საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის ბიუჯეტის პროგრამების დაფინანსების დოკუმენტი. დოკუმენტში ასახულია თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ფინანსებიც და მათი პროგრამული გადანაწილების ნუსხა. დოკუმენტის სანხავად გადადით ბმულზე – 2014 წლი სახელმწიფო ბიუჯეტი.
როგოწ წინა გემგებიდან იყო ცნობილი 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 700 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. წყარო – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცის სფეროში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის დაფინანსება.
ახალი ბიუჯეტის გათვლების ტანახმად დაფინანსება არ გაიზრდება და თავდაცვის სამინისტრო 700 მილიონის ნაცვლად 660 მილიონს მიიღებს.
თუმცა ამ გათვლებში ცუდ სიახლესთან ერთად ერთი მეტად საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციაც არის გამოქვეყნებული. კერძოდ ჩამოთვლილია იმ კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების სია და დაფინანსება, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სხვადასხვა კვლევებს ახორციელებენ.
სია 29–ე პუნქტის მე–4 ქვეპუნქტითაა დოკუმენტში
თავდაცვის სამინისტროს ხარჯებში გაწერილია შემდეგი ინსტიტუტების და კვლევითი ცენტრების დაფინანსება:
- სსიპ დელტა – 38,84 მილიონი
- სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი – 1,46 მილიონი
- სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტი – 0,9 მილიონი
- სსიპ რაფაელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი – 0,572 მილიონი
- სსიპ ინსტიტუტი ოპტიკა – 0,343 მილიონი
- სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი – 1,346 მილიონი.
- სსიპ მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი – 0,621 მილიონი
აშკარა ისაა რომ თანხები გაიმეტეს სამხდრო-ტექნიკური მეცნიერებსთვის.
ReplyDeleteნაბიჯი გადადგმულად ჩაითვლება მხოლოდ კონკრეტული შედეგის, თუნდაც მცირე მიღწევის შემდეგ.
დაველოდოთ და მხარდაჭერა გამოუთქვათ რითაც შევძლებთ...
ფულის გადახდა უკვე ნაბიჯია.
ReplyDelete