ამა წლის 30 აპრილს ქალაქ სტამბულში გამოფენა IDEF'19-ზე, თურქული კომპანია Otokar სპეცოპერაციების მანქანა Ural SOV-ს (Special Operation Vehicle) წარადგენს. მანქანა 4x4 სავალი ფორმულის მქონე Otokar Ural-ის ბაზაზეა შექმნილი.
Ural SOV მოდულური კონცეფციას ეფუძნება და შესაძლებელია მისი შეჯავშნილი და შეუჯავშნავი კონფირგურაციის სხვადასხვა მისიებზე ადაპტირება.
მაღალი გამავლობის Ural SOV უზრუნველყოფს ბალისტიკურ და გაზრდილ ნაღმდგრადობას, მისი ეკიპაჟი 5 კაცისგან შესდგება (მძღოლი, მეთაური და 3 მებრძოლი), ის აღჭურვილია ცენტრში განთავსებული 12,7 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით და წინ და უკან განთავსებული ორი ცალი 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევებით - ყველა ამ მახასიათებელით ის იდეალურია სიღრმისეული დაზვერვისა და ტაქტიკური რეიდებისთვის.

Ural SOV აღჭურვილია 168 ცხენისძალიანი ძრავითა და 106 ლიტრიანი საწვავის ავზით, მას შეუძლია განავითაროს 110 კმ/სთ სიჩქარე და ერთი გამართვით გაიაროს 600 კილომეტრი.
Ural SOV 6,4 ტონას იწონის და მისი ტრანსსპორტირება შესაძლებელია როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ასევე საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით.
Ural SOV 6,4 ტონას იწონის და მისი ტრანსსპორტირება შესაძლებელია როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ასევე საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით.
მანქანა შემკვეთის მოთხოვნით შეიძლება აღიჭურვოს ჯალამბარით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, შენიღბული განათებითა და ინფრაწითელი ფარებით.
No comments:
Post a Comment