ბომბდამშენ B-2 Spirit-ის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად განხორციელდა მუშაობის პროცესში კაბინის ვიდეო გადაღება.
ვიდეოზე, რომელი დალასელი კინოოპერატორის, ჯეფ ბოლტონის (Jeff Bolton) მიერ იქნა გადაღებული, კარგადაა ასახული ამ სტელს ბომბდამშენის მართვის ინსტრუმენტების მთელი სპექტრი. ვიდეოში ასევე ასახულია ბომბდამშენის საწვავით ჰაერში გამართვის პროცესიც.
სტელს ბომბდამშენი B-2 ოპერირებას მსოფლიოს მაშტაბით ახორციელებს, მას შეუძლია განახორციელოს 44 საათიანი უწყვეტი ფრენა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. "გლობალურ ბირთვულ სახელმწიფოებთან - რუსეთთან, ცინეთთანა და ჩრდილოეთ კორეასთან, დაპირისპირების ფონზე, ეს ვიდეო კარგი შეხსენებაა იმისა, თუ რა შეუძლია ამერიკის სტრატეგიულ ავიაციას" - განაცხადა ვიდეოს პროდიუსერმა, ჯეფფ ბოლტონმა.
დაბალი შემჩნევადობის ტექნოლოგიები და მაღალი აეროდინამიკური ეფექტურობა და დიდი მარგი ტვირთამწეობა B-2-ს სხვა ბომბდამშენებთან უპირატესობას ანიჭებს. მისი დაბალი შემჩნევადობა მაღალ სიმაღლეებზე მას მოქმედების დიდ თავისუფლებას ანიჭებს. საწვავის ერთი გამართვის მას 6000 მილის (9600 კილომეტრის) დაფარვა შეუძლია.
B-2-ს ორი პილოტი მართავს - მფრინავი მარცხენა სავარძელში და მისიი ხელმძღვანელი მარჯვენაში - მის გვერდით მომსახურე B-1B-სა და B-52-ს შესაბამისად ოთხი და ხუთკაციანი ჯგუფები მართავენ.
No comments:
Post a Comment