Thursday, May 2, 2019

წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ვერტმფრენს მიიღებს

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლა. საუბრის მსვლელობისას მინისტრმა მრავალ ინფრასტრუქტურულ და ტენოლოგიურ ინოვაციებზე ისაუბრა - მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ვერტმფრენების პარკის გაზრდა: 


შსს-ს ვერტმფრენი ყაზბეგში სამაშველო ოპერაციის დროს (ფოტოს წყარო - სამაშველო "რვიანი")

"მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში, დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება როტაციას სასაზღვრო პოლიციის, რომელიც ემსახურება მაგალითად თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, რომელიც ემსახურება საგანგებო სიტუაციებში მართვის სამსახურს, როდესაც ადამიანი გვიზიანდება მთაში ზამთრის პერიოდში. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ოთხი ვერტმფრენი. რა თქმა უნდა, არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენები იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის გამოისვლის სრული ვიდეო იხილეთ ბმულზე - ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლა „მინისტრის საათის“ ფორმატში.

No comments:

Post a Comment