პერუს თავდაცვის სამინისტრო ამ ბოლო დროს ახალი ტანკის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. კანდიდატებად შემდეგი ტანკები მოიაზრება – M1A1 Abrams (აშშ), K-2 Black Panther (სამხრეთ კორეა), Leopard 2A4 (ესპანეთი), Leopard 2E6 (ჰოლანდია), T-64E და T-84 Оплот (უკრაინა) და Т-90С (რუსეთი).
სწორედ ამ მიზნით 17–19 ოქტომბერს პერუში, ლიმადან 48 კილომეტრში, პოლიგონ "Cruz de Hueso”-ზე განხორციელდა რუსული ტანკის, Т-90С–ის სადემონსტრაციო გამოცდები. გამოცდებისთვის რუსეთიდან პერუში ჩაიტანეს 26 ცალი 3ВБМ-17 (APFSDS-T), 15 ცალი 3ВБК-16 (HEAT-FS) და 15 ცალი 3ВБОФ-36 (HE-FRAG), ასევე ჩაიტანეს ПКТМ–ისა და Корд–ის ტყვიები და Т–90–ის საკვამლე ყუმბარების გამშვების 81მმ–ნი 24 ცალი ყუმბარა 3Д17 და 6 ცალი მართვადი რაკეტა 9М119М (AT-11 Sniper).
გამოცდების პირველ დღეს ძლიერი წვიმა და ნისლი დაემთხვა, რის გამოც სამიზნე კომპლეს, 1Г46–ის ხედვის მანძილი 300–350 მეტრამდე დაეცა, ამიტომ 2000–2500 მეტრზე სროლები თბოხედვის ხელსაწყოს, ESSA–ს დახმარებით განხორციელდა. მომდევნო დღეებში კარგი ამინდი იყო და სროლები 1600–3000 მეტრის დიაპაზონში განხორციელდა. ამ სროლებზე Т-90С–მა 38 ცალი 3ВБМ-17 (APFSDS-T), 3ВБК-16 (HEAT-FS) და 3ВБОФ-36 (HE-FRAG) ისროლა მოძრაობაში და სტატიკური პოზიციიდან და 94,7% მიზნის გარტყმის ალბათობა აჩვენა.
ტყვიამფრქვევებმა 7,62მმ ПКТМ–მა და 12,7მმ Корд–მა 600 გასროლა განახორციელეს 75% ეფექტურობა აჩვენეს. მართვადმა რაკეტა "Рефлекс" 9М119М (AT-11 Sniper) ყველა მიზანი გაანადგურეს და 100% ეფეტურობა აჩვენეს 3000–5000 მეტრ დიაპოზნში. დანარჩენი ჭურვები იარაღის კალიბროვკისთვის ან საჩვენებელ სროლებზე იქნა გახარჯული.
ამ გამოცდების შემდეგ პერუს წარმომადგენელბს რუსეთში ელიან, სადაც მათ ტანკის ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტან ჭურვ, 3ВБМ-17 Манго–ს შესაძლებლობებს წარუდგენენ.
წყარო:
Buenos resultados de las pruebas operacionales y de tiro en Perú del tanque ruso T-90S

No comments:
Post a Comment