Saturday, May 4, 2019

იარაღის ახალი საცავი F-35-ის რაკეტების რაოდენობას 50%-ით გაზრდის

იარაღის ახალი საცავი, სახელწოდებით "Sidekick", სტელს გამანადგურებელში ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების რაოდენობას ექვსამდე გაზრდის და ამით გამანადგურებლის რადარებზე შემჩნევადობას არ გააუარესებს.



F-35-ის მწარმოებელი Lockheed Martin-ის მიერ შექმნილი იარაღის ახალი შიდა საცავი, თუ ის რა თქმა უნდა როდესმე მიოხვდება სერიულ მანქანებზე, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების რაოდენობას ოთხიდან ექვსამდე გაზრდის. ახალ სისტემას "Sidekick" ეწოდება.

დაბალი შემჩნევადობის F-22 Raptor და F-35 Joint Strike Fighter აკურატულად დამზადებული კორპუსი აქვს, რაც რადარზე მის შემჩნევადობას ამცირებს. მცირედმა ცვლილებამაც კი შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს რადარზე დატოვებული კვალი. ეს თავის მხრივ ქმნის პრობლემას - საჰაერო ძალებს არ შეუძლიათ დაკიდონ დამატებითი რაკეტები, ბომბები და საწვავის ავზები გარეთა პილონებზე და იძულებულები არიან  ეს ყველაფერი ფიუზელაჟის შიგნით დამალონ.

ეს ზღუდავს იმ იარაღის რაოდენობას რომელსაც თვითმფრინავი გამოიყენებს ისეთი ქვეყნების ჰსთ-სა და გამანადგურებლების წინააღმდეგ, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. 

F-35-ის ერთ-ერთ სუსტ მხარედ მის შიდა საცავებშო ჩატევადი რაკეტების მცირე რაოდენობაა. მას მხოლოდ 4 ცალი AIM-120 AMRAAM-ის ტიპის რაკეტის წაღება შეუძლია. ეს წინა თაობის გამანადგურებლებთან შედარებით, რომლებსაც 8 რაკეტის ტარება შეუძლიათ, უკან გადადგმული ნაბიჯია.

რა თქმა უნდა F-35-ს გარეთა პილონებზე შეუძლია ატარაოს შეიარაღება - რისი დემონსტრაციაც ბოლო დღეებში ერაყში განხორციელებული საბრძოლო გაფრენის დროს მოხდა, როდესაც გარეთა პილონებზე გამანადგურებელს 2 ცალი AIM-9X Sidewinder ჰქონდა დაკიდებული (ამას გარდა გამანადგურებელს ბორტზე ლიუნგბერგის ლინზებიც ეყენა), მაგრამ ამ შემთხვევაში გამანადგურებელს მტრის ჰსთ ზონის გადალახვა არ უწევდა და ამიტომ გარედან დაკიდებული რაკეტები პრობლემას არ წარმოადგენდა.

F-35A-ს პირველი საბრძოლო გამოყენების შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - აშშ-ს საჰაერო ძალების F-35A-ს საბრძოლო ნათლობა

როგორც ჟურნალი Seapower-ი იტყობინება, კომპანია Lockheed Martin-მა შეიმუშავა იარაღის ახალი სამაგრი - Sidekick, რომელიც საცავში ორის ნაცვლად მესამე რაკეტის დამაგრების საშუალებას იძლევა და მთლიანობაში, საჰაერო ძალების F-35A და საზღვაო ძალების F-35C-ში,  AMRAAM-ების რაოდენობა ოთხიდან ექვსამდე იზრდება. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ F-35B-ზე მსგავსი საცავის დაყენება შეუძლებელია - მისი ვერტიკალური აფრენ-დაფრენის ძალური დანადგარი დიდ ადგილს იკავებს და საცავის გადაკეთებას შეუძლებელს ხდის.

"Sidekick" კომპანია Lockheed Martin-მა საკუთარი ხარჯებით შექმნა და ჯერ არაა გადაწყვეტილი მისი სერიულ გამანადგურებლებზე დაყენება, მაგრამ როგორ Aviation Week & Space Technology იუწყება, ამერიკის სამხედრო უწყება და მწარმოებელი Lockheed Martin, გამანადგურებელ F-35-ის უახლესი ვარიანტის - Block-4-ის კონფიგურაციაზე მუშაობენ და არაა გამორიცხული რომ იარაღის ახალის აცავი გაუმჯობესებათა სიაში მოხვდეს.

F-35 Block-4-ის შესახებ სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - F-35 Block 4 - აშშ-ს გამანადგურებლის სრულყოფილი მოდერნიზაცია

P.S. ჩემი მხრიდან დავძენ - რაკეტების რაოდენობის 50%-ით გაზრდა ეს არაა მარტივი საქმე და "Sidekick" ან რამე მსგავსი ადრე თუ გვიან ამ გამანადგურებელზე აუცილებლად გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment