დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამერიკელი მრჩეველ-ინსტრუქტორები დააჯილდოვა. მედლები „გენერალი კვინიტაძე“, ქართული ბატალიონების ISAF-ის მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სერჟანტ-მაიორ გრეგორი რაიტს, უფროს სერჟანტ ვინსენტ ჰელერს და უფროს სერჟანტ ანტონი კუკურისს გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია საწვრთნელ ბაზაზე „სამხრეთ ვაზიანი“ (ალგეთი) გაიმართა.
„დღეს, ჩვენ მოვინახულეთ 33-ე ბატალიონი, რომელიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გადის წვრთნებს და უახლოეს მომავალში წავლენ ავღანეთში. ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი მეომრები მორალურადაც, ფიზიკურადაც და რაც მთავარია, სამხედრო ცოდნით მზად არიან ყველა ამოცანა გადაწყვიტონ და შეასრულონ. მათ ყველა ამოცანის შესრულებისას უნდა ახსოვდეთ მთავარი - გადაირჩინონ საკუთარი თავი და ამით შეასრულონ ძირითადი ამოცანა -საერთაშორისო და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ამერიკელი მრჩეველ-ინსტრუქტორების დაჯილდოების ცერემონიალს ასევე, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა დაესწრო. ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო. ამერიკელმა მრჩეველ-ინსტრუქტორებმა დადებითად შეაფასეს ქართველი სამხედროების მომზადების დონე. უფროსი სერჟანტის ვინსენტ ჰელერის თქმით, ქართველი სამხედროები ძალიან მოტივირებულნი არიან და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
21 December 2012 05:06
Today Georgian Defence Minister Irakli Alasania has awarded the American advisor-instructors. Sergeant Major Gregory Wright, 1st Sergeant Vincent Heller and Gunnery Sergeant Anthony Cuccurese were granted with Medals “General Kvinitadze” for their special contribution to pre-deployment training the Georgian soldiers for ISAF mission. The awarding ceremony was held at the training base “Sounth Vaziani”, Algeti.
“Today we have visited the 33rd Battalion currently undergoing the trainings with our American partners. They will depart for Afghanistan in the nearest future. Our soldiers are morally and physically ready and the most important is that they have relevant military knowledge to solve every task successfully. They should always be aware to save themselves and carry out the most important task - to provide international and national security”, declared Defence Minister.
The leadership of the GAF also attended the awarding ceremony. After the ceremony, Defence minister had a tour around the training base and the infrastructure.
U.S. advisor-instructors have positively assessed the preparedness of Georgian soldiers. According to 1st Sergeant Vincent Heller, the Georgian soldiers are highly motivated and distinguished for their professionalism.
წყარო:
No comments:
Post a Comment