როგორც ცნობილია F-35-ის პროგრამამ Block-3F დონემდე მოდერნიზაცია გასულ წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლომდე მთელი პარკი ამ დონემდე უნდა იქნას განახლებული. მაგრამ გამანადგურებლის სრულყოფა ამით არ დასრულებულა - უკვე მიდის Block-4-ზე მუშაობა - მოდერნიზაციის ამ პაკეტში გამანადგურებელი ყველა იმ შესაძლებლობას მიიღებს რაც პროგრამის დასაწყისში, შორეულ 90-იანებში იქნა ჩადებული.
ქვემოთ მოყვანილი ინფოგრაფიკა სწორედ ამ გაუმჯობესებებს ასახავს:
- ლურჯი ფერით მობილური და სტაციონარული სამიზნეების განადგურების შესაძლებლობები;
- მწვანედ დღისით და ღამით, ნებისმიერ ამინდში ახლომ საჰაერო მხარდაჭერა;
- წითლად მოწინააღმდეგის ჰსთ-ს ჩახშობა-გადალახვა;
- იასამნისფერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი და თავდასხმითი შესაძლებლობები;
- ყვითელი საზღვაო სამიზნეებთან ბრძოლა;
- ნაცრისფერი ფერით მონიშნულია გაუმჯობესებები, რომლებიც ყველა ასპექტს შეეხება.
No comments:
Post a Comment