის, J-20-ის წარმატებული საფრენოსნო გამოცდების დაწყების შემდეგ, რომელიც Chengdu Aircraft Company-ს მიერაა შექმნილი, ჩინეთმა კიდევ ერთხელ გაუკეთეს დემონსტრირება თავის შესაძლებლობებს მეწინავე გამანადგურებლების შექმნის სფეროში.



გამანადგურებლის ტექნიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
  • ფრთის გაქანი - 10,07 მ.
  • სიგრძე - 15,47მ.
  • სიმაღლე  - 4,57მ.
  • ფრთის ფართობი - 42,7კვ.მ
  • მაქსიმალური ასაფრენი წონა - 27 215კგ.
  • მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა - 5897კგ.

J-31-ზე ორი ტურბოხრახნული ძრავა WS-13A აყენია, თითოს მაქსიმალური წევა 8300კგ-ს აღწევს. ძრავის წევის გაზრდამ გაზარდა გამანადგურებლის მანევრულობა დაბალ და საშუალო სიმაღლეებზე, ასევე გააუმჯობესა გამანადგურებლის ასაფრენ-დასაფრენი მახასიათებლები. თვითმფრინავს შეუძლია ატაროს ოთხი "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტა PL-15, ამას გარდა თვითმფრინავს შეუძლია ატაროს სხვა შეიარაღება ან დამატებითი საწვავის ავზები და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც გამანადგურებლის ასევე მოიერიშის როლში.
სამხედრო ანალიტიკოსები თვლიან, რომ J-31 ძალიან ჰგავს ამერიკულ გამანადგურებელ F-35 Lightinin-II-ს და J-20-თან ერტად ქმნიან მძიმე და მსუბუქი კლასის გამანადგურებლების კომბინაციას. რადგანაც J-31-ეზე გამოიყენება წინა ორმაგსაბურავიანი საყრდენი, ხოლო პირველი ფრენის დროს დემონსტრირება გაუკეთა მოკლა აფრენ-დაფრენის შესაძლებლობებს, არაა გამორიცხული რომ ეს თვითმფრინავი მომავალში გახდება ჩინური ავიამზიდის ახალი თაობის გამანადგურებელი, რომელიც J-15-ეს ჩაანაცვლებს.


წყარო:
Успешный дебютный полет истребителя «Цзянь-31»




No comments:

Post a Comment