Showing posts with label Ural. Show all posts
Showing posts with label Ural. Show all posts

Monday, April 29, 2019

თურქული Otokar-ის სპეცოპერაციების მანქანა Ural SOV

ამა წლის 30 აპრილს ქალაქ სტამბულში გამოფენა IDEF'19-ზე, თურქული კომპანია Otokar სპეცოპერაციების მანქანა Ural SOV-ს (Special Operation Vehicle) წარადგენს. მანქანა 4x4 სავალი ფორმულის მქონე Otokar Ural-ის  ბაზაზეა შექმნილი. 

 

Ural SOV მოდულური კონცეფციას ეფუძნება  და შესაძლებელია მისი შეჯავშნილი და შეუჯავშნავი კონფირგურაციის სხვადასხვა მისიებზე ადაპტირება.

მაღალი გამავლობის Ural SOV უზრუნველყოფს ბალისტიკურ და გაზრდილ ნაღმდგრადობას, მისი ეკიპაჟი 5 კაცისგან შესდგება (მძღოლი, მეთაური და 3 მებრძოლი), ის აღჭურვილია ცენტრში განთავსებული 12,7 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით და წინ და უკან განთავსებული ორი ცალი 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევებით - ყველა ამ მახასიათებელით ის იდეალურია სიღრმისეული დაზვერვისა და ტაქტიკური რეიდებისთვის.


Ural SOV აღჭურვილია 168 ცხენისძალიანი ძრავითა და 106 ლიტრიანი საწვავის ავზით, მას შეუძლია განავითაროს 110 კმ/სთ სიჩქარე და ერთი გამართვით გაიაროს 600 კილომეტრი.

Ural SOV 6,4 ტონას იწონის და მისი ტრანსსპორტირება შესაძლებელია როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ასევე საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით.

მანქანა შემკვეთის მოთხოვნით შეიძლება აღიჭურვოს ჯალამბარით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, შენიღბული განათებითა და ინფრაწითელი ფარებით.

Wednesday, October 16, 2013

Otokar URAL Testdrive

Pakistan Defence Forum–ზე გავრცელდა თურქული კომპანია Otokar–ის 4x4 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანავტომობილის, URAL–ის ავარიის ფოტოსურათები (ამ მანქანის პრეზენტაციის შესახებ ამ წლის მაისში უკვე ვწერდი – ახალი თურქული ჯავშანმანქანები).

ან მძღოლმა გამოცდებზე მანანის მართვას თავი ვერ გაართვა და გზის იქეთ გადავიდა და ან კიდევ მანქანას რაიმე ხარვეზი აღმოაჩნდა (მანქანა ჯერ საცდელ სტადიაშია და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა) და მძროლმა ის ვეღარ დაიმორჩილა.