Wednesday, May 1, 2019

აშშ-ს საჰაერო ძალების F-35A-ს საბრძოლო ნათლობა


გუშინ, 30 აპრილს აშშ-ს საჰაერო ძალების F-35A Lightning II-ის პირველი საბრძოლო გამოყენება განხორციელდა - ორმა მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა იერიში მიიტანა და გაანადგურა ერაყში ჰამრინის მთებში, აშაის ვადიში მდებარე ISIS-ის ობიექტები. კერძოდ ავიადარტყმა ხალიფატის მიწისქვეშა ტუნელზე და საბრძოლო მასალების საწყობზე იქნა განხორციელებული. ავიადარტყმა JDAM (Joint Direct Attack Munition) გამოყენებით განხორციელდა.

ორივე გამანადგურებელი გაერთიანებულ საემიროში, ავიაბაზა ალ-დაფრაზე, 15 აპრილს  იქნა გადასროლილი (იხილეთ სტატია ბლოგზე - აშშ-ს საჰაერო ძალების F-35A-ს პირველი საბრძოლო მივლინება).


2019 წლის 30აპრილს დაუსახელებელი ტერიტორიის თავზე საჰაერო ტანკერი KC-10 უზრუნველყოფს F-35A Lightning II-ის საწვავით გამართვას. როგორც ცნობილია აღნიშნული KC-10 აშშ-ს საჰაერო ძალების ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში F-35A-ს საწვავით უზრუნველყოფის მისიას ახორციელებს.

No comments:

Post a Comment