Tuesday, April 30, 2019

რა ბედი ეწვევა აშშ-ს არმიის უახლეს CH-47F Block II და JLTV-ს?

ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ამერიკის სამხედრო დოქტრინის რადიკალური ცვლილება გამოიწვია - ის არაკონვენციურიდან კონვენციური კონფლიკტისკენ შემოტრიალდა. შესაბამისად წლების განმავლობაში შემუშავებისა და შექმნის სტადიაში მყოფი პროგრამები, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში სამოქმედოდ იყო განკუთვნიული, მიმზიდველობას კარგავს და პენტაგონი რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირებაზე ახდენს ფოკუსირებას.


JLTV

2019 წლის 15 აპრილს, აშშ-ს არმიის მინისტრმა მარკ ესპერმა (Mark Esper), აშშ-ს არმიის მიერ CH-47 Block II Chinook-ის ტიპის უახლესი ვერტმფრენების შესყიდვის საკითხი წამოჭრა.

ესპერის თანახმად, არმია ჰავაის კუნძულებზე INDOPACOM-ის სარდლობას შეხვდა და განიხილა თუ როგორ ხედავ სამსახური ჩინეთთან დაპირისპირებას.

ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა იმის გარკვევას თუ რამდენად ითვალისწინებს არმიის შესაძლებლობებს INDOPACOM-ის სარდალი ადმირალ ფილ დევიდსონი, სამხედრო გეგმის შესადგენად.

კითხვაზე - თუ რომელ შესაძლებლობებს თვლის საციცოცხლოდ მნიშვნელოვასნ წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, ესპერმა უპასუხა: "დიდ დისტანციებზე წერტილოვანი დარტყმები, მომავლის ვერტმფრენების პროგრამა, ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, სამხედრო ქსელები და მებრძოლის ეფექტურობის გაზრდა".

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ამერიკის სამხედრო უწყება ეძებს გამოსავალს, რათა მოახდინოს პრიორიტეტული პროგრამებისთვის აუცილებელი დაფინანსების მოძიება - შესაბამისად ხდება სხვა პროგრამების შეკვეცა ან გაუქმება. ამ შეკვეცაში მოყვა ისეთი პროგრამები, როგორებიცაა JLTV-ის ტიპის ჯავშანმანქანები და CH-47 Block II ტიპის ვერტმფრენები.


ამ ორი პროგრამის შექმნა დაფუძნებული იყო "ავღანეთისა და ერაყის გამოცდილებაზე", და შესაბამისად დღეს უკვე კარგავენ თავიანთ აქტუალურობას - განმარტა ესპერმა.

"რატომ უნდა ატაროს CH-47-მა უფრო მეტი ტვირთი და იფრინოს უფრო მაღლა ცხელ კლიმატში? რა მიზნით გაიზარდა ვერტმფრენის მარგი დატვირთვა? ის ჯავშანმანქანა JLTV-ის ტრანსპორტირებაზე იქნა მორგებული.

თავის მხრივ რამ გამოიწვია JLTV-ს შექმნა? რა თქმა უნდა ავღანეთსა და ერაყში არსებულმა თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა" - განაცხადა ესპერმა. "მეტწილად ეს ორი მანქანა სხვა კონფლიქტისთვის შეიქმნა. ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ მათ მომავალში, მაგრამ დღეს-დღეობით მე კონცენტრირება უნდა მოვახდინო ჩემი ჯავშნის, საბრძოლო მანქანების და იმ თვითმფრინავების გამართულობის გაუმჯობესებაზე, რომლებიც მოახერხებენ რუსული და ჩინური ჰსთ-ს გარღვევას, რომლებიც შესძლებენ ჩამოაგდონ რუსული და ჩინური უპილოტოები, რაკეტები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები".

CH-47

"დღეს ჩვენ ამ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით და პერსონალს მოუწევს ამ გამოწვევებთან შეხვედრა და მათთან გამკლავება".

ესპერის განცხადების თანახმად "JLTV-ის საერთო რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება - ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენად შეკვეცავენ ადრე დაგეგმილი 49 000 მანქანის შეკვეთას. მაგრამ ამ რაოდენობის შესახებ ზუსტი პასუხი ალბათ უახლოეს წლებში გახდება ცნობილი".

რაც შეეხება თვითონ ვერტმფრენების პროგრამას - 2020 წლის ფინანსურ წელში ჩადებული იყო 542 ცალი Chinook  Bock II-ის აწყობა, აქედან 473 ცალი F-მოდელი არმიისთვის და 69 ცალი G-მოდელი სპეცდანიშნულების ძალებისთვის. ახალი რეალობიდან გამომდინარე არმიისთვის გაუმჯობესებული ვერტმფრენების შესყიდვა გაჩერებულია, კომპანია Boeing-მა მხოლოდ სპეცდანისთვის განკუთვნილი 69 ცალი G-მოდელის შეკვეთა მიიღო.

ტაქტიკური ჯავშანმანქანისა და სატრანსპორტო ვერტმფრენის პროგრამის შეკვეცით პენტაგონი უახლოესი 5 წლის განმავლობაში 60 მილიარდი აშშ დოლარის დაზოგვას გეგმავს. გამონთავისუფლებული ფინანსები ექვს პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდება. ესენია - შორი წერტილოვანი დარტყმები, ახალი თაობის საბრძოლო მანქანები, მომავლის ვერტმფრენები, სამხედრო ქსელები, ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და ჯარისკაცების ლეტალურობა (Long-Range Precision Fires, Next-Generation Combat Vehicle, Future Vertical Lift, the Network, Air-and-Missile Defense and Soldier Lethality).

წყარო:

No comments:

Post a Comment